-კიდევ მითხარი კაიროზე რამე ალი, ისეთი განცდა მაქვს, რომ აქაურობის ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია.. -კაიროში ბევრ საოცრებას ნახავთ. აქ მდებარეობს,მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი „ეგვიპტის მუზეუმი." ვფიქრობ მისი მონახულება ძალიან გესიამოვნებათ. -ჩინებულია, ხვალ რომ წავიდეთ, ხომ შეიძლება? -როცა მოისურვებ დაო (აღმოსავლელი მამაკაცები დას უწოდებენ მათზე უმცროსსა და თითქმის, თანატოლ ქალიშვილს). ცოტახანში მანქანამ მოძრაობა შეანელა და ლამაზი, ხუთსართულიანი შენობის წინ გაჩერდა. მრგვალი ფორმის,რენესანსული სტილის აივნები, უცნაურსა და უცხო იერს სძენდნენ შენობას. შესასვლელ კართან არაბული წარწერის ქვეშ ინგლისურად მიეწერათ: “ DIAMOND OF CAIRO.” სარეგისტრაციო მაგიდასთან საშუალო სისქის ქალი უღიმოდა კარში შემავალთ. -მე ლეილი გახლავართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაიროში და ჩვენს სასტუმროში, ალაჰმა დაგლოცოთ. რეგისტრაციას რომ მორჩნენ, ახალგაზრდა, შავთმიანი გოგონა აუყვა თამთას თავის ოთახამდე. ოთახი ბოლო სართულზე იყო, პატარა, სუფთა და მყუდრო. ერთკაციანი საწოლის წინ პატარა ტელევიზორი იდგა. მოხატულ, დაზოლილ კედელზე კონდინციონერი მიემაგრებინათ და მის ქვეშ ყავისფერი მრგვალი საათი. მეორე კედლის კუთხეში პატარა ვარდისფერი ხის მაგიდა იდგა ორი სკამით. იქვე იყო დაბალი, ერთკარიანი მაცივარი. აბაზანა ოთახის აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობდა. კმაყოფილმა მოავლო თვალი თავის სამყოფელს და ხელგაშლილი გადავარდა არაბულ ტახტზე. ყოველთვის ნატრობდა ასეთ გარემოს, სადმე შორს მოხვედრას, სადაც არავის იცნობდა და არც მას იცნობდნენ. სადაც შეძლებდა ყოფილიყო ახალი და ლაღი, იპოვნიდა საინტერესო თავგადასავლებს და გაიცნობდა ახალ ხალხს. უცხო ადამიანებთან ურთიერთობები, წრფელი საუბრები, სადაც ერთმანეთის აზრის არ ეშინიათ, უფრო საინტერესო ეჩვენებოდა, ვიდრე გამუდმებით იმ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც თვალს ხუჭავდნენ შეცდომებზე და თავზე ხელს უსვამდნენ ერთმანეთს ნაცნობობის ხათრით. ჩემოდანი გახსნა და ამოლაგებას შეუდგა. ქუჩიდან ამომავალი ხმაური მუსიკასავით იჭრებოდა ზევით. ხის მაგიდაზე ხელჩანთიდან ამოღებული სახარება დადო. ფანჯარას მიუახლოვდა, ვარსკვლავებით მოქარგულ ცას აღტაცებით მოავლო თვალი და გაირინდა. ჭეშმარიტად, ყველა მხატვარზე დიდებული იყო ღმერთი, ამ უჩვეულო პეიზაჟთა ავტორი. მეჯლისი იყო კაიროს ცაზე. ყურს სიამოვნებდა არაბული ბგერების სმენა. ნანახით დატყვევებულს ცხადლივ წარმოუდგა ძველიეგვიპტე,თეთრსამოსში გამოწყობილიხალხი,ოქროსა და სხვა ძვირფასი თლებით გაწყობილი სამკაულებით.თვალებხატულა მანდილოსნები ამ მტვრიან ქუჩებზე კეკლუცად მავალნი. ტელეფნში ინტერნეტი ჩართო, მაიასა და მშობლებს მიწერა. განათებულ ქუჩას რამდენიმე სურათი გადაუღო და გაუგზავნა. დილით ცხრათვალა მზემ დაუფრთხო ძილი. უახლოესი მეჩეთიდან მოლას ლოცვა ისმოდა. ცის დიაპაზონზე მოქცეული მზე, სწორედ ისე აჭერდა და აცხუნებდა არემარეს, როგორც ეგვიპტის მზეს შეჰკადრის. თერთმეტი სრულდებოდა. ფოიეში ჩავიდა. სასადილო ოთახიდან მომაჯადოვებელი ყავის სურნელი იფრქვეოდა. საჭმელთა დეფილე იყო სუფრებზე, უმატებდნენ და უმატებდნენ მზარეულები. ეგვიპტური ტკიბეულისთვის ცალკე სუფრა გამოეყოთ. მაშინვე მას მიეახლა და სიმინდის ნამცხვარი აიღო. კიდევ ერთი ჭიქა, ქვიშაზე მოდუღებული ყავა. ზუსტად იცოდა, ეს ეგზოტიკური დღეები არასოდეს წაიშლებოდა მოგონებათა ბმულიდან. გვერდითა მაგიდიდან იტალურად მოსაუბრეთა ხმა ისმოდა. უცხოელებით იყო სავსე სასტუმრო. არაბული მუსიკის ხმადაბალი ჰანგები ირხეოდა ჰაერში და მყუდრო, სასიამვნო გარემოს ჰქმნიდნენ. პირველ საათზე ალიმ მოაკითხა, ისევ ყვითელი მანქანით. ლაბირინთის ფართო ოთახებივით ირეოდა ერთმანეთში კაიროს ქუჩები. უცნაურად ნაგები, ფერადი შენობები, აღმოსავლური არქიტექტურის ნიმუშები და თანამედროვე ევროპული სტილის სიმბოლოები, თვალწარმტაცს ხდიდნენ ტროტუარებსა და საცხოვრებელ შენობებს. უზარმაზარი მეჩეთების გუმბათები მოჩანდა შენობების უკნიდან. მცენარეებით გაფორმებულ ქუჩებში ჩადრით მოსილი ქალები დაიარებოდნენ. შავ ჩადრებში გამოწყობილთ მხოლოდ თვალები მოუჩანდათ. ჯგუფად მიდიოდა ყვავილებით გაფორმებულ ბილკზე რამდენიმე სუფი. მათ პარალელურად თანამედროვე სამოსში გამოწყობილი ქალები მიარხევდნენ ტანს. თუმცა პრანჭვა_გრეხვით მოარულ აქლემებს სულ სხვა პეწი დაჰკრავდათ. სიამაყით, ლაღად მინარნარებდნენ მანქანებისა და მოტიციკლეტების გვერდით. გაოცებული შეჰყურებდა თვალწინ აღბეჭდილ სურათს თამთა. მაშინ მიხვდა, რომ კაიროში დასავლეთი და აღმოსავლეთი მუდამ ერთმანეთის პირისპირ დგანან. აქ ისინი ყოველწამს ხვდებიან ერთმანეთს და უმზერენ ერთურთს ცისფერი და შავი თვალებით. საშინლად ცხელოდა, წამდაუწუმ წყალს სვამდა და უკვირდა, რამადანობის დროს აქ უწყლოდ როგორ ძლებდა მთელი დღე ხალხი. -ალი, ამ დახლართულ ქუჩებში მოძრაობა არ გიჭირთ? -არა დაო. ჩვენ აქ გავიზარდეთ. თვალდახუჭული ვიპოვნით სწორ გზას. -მოვედით უკვე? -დაცვა კარს გაგვიღებს და მუზეუმის ეზოში შევალთ. მოწითალო მუზეუმის კართან ქვიშისფერი სფინქსი იდგა. თავისთვის დამახასიათებელი, ზვიადი მზერით გაჰყურებდა ხალხს. გაოცებული უვლიდა გარშემო თამთა და სურათებს უღებდა. ეგვიპტის ენციკლოპედიაში დახატული სურათები ნელ-ნელა ცოცხლდებოდა. თითქოს ძილისგან გამოიღვიძა ანტიკურმა ეგვიპტემ და თავის დიდებაში ბრუნდებოდა. ხის მუმიები, ქვის სამარხები და ნივთები, ეს ყოველივე, ჯერ კიდევ ჩვენს დრომდე არსებული, ახლა თამთას თვალწინ გაშლილიყო. ფარაონ ტუტანხამონის სამარხიდან გამოტანილი ნივთები მაგნიტივით იზიდავდა მომნახველებს. კმაყოფილი დაჰყვებოდა შავტუხა ალი სტუმარს და დიდი სიამოვნებით ისმენდა მის ყოველ ფრაზას. ისე ახარებდა და ეამაყებოდა ყოველი ქათინაური თავისი სამშობლოს მისამართით თქმული, თითქოს მას აქებდნენ. მაგრამ პატრიოტიზმიც ხომ ესაა, შენი ქვეყნის ავი და კარგი საკუთრად რომ მიგაჩნია. შუადღსკენ, გზის პირზე ჩამწკრივებულ ყავახანებიდან ერთ-ერთში შევიდნენ, საუცხოო გემო ჰქონდა ეგვიპტურ ყავას. ჭრელი ბალიშებითა და მოხატული მაგიდებით გაწყობილ ყავახანაში უხილავი სულივით ტრიალებდა ყავის სურნელი და თავბრუს ახვევდა იქმყოფთ. ყავახანა არაბულ ქვეყნებში მცხოვრებთათვის მზისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა. როგორც წესი, შუადღის საათებში ადგილობრივთა და დამსვენებელთა უმეტესი ნაწილი, სწორედ იქ იმყოფება. -ალი, არაბულად მადლობა როგორ არის? -„შუქრან“ დაო. მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა და ლუქუმი დადო მიმტანმა, ღიმილიანი სახით მიუგო თამთამ: „შუქრან“ და გახარებულმა გახედა ალის. _იცი ალი, ბავშობიდან მიყვარს და მიზიდავს ეგვიპტის მიწა. აქ იმდენი განძი მარხია, იმდენი ცოდნა. მაგრამ რა თქმა უნდა, ადგილობრივებმა უფრო მეტი იცით. მიამბე რამე შენს სამშობლოზე. _ჩვენ მრავალსაუკუნიან ისტორიას ვითვლით დაო. უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენელია ეს მიწა. სხვა ისლამური სახელმწიფოებისგან განსხვავებით ჩვენ უფრო გახსნილნი ვართ. ეგვიპტე ახლა ერთ_ერთი ყველაზე თანამედროვე აღმოსავლური ქვეყანაა, კაირო კი იდუმალი, ამოუცნობი და ამოუწურავი ქალაქია. _ჰო, ამას მეც ვამჩნევ. აქაური ხმაურიანი ქუჩები, სავსეა დამსვენებლებით, თავსაფრის გარეშეც შეგიძლია ისეირნო და ქვას არავინ დაგიშენს. ყველა უბანი სხვადასხვა იერის არის. ზოგიერთი მათგანი რენესანსულ პერიოდს მაგონებს,ზოგიც ღრმა აღმოსავლურ კუთხეს, სადაც ცივილიზაციას ჯერ ფეხი არ შეუდგამს, ზოგიც არაფრით ჩამოუვარდება სტამბულს. რატომ არის ასე? _კაიროს აშენებდა ყველა, ვინც აქ ცხოვრობდა, ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე დაო. ეგვიპტის წინ წამოწევაში გარკვეული როლი მუჰამად ალის რეფორმებმა იქონია. ასევე ქრისტიანი მისიონერების შემოსვლამ. _ქრისტიანი მისიონერების? _დიახ. სირიაში, ლიბანსა და ეგვიპტეში ქრისტიანი მისიონერები სკოლებს ხსნიდნენ, რომ როგორმე ადგილობრივებთან სასაუბრო ენა გამოენახათ. ბევრი არაბი განმანათლებელი მათი სკოლიდან მოდის სწორედ. _ძალიან საინტერესოა ალი. სკოლებზე მიამბე. _ იყო მაჰჯარის სკოლა. მაჰჯარის სკოლის წარმომადგენლები იყვნენ ლიბანელი ემიგრანტები. მაგალითად: ამინ არ_რეიჰანი, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი. ეს ადამიანები ეგვიპტელები არ ყოფილან, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთის დახურული კარის გახსნაში. მათ გააცნეს დასავლეთს აღმოსავლური კულტურა ისეთად, როგორიც სინამდვილეში არის, ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. ამ საქციელის გამო მათ ემადლიერებიან არა მხოლოდ დასავლეთის შვილები, არამედ ისლამური სახელმწიფოებიც. _თქვენი ხალხი როგორია ალი? _ჩვენი ხალხი უფრო თბილი და ყურადღებიანია. ადამიანს გასაჭირში არასოდეს დავტოვებთ. ჩვენ, აღმოსავლელნი, მეტად ერთგულნი ვართ ჩვენი რელიგიის და ერთმანეთის მიმართ, ვიდრე ევროპის შვილები. _ ტერორისტები ალი? რამდენი უდანაშაულო ხალხი კვდება ისლამისტების მიერ? _ისინი არ არიან ნამდვილი ისლამის მიმდევრები დაო. ისლამს ტერორთან საერთო არაფერი აქვს, ის მშვიდობას ქადაგებს, მაგრამ განა გაბოროტებულ და გულღრძო ადამიანს, ესმის მაგდენი? _ეჰ... მართალი ხარ. გაბოროტებულ ადამაინს არაფერი ანაღვლებს. ასეთები მხოლოდ ისლამში კი არა, ყველა რელიგიაში მრავლად არიან. _მეც მაგას ვამბობ დაო. სამწუხაროა, რომ ისინი ასე გვიტეხენ სახელს. თქვენს ქვეყანასა და ხალხზეც მიამბეთ ცოტა რამ,-ღიმილით დასძინა ალიმ. -ეგვიპტის მსგავსად, ჩემი ქვეყანაც უძველესი დროიდან მოდის ალი. ოდესმე თუ გსმენია მითი არგონავტებსა და მედეაზე, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ მეც იმ მიწიდან მოვდივარ. -რა თქმა უნდა, მსმენია. წარმოდგენაც მაქვს ნანახი, სადაც მედეას როლს მარია კალასი ასრულებს. -მაოცებ,-დასძინა სასიამოვნოდ გაკვირვებული სახით,-ჩინებულია. საქართველო საოცრებებისა და აღმოჩენების ქვეყანაა. ის ძალიან ლამაზია. ასევე, მდიდარია თავისი ისტორიითა და კულტურით.ყოველი მისი კუთხე-კუნჭული ქართვლ მებრძოლთა და გმირთა სისხლითაა ნაბანი. ერთ დროს ჩვენ ძლიერნი და დამოუკიდებელნი ვიყავით. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს, ეგვიპტის მაგვარად, მისი ძველი სიდიადის ლანდიღა დაძრწის საუკუნეთაგან ნაცვეთ ქუჩებში. ჩემი სამშობლოს თვალწარმტაცი მიწები მტერმა დაინაწილა. შეიცვალა ხალხი და შეიცვალა ყოველივე. ჰო, კიდევ უგემიელესი სამზარეულო გვაქვს. თუკი ოდესმე საშუალება მოგეცემა ალი, ჩამოდი თბილისში და დაგათვალიერებინებ. -თუ ალაჰი ინებებს დაო, რატომაც არა. -ალი, შენ შიიტი მუსლიმი ხარ, თუ სუნიტი? გთხოვ ცუდად არ გამიგო, რომ გეკითხები. რამდენადაც ვიცი, მუსლიმებს შორის სხვაობაა, ამიტომ მსურს რომ ვიცოდე. -მე სუნიტი ვარ დაო, თუმცა, უფელბა რომ მქონდეს, ჩემს თავს, უბრალოდ, ალაჰის მორწმუნეს დავარქმევდი. -ეგ როგორ? -არ მომწონს ეს განხვავებები ადამიანებმა რომ მოიგონეს. მათ საზოგადოება გაგლიჯეს და ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამწუხაროდ, ამ თემაზე ღიად საუბარი ისეთივე უცხო რამაა, რაც საჰარაში თოვლი. მაგრამ ზოგჯერ ესეც ხდება. -ჰო, როგორც ამ წლის ზამთარში,-გადაულაპარაკა სიცილით.-განაგრძე ალი. -მე მორწმუნე და ტრადიციულ ოჯახში ვიზრდები, ჩვენი ტრადიციები მიყვარს და პატივს ვცემ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სანამ, ადამიანი ერთ რელიგიას დაუქვემდებარებს თავს, მანამდე სხვებსაც უნდა გაეცნოს. გამოიკვლიოს, დასვას შეკითხვები და მოიძიოს სწორი პასუხები ამ კითხვებზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მას თქვას, რომ ის მორწმუნეა. სამწუხაროდ ამის უფლებას ყველას როდი აძლევენ. -საუბედუროდ ალი, მრავალ ადამიანს მხოლოდ იმიტომ სწამს, თუ შეიძლება ამას რწმენა დავარქვათ, რომ მას ასე შთააგონეს. ეს მხოლოდ აღმოსავლეთში კი არა მთელს მსოფლიოში ასეა. ბევრმა ადამიანმა საკუთარი რელიგიის შესახებ არაფერიც არ იცის, თუმცა, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათ არც არაფრის გაგება სურთ. უბრალოდ მიყვებიან მდინარის დინებას და თუ ნახეს, რომ სხვამ სხვა რაკურსით აირჩია ცურვა, მტრად ეკიდებიან. -მდინარის დინებას ხომ მკვდარი თევზი მიჰყვება დაო? -კი. ისინიც მკვდრები არიან ალი, ცოცხლივ მკვდარნი. აზრი არც მათ სიცოცხლეს აქვს და არც სიკვდილს. -სამწუხაროა... -ისე, ალი, ხელახლა დაბადება რომ შეგეძლოს, რომელი ქვეყნის შვილი იქნებოდი და როგორ შეცვლიდი ცხოვრებას? ყავა მოსვა ალიმ და გაიცინა. თავი ჩაქინდრა. -რატომ იღიმი? ვიცი, რომ მეორე სიცოცხლე ან ხელახლა შობა ფანტასტიკური რამ არის, მაგრამ მაინც... -მე ისევ აღმოსავლეთის შვილად ვისურვებდი დაბადებას, მაგრამ ვინატრებდი ცოტა შეძლებული ვყოფილიყავი, რომ მემოგზაურა. მიმეკვლია ყველა საინტერესო წიგნისთვის და თავადაც მეწერა. -ახლა რა გიშლის ხელს ამაში? -დრო. დრო არ მაქვს დაო. სწავლასთან ერთად, თან გიდად და თარჯიმნად ვმუშაობ. თავისუფალ დროს სახლში ვარ და და-ძმას ვაქცევ ყურადღებას. ჩემი მშობლები მუხლჩაუხრელად შრომობენ, ამიტომ მათ ვერ დავტოვებ. -ალი, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დედამიწაზე შენნაირი ადამიანების დეფიციტია. ვარსკვლავებით მოოჭვილი ცა ისევ მოსიყვარულე თვალით დაჰყურებდა კაიროს. არ წყდებოდა მანქანების ხმაური. ფანჯრის ძირში,სპარსულ ხალიჩაზე მჯდარი, მემუარებს წერდა და თვალწინ ედგა მუზეუმში ნანახი ძეგლები. „განა,საოცარი არ არის, რომ ასეთი ძლიერი და მტკიცე სახელმწიფო, თავისი უძველესი რელიგიითა და ღმერთებით, ნილოსის ფსკერზე ჩაიძირა? მართალი უთქვამს სოლომნს:“მამაცთა ნებაზე როდია ომი. დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს.“ სადღა იყო ძველი დიდების ზმანება? ქარს წაუღია ყოველივე, ბიბლიაში დაწერილი წინასწარმეტყველება ეგვიპტის მიწაზე პირნათლად ასრულდა. ახლა აქ მხოლოდ ჩრდილი დასეირნობს ძველი სამეფოსი და დასტირის თავის უკუღმართ ბედს.“ მომდევნო დღე ნილოსის სანაპიროს მოპირდაპირედ მდებარე კაფეებისა და მაღაზიების მონახულებაში გავიდა. უცხო სავანეს ჰგავდა შადრევნებითა და სპა მასაჟის ოთახებით მოწყობილი სავაჭრო ცენტრები. ამ ყოველივეს ხილვა ახალი შემართებითა და იდეებით ავსებდა. ეჭვგარეშე იყო, თავის მომდევნო რომანს ეგვიპტეს მიუძღვნიდა. საღამოს მოახლოებისას მკვდარ უბანს ესტუმრნენ. დანაშაულია, ისე დატოვო ეგვიპტე, რომ თეთრ სასაფლაოთა ქალაქს არ მოავლო თვალი. გაოცებული შეჰყურებდა გამოქანდაკებულ ქვებსა და ფიგურებს. ნებისმიერი ხელოვანისთვის საოცნებო ადგილი იყო მკვდართა ქალაქი, სადაც ყველა დროის საუკეთესო ეგვიპტელნი მარხიან. შემდეგ მუკატამის მთაზე ავიდნენ. სალაჰ-ად-დინის ციტადელიდან მთელი კაირო მოსჩანდა. -ალი,იცი, ჩემს სამშობლოში ერთი დიდებული პოეტი ცხოვრობდა, შოთა რუსთაველი. ხალხი ამბობს, რომ ის კაიროში ყოფნისას სალაჰ-ად-დინს შეხვდა. -მან "ვეფხისტყაოსანი" დაწერა, ხომ არ შემეშლება? შეიძლება მართალიც იყოს, რადგან სალაჰ-ად-დინის კარი ყოველთვის ღია იყო პოეტების დასახვედრად. _კი მან დაწერა, შენ საიდან იცი? _ საქართველოდან აქ ხშირად მოდიან დამსვენებლებლები და მათგან ნაამბობი ისტორიების ნაწილი კვლავ მახსოვს. _მიუხედავად შენი ნორჩი ასაკისა, ჩინებული მოსაუბრე ხარ ალი. გამიმართლა, რომ შენ ხარ ჩემი გიდი._სიცილით გადაულაპარაკა და დაღმართს ჩაუყვა. სასტუმროში მისულს გული უცნაურად უცემდა, მოლოდინის წარუშლელი განცდა მთელს მის არსებას ეპატრონებოდა. რამდენჯერმე სცადა რაიმე დაეწერა, მაგრამ ხელებში გაფანტული ქვიშასავით ეშლებოდა სიტყვები. სასტუმროს პირველ სართულზე ჩავიდა. წიგნის მოყვარულთათვის კარგად მოზრილი ფართი გამოეყოთ. სუფიური ლიტერატურით სავსე ოთახში, კედლებზე დამაგრებულ ოქროსფერ თაროებზე, რუმის და სხვა დიადი სუფების წიგნები ეწყო. რა თქმა უნდა, მხოლოდ არაბულ ენაზე. შურით ავლებდა თვალს, რამდენიმე უცხოელს, რომელნიც თავაუღებლივ ჩაჰკირკიტებდნენ გადაშლილ წიგნებს. მეოთხე დღის საღამოს, კაიროს დასავლეთით მდებარე ეკლესიას ესტუმრა. სიმშვიდე და სიმსუბუქე ჩაეღვარა გულში კარი რომ შეაღო. აქ სულ სხვა გარემო იყო, სულ სხვა თანდასწრება. ეკლესია ოდნავ განსხვავდებოდა ტრადიციული ქართული ნაგებობისგან. საკურთხევლამდე ხის სკამები ელაგა. ლამაზი იყო, ფერად ფერებში, ფრესკებით მოხატული კედლები. საკურთხეველთან ლამაზი ხის კათედრა იდგა დიდი ჯვრით. მასზე ოქროსყდიანი დიდი წიგნი იდო, რომელზეც ჯვარზე გაკრული მაცხოვრის სილუეტი გამოესახათ. ეს ლამაზი და დიდი წიგნი ბიბლია გახლდათ. საკურთხევლის მარცხენა კუთხიდან ახალგაზრდების გუნდური სიმღერა მოისმოდა. არაბური ენა და ბგერათა ხავერდოვნება შვენოდა საგალობელს. სიმღერა მხიარული იყო. როგორც შემდგომში გაარკვია, ას ორმოცდამეათე ფსალმუნს გალობდნენ. ცარიელ სკამზე ჩამოჯდა და ყური მიუგდო. თვალები დახუჭა სიამოვნებისგან. ნირვანაში ეშვებოდა. ეკლესიის ეზოში შესავლელთან ქალი ჩამომჯდარიყო ხის სკამზე, ხელში საქარგი ეკავა და უდაბნოში მიმავალ ქარავანს ქარგავდა. ცნობისმოყვარეობა ვერ დაიოკა თამთამ და გვერდით ჩამოუჯდა. ინგლისურად ჰკითხა,საუბარი თუ შეგიძლიათო ინგლისურ ენაზე. თავი დაუქნია ქალმა, თანხმობის ნიშნად. -რას ქარგავთ? უდაბნოა ხომ? -უდაბნოში მიმავალი ქარავანია. -ძალიან ლამაზია. უდაბნოს ნახვაზე სულ ვოცნებობდი, მაგრამ გველების მეშინია. -შენც ნახავ უდაბნოს. -მე? არა, ცდებით. სამწუხაროდ, სამი დღის შემდეგ, ბარგი უნდა ჩავალაგო და სამშობლოში დავბრუნდე. ქალს გაეღიმა, ნიკაპზე მიადო გრძელი თითები თამთას და სახე დაუთვალიერა. -შენ არსად წახვალ, შენი ცხოვრების ხაზი აქ გრძელდება. -რას ბრძანებთ? -აქ შენი ბედისწერაა, ის ვისთან შესახვედრადაც სამყაროს თავისი გზებით მოჰყავდი. -მე აქ არავინ მყავს ქალბატონო. -გყავს და მერე როგორი ახლობელი. ოქროსფერი ქვიშის სამყაროს ძე არის იგი. მგონი ჭკუიდან არის შეშლილიო ეს ქალი, გაიფიქრა თამთამ და ნაზი ღიმილით უპასუხა, მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის, მაგრამ მეჩქარებაო. უცნაური ღიმილით უცქერდა ქალი გაურკვევლობაში მყოფ ქალიშვილს და ტოლოზე ამოქარგულ ქარავანს გაჰყურებდა.
ეს ნაწარმოები გახდა პალიტრას ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. ახლა წარდგენილი ყოფილა "საბაზე". 2018 წლის ჟურნალ "არილის" მარტის ნომერში დაბეჭდილია კრიტიკოს ნიკოლოზ აგლაძის წერილი "პლაგიატის ბუნდოვანი ზღვარი" . კრიტიკა ეხება მოცემული წიგნის ანალიზს ნეფერტარის "ბედუინთან" მიმართებაში. ეს წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ სტატიაში დასაბუთებულია პლაგიატი. ვწუხვარ. გული დამწყდა:(
ეს ნაწარმოები გახდა პალიტრას ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. ახლა წარდგენილი ყოფილა "საბაზე". 2018 წლის ჟურნალ "არილის" მარტის ნომერში დაბეჭდილია კრიტიკოს ნიკოლოზ აგლაძის წერილი "პლაგიატის ბუნდოვანი ზღვარი" . კრიტიკა ეხება მოცემული წიგნის ანალიზს ნეფერტარის "ბედუინთან" მიმართებაში. ეს წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ სტატიაში დასაბუთებულია პლაგიატი. ვწუხვარ. გული დამწყდა:(
ნეფერტარ? - რომელ ტყუილში, პაროლი რომ არ მახსოვდა და თვენი ცილისწამების გამო მთელი საწერი უჯრები რომ გადავაქოთე? ასეთი მნიშვნელოვანი ვარ თქვენთვის? რის მიღწევას ცდილობთ? ან აქ რატომ მწერთ? პირადი ჩატი არ არსებობს? მე არ მიყვარს ასე სახალხოდ ვინმესთნ კამათი. თქვენ რა იცით რა არის სიმართლე და ტყუილი? დაკარგული ნივთი არასოდეს გიპოვიათ? თუ რამის თქმა გსურთ პირადში მომწერეთ
ნეფერტარ? - რომელ ტყუილში, პაროლი რომ არ მახსოვდა და თვენი ცილისწამების გამო მთელი საწერი უჯრები რომ გადავაქოთე? ასეთი მნიშვნელოვანი ვარ თქვენთვის? რის მიღწევას ცდილობთ? ან აქ რატომ მწერთ? პირადი ჩატი არ არსებობს? მე არ მიყვარს ასე სახალხოდ ვინმესთნ კამათი. თქვენ რა იცით რა არის სიმართლე და ტყუილი? დაკარგული ნივთი არასოდეს გიპოვიათ? თუ რამის თქმა გსურთ პირადში მომწერეთ
ნეფერტარ? - რომელ ტყუილში, პაროლი რომ არ მახსოვდა და თვენი ცილისწამების გამო მთელი საწერი უჯრები რომ გადავაქოთე? ასეთი მნიშვნელოვანი ვარ თქვენთვის? რის მიღწევას ცდილობთ? ან აქ რატომ მწერთ? პირადი ჩატი არ არსებობს? მე არ მიყვარს ასე სახალხოდ ვინმესთნ კამათი. თქვენ რა იცით რა არის სიმართლე და ტყუილი? დაკარგული ნივთი არასოდეს გიპოვიათ? თუ რამის თქმა გსურთ პირადში მომწერეთ
ნეფერტარ? - რომელ ტყუილში, პაროლი რომ არ მახსოვდა და თვენი ცილისწამების გამო მთელი საწერი უჯრები რომ გადავაქოთე? ასეთი მნიშვნელოვანი ვარ თქვენთვის? რის მიღწევას ცდილობთ? ან აქ რატომ მწერთ? პირადი ჩატი არ არსებობს? მე არ მიყვარს ასე სახალხოდ ვინმესთნ კამათი. თქვენ რა იცით რა არის სიმართლე და ტყუილი? დაკარგული ნივთი არასოდეს გიპოვიათ? თუ რამის თქმა გსურთ პირადში მომწერეთ
პაროლიც გაგიხსნებიათ... ვითომ დავიწყებული... ისიც გცოდნიათ სად უნდა გეძებნეთ. ზუსტად ვიცი რომ ფოსტის მიმოწერის გადასაწერად შემობრძანდით... ისიც ვიცი ვინც გირჩიათ...
მეც გადავწერე თქვენი ფოსტის მიმოწერა PM დან. რავიცი რა შეიცვლება ცალმხრივად, ამიტომ მქონდეს მაინც... :)
პაროლიც გაგიხსნებიათ... ვითომ დავიწყებული... ისიც გცოდნიათ სად უნდა გეძებნეთ. ზუსტად ვიცი რომ ფოსტის მიმოწერის გადასაწერად შემობრძანდით... ისიც ვიცი ვინც გირჩიათ...
მეც გადავწერე თქვენი ფოსტის მიმოწერა PM დან. რავიცი რა შეიცვლება ცალმხრივად, ამიტომ მქონდეს მაინც... :)
ნეფერტარი_ მიხარია, რომ კითხულობთ. ვიცი, რომ არაბებს "ო" ასო არ აქვთ მწერლობაში, მაგრამ. დიალექტება და ზოგაად ცოცხალ მეტყველებაში გამოიყენება და ქართულშიც ხშირად შემოდის. მაგალითად სახელი "ომარი" და "ომაიანები". თუნდაც "გამილ" (ეგვიპტურ დიალექტში "გ"_თი ცვლიან "ჯ"_ს)რომელიც ეგვიპტურად ლამაზე ნიშნავს. ხნოვნები ქართულ ენაში ერთმანეთს ანაცვლებენ შემოსულ სიტყვებში. ეს რეფერატიდან ვიცი და ლექტორსაც ხშირად უთქვამს, ლინგვისტიკაა. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, გამოვასწორებ. კი სპარსული უფრო რბილი და საამო სასმენია, ვსწავლობდი სპარსულს და ჟღერადობაში კი, დიდი განსხვავებაა. მაგრამ პირადად ჩემთვის არაბულიც ხავერდოვანია და მაგიტომ დავწერე.
ნეფერტარი_ მიხარია, რომ კითხულობთ. ვიცი, რომ არაბებს "ო" ასო არ აქვთ მწერლობაში, მაგრამ. დიალექტება და ზოგაად ცოცხალ მეტყველებაში გამოიყენება და ქართულშიც ხშირად შემოდის. მაგალითად სახელი "ომარი" და "ომაიანები". თუნდაც "გამილ" (ეგვიპტურ დიალექტში "გ"_თი ცვლიან "ჯ"_ს)რომელიც ეგვიპტურად ლამაზე ნიშნავს. ხნოვნები ქართულ ენაში ერთმანეთს ანაცვლებენ შემოსულ სიტყვებში. ეს რეფერატიდან ვიცი და ლექტორსაც ხშირად უთქვამს, ლინგვისტიკაა. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, გამოვასწორებ. კი სპარსული უფრო რბილი და საამო სასმენია, ვსწავლობდი სპარსულს და ჟღერადობაში კი, დიდი განსხვავებაა. მაგრამ პირადად ჩემთვის არაბულიც ხავერდოვანია და მაგიტომ დავწერე.
სარეგისტრაციო მაგიდასთან საშუალო სისქის ქალი უღიმოდა კარში შემავალთ. -მე ლეილი გახლავართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაიროში და ჩვენს სასტუმროში, ალაჰმა დაგლოცოთ. >> ეს ასე ხდება კი, მაგრამ ზედმეტია, არ უხდება თხრობას და არც კონტექსში ზის.
ცის დიაპაზონზე >> ეს გამოთქმა არ არსებობს, ქართულში ასე არ არის.
ხის მუმიები, ???
საუკეთესო ეგვიპტელნი მარხიან.>> საუკეთესო ეგვიპტელების საფლავებია, ან დამარხულები არიან, ან განისვენებენ (თუ შენი ენით ვილაპარაკებთ...
არაბული ენა ხავერდოვანი არ არის, სპარსული (ფარსია) ხავერდოვანი. არბული ქართულივით ჟღერადი ენაა, ყარი, ხარი, ჰაე, ერთადა ჟღერს ხშირად. ასო ბგერა ო საერთოდ არ აქვთ...
არის კიდევ რაღაცეები გასასწორებელი, მაგრამ ეშველება. .
სარეგისტრაციო მაგიდასთან საშუალო სისქის ქალი უღიმოდა კარში შემავალთ. -მე ლეილი გახლავართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაიროში და ჩვენს სასტუმროში, ალაჰმა დაგლოცოთ. >> ეს ასე ხდება კი, მაგრამ ზედმეტია, არ უხდება თხრობას და არც კონტექსში ზის.
ცის დიაპაზონზე >> ეს გამოთქმა არ არსებობს, ქართულში ასე არ არის.
ხის მუმიები, ???
საუკეთესო ეგვიპტელნი მარხიან.>> საუკეთესო ეგვიპტელების საფლავებია, ან დამარხულები არიან, ან განისვენებენ (თუ შენი ენით ვილაპარაკებთ...
არაბული ენა ხავერდოვანი არ არის, სპარსული (ფარსია) ხავერდოვანი. არბული ქართულივით ჟღერადი ენაა, ყარი, ხარი, ჰაე, ერთადა ჟღერს ხშირად. ასო ბგერა ო საერთოდ არ აქვთ...
არის კიდევ რაღაცეები გასასწორებელი, მაგრამ ეშველება. .