საოცარ ბაღში ვსეირნობდით. ვკრეფდი ყვავილებს, - თმაში ვიწნავდი გვირილების ფრთათეთრა ფანტელს, ბევრს არა ოღონდ... რამდენიმეს... ათ ცალს... ან თხუთმეტს. ყველა უჯრედით განვიცდიდი ვნების ჟრუანტელს.
როგორ ვცდილობდი, უსაშველოდ მოგწონებოდი. თეთრ გვირილებით მოჩითულმა, ავწიე თავი... მეგონა, სხივი დამხვდებოდა თაფლის თვალებში. სულ ცოტა სითბო მჭირდებოდა ნაზამთრალ ყვავილს... სითბოს ვეძებდი... ვეძებდი და... ვერ ვპოულობდი! – ვერ მივხვდი, საით მიცურავდა ცხოვრების ნავი.
და... მლაშე ტბაში ჩაიძირა ჩემი თვალები!... მლაშე ტბა ცრემლით ივსებოდა, როგორც თასი და ბოლო წვეთამდე რომ შეივსო, გადმოწანწკარდა ისე, ვით ღვინო მოწანწკარებს სავსე თასიდან.
თავი ჩავღუნე... „მაპატიე“ - ჩავიჩურჩულე... აღარ მინდოდა იმ თაფლისფერ თვალთა დანახვა, რომლებშიც მხოლოდ „სულერთია“ ირეკლებოდა! შიგ გულში ვგრძნობდი ბეჭის მხრიდან დაცემულ ლახვარს!
გავშორდი... ნაბიჯს მოვუმატე... უფრო!... და უფრო!... საით მივრბოდი?! ვინ მელოდა იმ ბაღის გარეთ?! ან ამოვარდნას რად ცდილობდა გული ბუდიდან? ან ვინ აწეწა სული ჩემი, მუდამ მღელვარე?
აი, კედელიც... და ჭიშკარი სადღაა, ნეტა?! გარეთ რომ გავალ, იქნებ გულმაც იპოვოს შვება?! ხელისცეცებით ვამოწმებდი ბაღის გალავანს. (მეგონა, კედელს არ უნდოდა ჩემი გაშვება!..)
„ალი ბაბა ვარ?!“ - ზღაპრის გმირი მეგონა თავი: „სეზამ, გაიღე!“ - ვიყვირე და... თავად გავოგნდი, - გ ა მ ო მ ე ღ ვ ი ძ ა! ჩემს ტუმბოზე მდგარ თეთრ ლარნაკში დიდი, ფრთათეთრი გვირილები ყელყელაობდნენ!
12.04.2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. "მეგონა, სხივი დამხვდებოდა თაფლის თვალებში. სულ ცოტა სითბო მჭირდებოდა ნაზამთრალ ყვავილს... " ------ო, ღმერთო! კარგია თამარ. "მეგონა, სხივი დამხვდებოდა თაფლის თვალებში. სულ ცოტა სითბო მჭირდებოდა ნაზამთრალ ყვავილს... " ------ო, ღმერთო! კარგია თამარ.
11. კიდევ კარგი, იზმარი იყო :) მომენატრე. ლექსი მშვენიერია :) კიდევ კარგი, იზმარი იყო :) მომენატრე. ლექსი მშვენიერია :)
10. ""ვერ მივხვდი, საით მიცურავდა ცხოვრების ნავი""
ვერც მე ++ ""ვერ მივხვდი, საით მიცურავდა ცხოვრების ნავი""
ვერც მე ++
9. რთული სიზმარია. სწორად დაწერილია ლექსად.
ქვეცნობერი-ცნობიერზე სულ ფუკოს ქანქარა მახსენდება, არადა, არ მიყვარს ეგ ნაწარმოები. :)
5. რთული სიზმარია. სწორად დაწერილია ლექსად.
ქვეცნობერი-ცნობიერზე სულ ფუკოს ქანქარა მახსენდება, არადა, არ მიყვარს ეგ ნაწარმოები. :)
5.
7. ლამაზია ძალიან, მოგიკითხეთ! ლამაზია ძალიან, მოგიკითხეთ!
6. საქმეც მაგაშია, ნიიკ! სიზმარში ერთი ცხოვრებით ცხოვრობს ადამიანი და ცხადში - სულ სხვა რამ შეიძლება მოხდეს.
ეს ლექსი ქვეცნობიერისა (სიზმარი) და ცნობიერის ურთიერთბრძოლაა. და არაა გამორიცხული, რომ ქვეცნობიერი მიმალულ გრძნობებს ასახავდეს და ცნობიერი კი - ზედაპირულ რეალობას. თუმცა შესაძლოა სულაც პირიქით იყოს. ქვეცნობიერი - უიმედო ოცნებებს გაჩვენებდეს და ცნობიერი - ტკბილ რეალობაში გაბრუნებდეს.
საქმეც მაგაშია, ნიიკ! სიზმარში ერთი ცხოვრებით ცხოვრობს ადამიანი და ცხადში - სულ სხვა რამ შეიძლება მოხდეს.
ეს ლექსი ქვეცნობიერისა (სიზმარი) და ცნობიერის ურთიერთბრძოლაა. და არაა გამორიცხული, რომ ქვეცნობიერი მიმალულ გრძნობებს ასახავდეს და ცნობიერი კი - ზედაპირულ რეალობას. თუმცა შესაძლოა სულაც პირიქით იყოს. ქვეცნობიერი - უიმედო ოცნებებს გაჩვენებდეს და ცნობიერი - ტკბილ რეალობაში გაბრუნებდეს.
5. უცნაური სიზმარია თან რომ სიზმრიდან რაღაც ხელშესახები გამოგყვება ხოლმე მაგარია
ფრთათეთრა გვირილები უეჭველი იმ თაფლისფერი თვალების ნამოქმედარია, ასე ტყუილად რომ სდებდი ბრალს "სულერთიაობაში" :)
მოგიკითხე თამარ უცნაური სიზმარია თან რომ სიზმრიდან რაღაც ხელშესახები გამოგყვება ხოლმე მაგარია
ფრთათეთრა გვირილები უეჭველი იმ თაფლისფერი თვალების ნამოქმედარია, ასე ტყუილად რომ სდებდი ბრალს "სულერთიაობაში" :)
მოგიკითხე თამარ
4. დიდი მადლობა...
დიდი მადლობა...
3. კარგა ხანია ასეთი გემრიელი არაფერი წამიკითხავს. ძალიან მომეწონა.სიზმარი... კარგა ხანია ასეთი გემრიელი არაფერი წამიკითხავს. ძალიან მომეწონა.სიზმარი...
2. ძალიან მგრძნობიარე და ლამაზკადრება ლექსია. მოკითხვა ჩემგან ქალბატონო თამარ! ძალიან მგრძნობიარე და ლამაზკადრება ლექსია. მოკითხვა ჩემგან ქალბატონო თამარ!
1. თამრი, როგორი განცდებიანი სიზმარია, მღელვარე :) თამრი, როგორი განცდებიანი სიზმარია, მღელვარე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|