ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2017


***


ქარი ერთობა, -
უმარტივესად
იწყობა და ისევ იშლება
ღრუბლების პაზლი.

მე - ძალაგაცლილს - რა ამაწყობს,
გზაზე დაფანტულს,
ან ჩემს ქალაქებს?!
ვზივარ უმწეო ბავშვივით და
ვითომ ვალაგებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები