-უცნაუი ხმაა. ასეთი ჯერ არ მსმენია, განგაშს გავს -დაწყევლილი მაღვიძააა. გამწარებულმა იღრიალა მისი სახე ნელ ნელა გაურკვეველ მასად გაიშალა და ნელ ნელა იფანტებოდა. -ისევ იქ მოვალ. გამალებით ეძახის ჯონი, მაგრამ უკვე აცნობიეებს რო ეს ხმა მას არ გაუგია -ისევ იქ მოვალ. -სად ჯონ სად მიხვალ?, არც კი იცი სად იყავი. და ყველაფერს რო თავი დაანებო ეს სიზმარი იყო. -დაწყევლილი მაღვიძარა. ღრიალებს ჯონი სავარძელში, მაღვიძარას კი ზარიც არ შედრეკია, არ შეშინებია. ბუნებრივია, ის ხომ მაღვიძააა. ის გამალებით წამოფრინდა სავარძლიდან და გაცეცხლებული ეძგერა მაღვიძარას, ძირს დააფშვნა და წიხლებით შედგა. წყეულიც იყაააავ, მერე სააბაზანოში გავარდა და სარკეში არეკლილ ნადირს თვალებში ჩახედა. -წყეული მაღვიძარა, ყველაფერი მისი ბრალია.
-ჯონ ჯონ, ჯოონ, ჯონათან. შენ ის ხელიდან გაუშვი. -მოგკლააავ, რა გინდაა? ვინ ხარ? გამწარებული ყვიროდა ჯონი. ისეთ ხმაზე რო ირგვლივ მაცხოვრებლებს ყველას უთუოდ მოესმინათ. მის მერე ხმა არ ამოუღია.
აბაზანიდან გამოსული ზომბივით დაიზლაზნებოდა სახლში, ყავის მადუღარასთან ერთხანს გაშეშდა. -საიდან მეცნობა, ვინ არის. -ახლოს ვგრძნობ მას, ყველაფერი მეცნობა, ხმის ტემბრიც როგორი ნაცნობია - ჯანდაბა სიზმარია მაგრამ ხმამაც მასზე მითხრა, ხმა კი თვეებია დამსდევს. -სულ გავაფრინე ამდენი სმით ეს რო გაიფიქრა თვითონვე მიხვდა რო ფიქრით იტყუებს თავს რადგან ჯონმა იცის რატომაც სვავ ამდენს. იცის, მაგრამ არ აღიარებს. მისი ამაზე ფიქრის უნარი, სურვილი და შესაძლებლობა დიდი ბოქლომით არის ჩაკეტილი და გასაღების ჩხრიალის ხმა მაშინ ისმის როცა ხმა მოდის სარკესთან დგას და პერანგს იცმევს, რომლის კლონებიც გარდერობიდან მოჩანს, ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული. იცმევს და ფიქრობს: -ისევ ეს დაწყევლილი პერანგი, ისევ ეს დაწყევლილი სამოსი. მკვდარს ვგევარ კუბოში ჩაფენილს. -ისევ ის დაწყევლილი სტუდენტები და ისევ ის დაწყევლილი ლექტორები. -ისევ ის დაწყევლილი მეზობლები, როგორ მირევენ გულს თავიანთი გამოხედვებით, რომლებშიც ზიზღი და შიში ერთმანეთშია აზელილი. და ისევ ის. ჯანდაბააააააა. გასვლისას ვისკის ბოთლს მოკრა თვალი და ეთხანს შეაჩერა მზერა, მაგრამ არა, ეხლა სასმელი მისი მდგომარეობის ოფიციალური მიზეზია. და აი ჯონი ისევ იმ დაწყევლილ ქალაქში ისევ იმ დაწყევლილი უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტოიაში ზის. -რომ არა ის მაღვიძარა ეხლა სხვაგან ვიქნებოდი და არა აქ.
-ჯოოონ შეხედე ამათ, შეხედე ამ ბრბოს, შეხედე როგორ გიყურებენ, ზიზღით, შიშით, გაუცხოვებული მზერები ჯონ, თითქოს კეთროვანი ხარ. გულის ამრევია ეს სპექთაკლი, მაგრამ ღირსი ხარ. შენ ეს დაიმსახურე, შენ დადგი ეს სპექტაკლი და ეხლა შენვე უყურე. ყველაფერი შენი ბრალია! ჯონმა მაგიდაზე ხელი მძლავრად დაარტყა სიბაზისგან. -კმარაა. ომახიანმა, მძლავრმა და ბრაზნარევმა ხმამ დაიჭექა. აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა და შეშინებული სტუდენტები გაოგნებული უყურებდნენ ლექტორს.
-ვაუუუუ ჯოოოონ. ფორმაში ყოფილხარ. ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჯონს თვითონვე მოეწონა თავისი საქციელი მიუხედავად იმისა რომ აუდიტორიის წინაშე მიუღებელი იყო, მაგრამ მან ამ დროს მისი ძლიერება შეიგრძნო და ეს საოცრად სასიამოვნო იყო.
არმადის ქუჩაზე ხალხი არასოდეს ილეოდა, ლარიმანიუმიდან კი სასიამოვნო მუსიკის ხმა. მომაჯადოვებლად ჩაესმის თითოეული ნოტი მას ყურში და ექაჩება ბარისკენ, როგორ თევზს მეთევზე ანკესით. შეუძლებელია ამ მელოდიას ვინმე არ დანებდეს, განსაკუთრებით კი ის. -წყეული მაღვიძარა. რამოდენიმე წუთის ბრძოლის შემდეგ იგი დანებდა მუსიკას და ლარიმანიუმის განათებას შეერწყა. -სალამი ჯონ. მიესალმა ჰატორი და ჭიქა ვისკით შეუვსო -გამარჯობა ჰატორი. -მთელი კვირა არ ჩანდი -დაკავებული ვიყავი მეგობარო -ეჭვიც არ მეპარება. ნიშნის მოგებით მიუგო ბარმენმა. არ მოეწონა ეს ჯონს, უნდოდა ჩაძიებოდა მაგრამ, არ. იჯდა, ვისკის მიირთმევდა და ფიქრობდა. სიზმარზე ფიქრობდა, მასზე ფიქრობდა, ხმაზეც ფიქრობდა და იმ დაწყევლილ მაღვიძარაზე. განსაკუთრებით იმაზე ფიქრი არ ასვენებდა, რომ სიზმაში ის კარგად გრძნობდა თავს.
-სევდა შემოგაწვა ჯოონ? -ჯანდაბამდე გზა გქონია! -ნუ მეწინააღმდეგები, უფრო გაგიჭირდება ჯონათან. მე იმისთვის ვარ რო ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს, შენ კი მებრძვი. ისიც გეყოფა რაც ჩაიდინე -იქნებ მითხრა რა ჩავიდინე? -ჯონათან, მთელი ხიბლი იმაშია რო არაფერს გეტყვი იმიტომ, რომ უნდა გაიხსენო. რომ მოგიყვე ისე არ გეტკინება, ისე არ გამწარდები, ისე არ გაცოფდები ისე არ იწვალებ, როგორც გახსენების პროცესში. ეს არის მთავარი. -შენ არ არსებობ! -ჯონ მემგონი დათვერი. მიუგო ბარმენმა და გამოხედა ღიმილით. -მე ვარსებობ ჯონ და შენს თავში ვარ შემძვრალი და აქედან გამოსვლას ჯერ არ ვაპირებ. -რამდენია ჩემზე ჩემო ცალთვალა მეგობარო ანგარიში დაფარა და არმადის ქუჩას შეერია.
-წყეული მაღვიძარა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომწონს. 5. შენს კლავიატურაზე "რ"-ს აშკარად პრობლემა აქვს. :))) მომწონს. 5. შენს კლავიატურაზე "რ"-ს აშკარად პრობლემა აქვს. :)))
6. -უცნაუი ხმაა - უცნაური. მისი სახე ნელ ნელა - ნელ-ნელა. ნელ ნელა იფანტებოდა. - ნელ-ნელა. მაღვიძააა. - მაღვიძარაა. დამსდევს. - დამდევს. რატომაც სვავ - სვამ. მკვდარს ვგევარ კუბოში ჩაფენილს.- მკვდარი არ შეიძლება ჩაფენილი იყოს, მხატვრული თვალსაზრისითაც კი. სპეკთაკლი - სპექტაკლი.
იცი?! თუ აქ აღწერილი გაქვს ლოთის წარმოსახვები, ანუ ლოთობისგან "ბელაია გარიაჩკა", მინდა გითხრა, რომ ასეთ მსმელებს "ბელაია გარიაჩკა" არ ემართებათ. ეს უფრო ემართებათ, ვინც გადაბმულად, გამოუფხიზლებლად სვამს გარკვეული პერიოდის განმავლობაძი, ან "პერედოზიროვკის" დროს. "პერედოზიროვკის" დროს კი მეორე დღეს არავითარი ძალა არ ექნებოდა უნივერსიტეტში წასასვლელად.
-უცნაუი ხმაა - უცნაური. მისი სახე ნელ ნელა - ნელ-ნელა. ნელ ნელა იფანტებოდა. - ნელ-ნელა. მაღვიძააა. - მაღვიძარაა. დამსდევს. - დამდევს. რატომაც სვავ - სვამ. მკვდარს ვგევარ კუბოში ჩაფენილს.- მკვდარი არ შეიძლება ჩაფენილი იყოს, მხატვრული თვალსაზრისითაც კი. სპეკთაკლი - სპექტაკლი.
იცი?! თუ აქ აღწერილი გაქვს ლოთის წარმოსახვები, ანუ ლოთობისგან "ბელაია გარიაჩკა", მინდა გითხრა, რომ ასეთ მსმელებს "ბელაია გარიაჩკა" არ ემართებათ. ეს უფრო ემართებათ, ვინც გადაბმულად, გამოუფხიზლებლად სვამს გარკვეული პერიოდის განმავლობაძი, ან "პერედოზიროვკის" დროს. "პერედოზიროვკის" დროს კი მეორე დღეს არავითარი ძალა არ ექნებოდა უნივერსიტეტში წასასვლელად.
5. "მისი სახე ნელ ნელა გაურკვეველ მასად გაიშალა" "მისი სახე ნელ ნელა გაურკვეველ მასად გაიშალა"
4. ვაააააა, ყოჩაღი ხარრ, აღარ ხუმრობ... ვაააააა, ყოჩაღი ხარრ, აღარ ხუმრობ...
3. მადლობთ შენიშვნებისთვის :) აუცილებლად გავითვალისწინებ :) მადლობთ შენიშვნებისთვის :) აუცილებლად გავითვალისწინებ :)
2. არის კარგი, კორექტურას მიაქციე ყურადღება. არის კარგი, კორექტურას მიაქციე ყურადღება.
1. ,,სარკესთან დგას და პერანგს იცმევს, რომლის კლონებიც გარდერობიდან მოჩანს ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული. იცმევს და ფიქრობს: -ისევ ეს დაწყევლილი პერანგი, ისევ ეს დაწყევლილი სამოსი. მკვდარს ვგევარ კუბოში ჩაფენილს''.
აჰ:) მომწონს... აი, ეს გამახსენა: „ყველაფერი სისულელეა, - ჩაილაპარაკა იმედიანად, - არცთუ არის რა შესაძრწუნებელი! მოშლილი ვარ და სხვა არაფერი! ერთი ჭიქა უბრალო ლუდი და ნაჭერი ხმელა პური საკმარისი იყო, რომ უცბად გონება და აზრი გამნათლებოდა, განზრახვა ისევ გამმტკიცებოდა! ფუ! რა არარაობაა ყველა ეს!..“ დოსტოევსკი. ,,სარკესთან დგას და პერანგს იცმევს, რომლის კლონებიც გარდერობიდან მოჩანს ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული. იცმევს და ფიქრობს: -ისევ ეს დაწყევლილი პერანგი, ისევ ეს დაწყევლილი სამოსი. მკვდარს ვგევარ კუბოში ჩაფენილს``.
აჰ:) მომწონს... აი, ეს გამახსენა: „ყველაფერი სისულელეა, - ჩაილაპარაკა იმედიანად, - არცთუ არის რა შესაძრწუნებელი! მოშლილი ვარ და სხვა არაფერი! ერთი ჭიქა უბრალო ლუდი და ნაჭერი ხმელა პური საკმარისი იყო, რომ უცბად გონება და აზრი გამნათლებოდა, განზრახვა ისევ გამმტკიცებოდა! ფუ! რა არარაობაა ყველა ეს!..“ დოსტოევსკი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|