| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 19 მაისი, 2017 |
დიდგორი უღრანი ტყიდან მთვარე ამოცურდა, სხივთა ბადეში მოაქცია გვალვადაკრული ,,დიდგორის ველი.’’ იარაღის ჟღარუნით. წამოიმართა ორასი ლანდი; ცხენთა ჭიხვინი მოისმა იდუმალ ღამეში. გულდანდობილად დაიძრა მტრის ბანაკისკენ მცირედი რაზმი ... და მუეძინმა ხელაპყრობით შეჰკივლა ალლაჰს! ... სისხლის წყურვილმა შეაჟრჟოლა დედა-ბუნება. ორასმა ტორმა პაპისეულ გრდემლზე ნაწრთობი. ჩაბღუჯა ვადა.’’ ,,ბუკის ძახილზე,’’ ქარქაშიდან ამოზიდულმა ორასმა ხმალმა , ,,ნათლის’’ დიდებით გააცისკროვნა მგლისფერი ღამე. სიკვდილ-სიცოცხლის თვალსაწიერს მშვიდად უმზერდა, ჯაჭვის პერანგში გახვეული ჟღალი დევ-კაცი! ... ,,დავითფერული'' ფხანაკვერი, გაფიცხდა გერში! ... ,,ეჰ! მეომარნო, ქრისტესანნო!’’... უსაშველო აზიურ წყვდიადს, შემოაცვდა პირქუში ღამე! ცხენთა ჭიხვინი მინავლდა და შეწყდა ყიჟინა! ... ცხრაასი წელი გაილია, კვლავაც თენდება ,,დიდგორზე’’ დილა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დარწმუნებული ვარ თქვენი წაკითხული უფრო მეტად ეფექტური და "გაცოცხლებული" იქნება "დიდგორი"...დავინახე მასში ქართული გენი,ჯიში და ჯილაგი! დარწმუნებული ვარ თქვენი წაკითხული უფრო მეტად ეფექტური და "გაცოცხლებული" იქნება "დიდგორი"...დავინახე მასში ქართული გენი,ჯიში და ჯილაგი!
3. დიდი წარმატებები ავტორო თქვენ, მიყვარხართ მე...
დიდი წარმატებები ავტორო თქვენ, მიყვარხართ მე...
2. განვმარტავ, რომ ლექსი შეეხება ჩემს ფანტაზიას. ვთვლი, რომ ,,დიდგორზე'' ყოველ ღამით იმართება ,,ძლევაი საკვირველი.'' ორასი ლანდი, ყივჩაღურ სამოსში გადაცმული, მიემართება მტრის ბანაკისკენ და იწყება ბრძოლა. ,,ეჰა, ქართველნო!''- ეს დავითის სიტყვებია და ა.შ. არ ვიცი, ალბათ გასაგებად ვერ ვწერ. ...ჯანდაბას! ... რაღაც წარმატებები მაქვს საერთაშორისო ლიტ. კონკურსებში და იმას მივხედავ. განვმარტავ, რომ ლექსი შეეხება ჩემს ფანტაზიას. ვთვლი, რომ ,,დიდგორზე`` ყოველ ღამით იმართება ,,ძლევაი საკვირველი.`` ორასი ლანდი, ყივჩაღურ სამოსში გადაცმული, მიემართება მტრის ბანაკისკენ და იწყება ბრძოლა. ,,ეჰა, ქართველნო!``- ეს დავითის სიტყვებია და ა.შ. არ ვიცი, ალბათ გასაგებად ვერ ვწერ. ...ჯანდაბას! ... რაღაც წარმატებები მაქვს საერთაშორისო ლიტ. კონკურსებში და იმას მივხედავ.
1. უკეთესი მომინდა რო ყოფილიყო. არის კარგი და არის ცოტაარიყოს და გაქცეული მომენტები. წარმატებები.
და მუეძინმა ხელაპყრობით შეჰკივლა ალლაჰს! ... სისხლის წყურვილმა შეაჟრჟოლა დედა-ბუნება +3 უკეთესი მომინდა რო ყოფილიყო. არის კარგი და არის ცოტაარიყოს და გაქცეული მომენტები. წარმატებები.
და მუეძინმა ხელაპყრობით შეჰკივლა ალლაჰს! ... სისხლის წყურვილმა შეაჟრჟოლა დედა-ბუნება +3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|