შენ პოეზიის სიყვარულში იწვოდი ისე, როგორც ხატის წინ დანთებული თაფლის სანთელი. შენი მერანი მიჰქრის, სივრცეს მიაპობს ისევ, ვამაყობ ერთი რიგითი და კარგი ქართველი.
შენ სიცოცხლეში სიყვარულის ღმერთი იწამე, ეკატერინე ჭავჭავაძის გწვავდა ტრფიალი. ვეტრფი შენსავით, მეც თავს ვუხრი გრძნობას მიწამდე, ადრე წასულთა შესანდობარს მეც ვსვამ ფიალით.
აქ - მთაწმინდაზე მთვარის შუქი პანთეონს მოსავს, აქ განისვენებს კატინკას და - მწყაზარი ნინო. აქ მშვიდი ძილით გძინავს ჭლექით დატანჯულ მგოსანს, ცხარე ცრემლებად გულწრფელად მსურს ახლაც ვიდინო.
თუმც აღარ გვყავხარ, ისევ მიჰქრის შენი მერანი, ერს საამაყოდ დაგვიტოვე კარგი სახელი. ვერ ეღირსება ჩვენს მოსპობას მტერი ვერანი, დგას შეურყევლად საქართველო - მრავლის მნახველი.
შენ პოეზია აიყვანე სხვა სიმაღლეზე, დღემდე სწერიხარ პოეტებში, როგორც გენია. უპოეზიოდ ქართველები ო, დიდხანს ვერ ვძლებთ, შენი საფლავი რა თქმა უნდა მხოლოდ ჩვენია.
ვიდრე სიკვდილი მომაკითხავს ბედკრულ ბიჭად - კაცს, ვემსახურები უანგაროდ ლიტერატურას. მე მართალი ვარ უფალთან და მშობელ მიწასთან, შენს დანატოვარს ვუფრთხილდები, როგორც ნატურას.
ოთარ რურუა
2017 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რავი... როგორც ვიცი მალარიით გარდაიცვალა.... რავი... როგორც ვიცი მალარიით გარდაიცვალა....
6. კი, ჭლექი ჰქონდა. კი, ჭლექი ჰქონდა.
5. ბარათაშვილი ჭლექით იტანჯებოდა? ++ ბარათაშვილი ჭლექით იტანჯებოდა? ++
4. ბევრს გონია რომანტიკოსების წრეში ყველა რომანტიკოსი იყო.სინამდვილეში მხოლოდ ნიკოლოზი იყო რომანტიკოსი.ამას "საყურეც" ამბობს.ლექსი საყურეზე და არა ყურზე...! საერთოდაც ნიკოლოზი გინიაა,როგორც ვასილიჩი შოთა და ვაჟა.ჯამში გვყავს ოთხი გენიოსი... ბევრს გონია რომანტიკოსების წრეში ყველა რომანტიკოსი იყო.სინამდვილეში მხოლოდ ნიკოლოზი იყო რომანტიკოსი.ამას "საყურეც" ამბობს.ლექსი საყურეზე და არა ყურზე...! საერთოდაც ნიკოლოზი გინიაა,როგორც ვასილიჩი შოთა და ვაჟა.ჯამში გვყავს ოთხი გენიოსი...
3. მეც მომეწონა. ძალიან კარგია. მეც მომეწონა. ძალიან კარგია.
2. ბოლო სტროფში მე-2 მე-4 სტრიქონებს რამე უქენი ოთარ რა....
ბოლო სტროფში მე-2 მე-4 სტრიქონებს რამე უქენი ოთარ რა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|