მერვი (მერაბი) - მთავარი გმირი ვი - გოგონა, რომელიც მერვის უყვარს ესმა - ოჯახის დიასახლისი
მენატრები და ამ მონატრებას სისხლში ვგრძნობ, იმ სისხლში არა, სამართალი რომ არის და მისი იურიდიული შედეგი დამნაშავისათვის სასჯელის შეფარდება, რასაც ზიანის ანაზღაურება ან საფასურის გადახდა ეკისრება, თორემ აქამდე სამუდამო პატიმრობას მიგისჯიდნენ! ვგრძნობ, როგორ ხარ სისხლის ყველა ჰემოკონიაში. შენზე რომ გავიფიქრებ ვენებში გაივლი ხოლმე და თბილი ჟრუანტელი მივლის ტანზე, თმები პურის თავთავებივივთ იბურძგლება, ყოველი თმის ღერით ვგრძნობ შენს სურნელს, იცი რა აღმოვაჩინე? ყველა ადამიანს თავისი სურნელი აქვს, არა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთი სურნელით უყვარდებათ, არა გარეგნობით, არა მიმზიდველობით, არა გონიერებით, მე ყოველთვის ძალიან რთულად ვფიქრობ, მიფიქრია და აი თურმე, უფრო მარტივადაა საქმე, მე შენ სურნელით შემიყვარდი, რომელიც ყველაზე უხილავი და ასეთი მძაფრია, ახლაც წარმოგიდგენ, როგორ გიკრავდი გულში, როდესაც მტკვრის სანაპიროს ხიდზე ვიდექით და ლამპიონებით განათებულ მტკვარს ვუყურებდით, შენს თმებში ვიკარგებოდი და თავბრუდახვეული მხოლოდ გაორებულ შუქებს ვხედავდი, ჩამესმოდა შენი დაბალი, მშვიდი და გაწონასწორებული ხმა და ნირვანაში მივყავდი, მე ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ შენ ჩემი გულის ცემა გესმოდა და გრძნობდი კიდეც! მე ვიცი, რომ შენი გულიც ჩემს ტონალობაში ცემდა, უბრალოდ შენი გული ძალიან სუსტი და პატარა აღმოჩნდა! ასე საათობით ვზივარ ხოლმე და შენზე ვფიქრობ, ხანდახან ვფიქრობ, ვფიქრობ იმ იმედით, რომ ოდესმე შენც გეტყვი, ხანდახან ისიც კი მიფიქრია დავწერო შენზე, მაგრამ ვიცი ამას მხოლოდ შენ წაგაკითხებ, მაგრამ როგორ, შენ ხომ ბინა არ გაქვს, შენ ხომ ჩნდები და ქრები, ნეტავ მეც შემეძლოს ასე, იმდენად მძულს ეს მარტოობა, მინდა მეგობარი ღამეც მივატოვო, მინდა მეც ვხედავდე ვინმეს, ვინც ჩემსავით მარტოა და სიძულვილისგან იხრჩობა! შენ იცი, რომ მე მაქვს უფლება შეგიძულო, მე მაქვს უფლება, შენ არ იცი, რომ მე მუდამ მეყვარები, შენ ყოველთვის გეპარებოდა ეჭვი და ყოველთვის სადღაც ზევით, შენს სამყაროში აწყობდი ამაზე ფიქრებს და მე, მე მძულს ეს უფლებები რომელიც არაფერში მჭირდება! და მიყვარს ეს სიყვარული, რომელიც ვიცი, რომ შენ გეძღვნება. ---- - მერაბ, - ესმას თბილმა და მზრუნველმა ხმამ მოსწყვიტა აღელვებული მერვი ფიქრებს. მერვის წარბები შეკვროდა, ცხვირის მარჯვენა კუთხე აწეოდა და დეფორმირებული ტუჩემი სახეს ბობოქარს უხდიდა, მის ჩაფიქრებულ თვალებზე კი უძილობა და დაღლილობა ერთად იკვალავდნენ წითელ ბილიკებს. ესმა ხვდებოდა, რომ სწორი სიტყვა უნდა ეთქვა, თორემ რაიმე ცუდი მოხდებოდა, მისი ხმის გაგონებაზე მერვიმ ახედა, თითქოს გაიგო კიდეც მისი ხმა, მაგრამ ესმა ვერ ხვდებოდა, რა უნდა ექნა, ვერ ხვდებოდა მერვი აქ, ოთხაში იყო თუ არა, აფორიაქებულ ესმას ყველა ძარღვი დაეჭიმა, გული აუჩქარდა, ეს ნათელი, მხიარული და გულუბრყვილო არსება რას დაამგვანა იმ გოგონამ! ეს ხომ თავიდანვე ნათელი იყო! ისტორიები მეორდება, ის უსირცხვილოები კი ამ ოჯახის კაცებს გადაეკიდნენ! ესმას ფუმფულა, თეთრ მკერდზე უჰაერობა და გამოსავალის ძიება თამაშობდა და უკვე შეშლილი ესმა ფეხებში ჩაუვარდა მერვის და სლუკუნი დაიწყო, მერვი გამოფხიზლდა და გაოგნებულმა დაუწყო ყურება მის შეუღებავ წაბლისფერ თმას, რომელსაც თმის ძირებიდან სიბრძნის ფერფლისფერი წამოსვლოდა, არ იცოდა რას აკეთებდა, ემუდარებოდა ადექიო, მაგრამ ამაოდ, ის იჯდა, მუხლებს ჩაჭიდებული და ტიროდა, ესმას არც კი ესმოდა, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც უნდა ეთქვა, ის იყო, რაც უნდა გაეკეთებინა, იჯდნენ ორივენი, ერთმანეთს ჩაჭიდებულები, თითქოს მაღალი ფერდობიდან უნდა გადავარდნილიყო ესმა და ბიჭი უშველიდა აუცილებლად, ცრემლები ჩამოცვივდა მერვის, ძალიან დიდი ცრემლები, მოუღრუბლავი ციდან რომ დაიწყებს წვიმა და დიდ წვეთებს დათვის ტორებივით აბიჯებს დედამიწას. არავინ იცის რამდენ ხანს გასტანა მათმა მოთქმამ, არც ის ახსოვთ რამდენი ხანი იჯდნენ ასე, გაჩუმებულები და არც ის, რამეს ამბობდნენ თუ არა ან ესმოდათ თუ არა რამე. - შენ უნდა გცოდნოდა! შენ ყველაფერი უნდა გცოდნოდა! ჩუმად, თავისთვის ამბობდა ესმა და ვერც კი ხვდებოდა რას ამბობდა, თითქოს შეიშალაო, მაგრამ არც მერვის ჰქონდა მოსმენის თავი და ეს ნათქვამი სიტყვები ბიბლიოთეკის ძველ წიგნებში იფანტებოდნენ. - ესმა, - დაიწყო ჩახლეწილი, ნაჯახით დაჩეხილი ხმით მერვიმ, - მე ვგიჟდები? ესმამ ახედა და თავი დაუქნია, უარის ნიშნად. - მე მოჩვენება მიყვარს? თავი დახარა ესმამ და უკვე გამოცლილი ორგანიზმიდან, ბოლო წვეთები ცდილობდნენ გადმოცვენას და ისევ უარყოფის ნიშნად აქნევდა თავს და მოთქვამდა. - იცი, ახლა მგონია, რომ ვერაფერს ვგრძნობ, ხანდახან კი მგონია, რომ ჩემში ვი უფრო მეტია, ვიდრე მე, მაგრამ ახლა მგონია, რომ მე საერთოდ აღარ დავრჩი. ჰმ (ღიმილით), გახსოვს რა ბიჭი ვიყავი ესმა? - ცოტა ნერვიული ხმით ამბობს და ოდნავ ხმასაც უმატებს, - გახსოვს ესმა? უდარდელი! უდარდელი ბიჭი მიპოვა და რას დამამსგავსა! - მე მინდოდა მეთქვა, მერაბ, - თითქოს სურს მერვის საუბარში შეეპაროს და ამით ვერაფერს გაიგებს მერვი და იმასაც კი იფიქრებს, იქნებ მე ვთქვიო. - არა ესმა! შენ რა შუაში ხარ, აქ მე ვარ დამნაშავე მხოლოდ, მაგრამ ის, ის ხომ, დამნაშავე ისიც არ არის, რა მისი ბრალია, რომ ის ასეთია! ასეთი... ასეთი.. ასეთი. . ჩვენ ვინ გვეკითხება ესმა. ჩვენ ვინ გვეკითხება ესმა! როცა ვიბადებით, ჰმ, ვინ იცის, ვინ იცის რა უფრო კარგია, იცხოვრო უდარდელად, დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, იყვე შენთვის, იმხიარულო, იოღროშო, იარო ბარებში, კლუბებში, ქალებში, დალიო ბიჭებთან ერთად, მერე ასეა წესი, გაიზარდეო გეტყვიან, დაკაცდები - ცოლი მოიყვანეო, მოიყვან! მაგრამ ცოლს სახლი უნდაო - იყიდი! სახლს ფული უნდაო - იშოვნი და მერე მოიყვან ცოლს, მერე შვილი გინდაო, სახლი უფრო დიდიო, ცოლს რჩენა და ფული უნდაო, ბევრ ფულს პატიოსანი გზით ვერ იშოვნიო, ესე, წესებით, მიდიხარ, ნელ-ნელა, პირდაპირ, მოუხედავად, წარმატებული, დასაქმებული, დაცოლ-შვილებული, ზრდასრული ადამიანი ხარ, მოიხედები და რა გრჩება, ესმა?! ვის რა წაუღია იმქვეყნად, მაგრამ ვინ რას ტოვებს ესმა? იქნებ ეს ფიქრებია, რომელიც ჭეშმარიტებისაკენ მიმიყვანს... ჰა, ესმა? მისმენ ესმა? ესმა შორს, ერთწერტილს მიჩერებული, თვალდაუხუჭავად უსმენდა მერვის და ყველაფერი თვალწინ ედგა, - მესმის, მერაბ. - ჰო, გესმის, ესმა. გესმის, მაგრამ მეთანხმები? ეს ხომ ის გზაა, მე რომ ჭეშმარიტებისკენ მივყავარ? - ბავშვური ტონი შეერია მის ხმას, თითქოს მშობლები წვეულებაზე მის გარეშე წავიდნენ და პატარა ბიჭი სახლში დატოვეს და მას კი არ ესმოდა, რატომ არ შეიძლებოდა უფროსების წვეულებაზე წასვლა, - ეს გზა, თქვენ რომ არ მოგწონთ ის გზაა ესმა! მე ისტორიას დავტოვებ და ჩემი ისტორია ვი იქნება, მე სიყვარული შევძელი ესმა! დიახ! მე არ მივყევი წესებს, ჩარჩოები გავარღვიე და ისე შევიყვარე, რომ ასე სიყვარული მეც არ შემიძლია, მაგრამ ესმა! რამდენი ენერგია ნდომებია სიყვარულს! ეს რამხელა ძალა მიაქვს ესმა! აი ცხოვრება, აი ის ცხოვრება, რომელიც გალაქტიონმა გაიარა, რომელიც ტიციანმა გაიარა, ასე იწერებოდა სონეტები, ასე უყვარდა დალის, მე ყველაზე ამაღლებულს შევეხე, იცი რა არის ეს? - სიყვარული? - არა, ესმა, ეს ვი არის, ვი ჩემი არსობისა... - დიდი ხანი იჯდნენ ასე, თვალდაუხუჭავად. შემდეგ ადგა მერვი, ესმასაც მიეხმარა ადგომაში, ესმას მკლავი მის ძლიერ ხელის გულზე მოათავსა და ისე, - დროა ესმა, ვახშმის დროა, - მასზე დაბალ ესმას ხელი გადახვია, მკლავზე ხელი შემოაჭდო და ორჯერ მიარტყა მხარზე, შერიგებისა და მეგობრობის ნიშნად. ესმამ მის გამოყვანილ, გამოთლილ წელზე შემოხვია ხელი და მზუნველად მიიზიდა თავისკენ. ესმა! მე და შენ კაი ხალხი ვართ, იცოდი? ესმამ გაიღიმა და ახედა, - მე შენგან არასოდეს წავალ, ჩემო ბიჭო, - თბილი ხმით უთხრა მერვის, - არასოდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გმადლობთ, შეფასებისათვის, მზესავით გოგოა.. )) გმადლობთ, შეფასებისათვის, მზესავით გოგოა.. ))
3. ვითომ არაფერი და თბილია "ვი'' ) დაველოდები გაგრძელებას.. ვითომ არაფერი და თბილია "ვი`` ) დაველოდები გაგრძელებას..
2. საოცარი ბიბლიოთეკაა, დამიჯერეთ )) დიახ, არც დასაწყისია და არც ბოლო, პროცენტულად რომ განვსაზღვროთ, ალბათ, სადღაც 85%-ზე იქნება )) საოცარი ბიბლიოთეკაა, დამიჯერეთ )) დიახ, არც დასაწყისია და არც ბოლო, პროცენტულად რომ განვსაზღვროთ, ალბათ, სადღაც 85%-ზე იქნება ))
1. სათაურმა შემომიტყუა :)
ეს არც დასაწყისია და არც დასასრული ამ სცენარის ალბათ ხო ?
სათაურმა შემომიტყუა :)
ეს არც დასაწყისია და არც დასასრული ამ სცენარის ალბათ ხო ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|