ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2017


....

როცა აცეკვდება მთვარის მდუმარება

დაღლილ დედამიწას დაჰფენს მწუხარებას

მაშინ სიცივისგან აღვმართავ თბილ მზერას

ჩემი ფანჯრების წინ მოითხოვ კვლავ შველას!



მაგრამ ვერაფერი ვეღარ გიშველის

შენი სული არის სრულად შიშველი!

გარს გეხვევიან ცეცხლის ალები

სისხლიანია წმინდა თვალები....



რატომ მაიძულე....რატომ შეხვედი

იქ სადაც არიან მხოლოდ ერთები

რატომ დააბიჯე იმ გლოვის განთიადს

შენს გულში ახლა რომ ცეცხლად ანთია?!



ცეცხლად მოელვარედ,მზესავით მცხუნვარედ

მზერა გაქვს მდუმარე,სახე კი მწუხარე

მე კი ვაფათურებ ჩემს კლანჭებს შავ ქსელში

ვხვევ შენს უსუსრ გონებას შავბნელში



მაღლა აგიტაცებს ჰაერის ნამქერი

აღარ ჩაქრება სიმართლის სანთელი

შენში დარჩება სურვილის ნეტარება

და ეს სიყვარული....ბნელს რომ ეტანება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები