ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაკომო-ჯან
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2009


ახლა ვის ეგულება

დავდივარ ზოგჯერ მთვარეულივით,
ბედის ვარსკვლავის მიჭირს აწვდენა,
ცხოვრება გამაქვს ღვარეულივით,
გამაქვს, სადამდეც მკლავი გამწვდება.
და ვემეტები უცხო ბილიკებს,
შქერი და ჯაგი უფრო მრავლდება,
მზეს ვემდურები_მთვარე მირიგებს,
ხან მეტირება, ხან მიხარდება.
ხან მიცხადდება ცუდი სიზმარი,
კარგ-ცხადი სიზმრად ვნახე, მგონია...
ვაჟკაცი, სიზმრად ნამოსისხლარი,
დღეს შემხვდა, ძმებთან გამიყოლია.
ჩემი ტოლია ცაც შევერცხლილი
და შემღვრეული ვაზის მტევანიც.
შორს მიწა მოჩანს, როგორც წერტილი,
ახლოს_სივრცეში დაუტევარი.
დაუდევარი კაცის სიმშვიდით
ველი ცხოვრების შემობრუნებას.
გულს ერთხელ მაინც გადაგიშლიდით,
მაგრამ... ეჰ,ახლა ვის ეგულება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს