ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ივნისი, 2017


როცა გიყვარს* * *

როცა დედამიწის ბრუნვას აღიქვამს შენი ნერვები.....
როცა მთვარის ფაზების ცვლალებადობის შედეგს ამჩნევ ყველა უჯრედში...
როცა აფეთქება მზეზე შენს სულსაც არყევს და ტემპერატურას მატებს.....
როცა მხოლოდ შენს გულს ექაჩება მიზიდულობის ძალა....
როცა ამ მიზიდულობის ძალის სუნთქვას მრავალი კილომეთრის მანძილზეც გრძნობ....
როცა ორი მზეა ცაზე... : მისი ორი თვალი....
როცა სითბოს,სიცივეს,ტკივილს და შვებას ერთდროულად განიცდი...
როცა ყველაფერი ერთი ფერისაა და ეს ერთი ფერი ყველაფერია....
როცა უდიდესი მწუხარების და ტკივილის , ბედნიერების და აღმაფრენის გზაგასაყარზე დგახარ...
როცა შენი გულისცემის ხმის გაგებას მისი ხმის გაგება გირჩევნია..
თუმცა გულიც ხომ მის ხმაზე ცემს.....
როცა მეტეორი სხვა პლანეტას დაეცა დამისმა ცენტრისკენულმა აჩქარებ მიითვისა მიზიდულობა...
როცა იბრძვი და იარაღი არ გაქვს....
როცა კაპიტულაციითაც კი კმაყოფილი ხარ.....
როცა გიყვარს.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები