ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 მაისი, 2017


ლაზარე (ასი სიტყვა)

  ტბა იყო თითქოს მთელი სოფელი. სათევზაოდაც ხშირად დადიოდნენ.
-დედილო, ნავიდან ჩამოდი, დინებამ არ წაგიღოს.
-დედი, მძიმე წყალია. დარდი ნუ გაქვსო. -ანუგეშებდა 
იმ დილით გულმძიმედ გაეღვიძა. სახლში დარჩიო.
-მელოდებიან, თევზის კვირაა, ქრისტე უნდა აღდგეს მალე. ნავზე დაუხვდები. მებადურივით.
  აკოცა და ისე გაირბინა, თვალი ძლივს შეავლო შვილის გამხდარ მხრებს.
მზე გეგონება ტბაში ჩაიხრჩოო. გაწვიმებულა, ქარი ამოვარდა, ნავი დინებამ წაიღოო.
-ქრისტე აღდგა ნინო ბიცოლა.
მაგის აღარ სწამდა. ტბის პირას იჯდა და ნავს ელოდა. ჯერ ჩემი ლაზარე დამიბრუნოს, მერე ქრისტეც აღდგებაო.
ამბობენ ისევ იმ ტბას დატრიალებსო. ჩურჩული ისმის ხოლმე შორიდან:
-ქრისტე აღდგა ჩემო სულტკბილო, ნავი ნაპირთან მოიყვანე, დედა გელოდება, ქრისტე აღდგა მეთქი შვილო, ლაზარე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები