მე ვარ ემიგრანტი შენი სხეულიდან, სულიდან... რატომ გადავბარგდი?... ეს მეც არ ვიცოდი, ნუ მკითხავ...
გავხდი ფოთოლცვენა, ურელსებოდ მატარებელი, ვგავარ სიტყვის მარცვალს, სულის რითმად მატარებელი...
ცამდე მართალია დედამიწის თავსაბურავი, როცა განგვიკითხავს: "თქვენ გაკლიათ რწმენის უნარი!"
ცამდე მართალია, რადგან მუდამ ასე მგონია, თვალებს დავხუჭავ და... თუმც ზეცამდე იქნებ შორია...
მე ვარ ემიგრანტი შენი სამოთხიდან, ჯოჯოხეთიდან, ორსავ გაგექეცი, მთელი დაქანებით ზღვამდე მთებიდან...
ცამდე მართალი ხარ, თუ ფიქრობ, რომ ზღვას ვბაძავ, ყოველ მოქცევისას შენ, ჩემს მონაპირეს, ტალღებს გახატავ...
ჩემი მღელვარებით შენს წალეკვას ვაპირებ, იქნებ შეძლო, შემოევლო როგორც ჩარჩო ჩემს... თუმც კი, არ არსებულ ნაპირებს...
მე ვარ ემიგრანტი შენი სამოთხიდან, ჯოჯოხეთიდან... მსურს რომ დავბრუნდე და გზა გავკიდო მზემდე შენიდან...
წუხელ მზეცამ მითხრა სანამ განთიადი დადგება, თავი მხარეს მზისფერს მიანდეთ, უკვე დროა... ერთ სულ, ერთ ხორც უნდა გავერთმნიშვნელიანდეთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. მომეწონააა. დ. მომეწონააა. დ.
24. დიდი მადლობა, რომ ასე ყურადღებით გაეცანით ჩემს ლექს, შევეცადე გამეთვალისწინებინა თქვენი შენიშვნა ჯოჯოხეთიდან ემიგრანტობის შესახებ. არ ვიცი რამდენად უკეთესი ვარიანტი გამოვიდა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, დიდი მადლობა მართებული შენიშვნისთვის. დიდი მადლობა, რომ ასე ყურადღებით გაეცანით ჩემს ლექს, შევეცადე გამეთვალისწინებინა თქვენი შენიშვნა ჯოჯოხეთიდან ემიგრანტობის შესახებ. არ ვიცი რამდენად უკეთესი ვარიანტი გამოვიდა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, დიდი მადლობა მართებული შენიშვნისთვის.
23. "მე ვარ ემიგრანტი შენი ჯოჯოხეთის, შენი სამოთხის".
ეს არასწორი ქართული მეტყველებაა. ხომ არ ვიტყვით, "მე ვარ ემიგრანტი იგნგლისის"? (ან საფრანგეთის? და ასე შემდეგ?).
ქართულად ასე ვიტყვით - "მე ვარ ემიგრანტი ინგლისში", ან "მე ვარ ემიგრანტი საქართველოდან".
ლექსი დასამუშავებელია როგორც რიტმულად, ასევე სიზუსტის მხრივ, მაგრამ თავად ჩანაფიქრი ძალიან საინტერესოა - უჩვეულოდ არის დანახული: ემიგრანტი შენი ჯოჯოხეთიდან...
ოთხი ქულა.
"მე ვარ ემიგრანტი შენი ჯოჯოხეთის, შენი სამოთხის".
ეს არასწორი ქართული მეტყველებაა. ხომ არ ვიტყვით, "მე ვარ ემიგრანტი იგნგლისის"? (ან საფრანგეთის? და ასე შემდეგ?).
ქართულად ასე ვიტყვით - "მე ვარ ემიგრანტი ინგლისში", ან "მე ვარ ემიგრანტი საქართველოდან".
ლექსი დასამუშავებელია როგორც რიტმულად, ასევე სიზუსტის მხრივ, მაგრამ თავად ჩანაფიქრი ძალიან საინტერესოა - უჩვეულოდ არის დანახული: ემიგრანტი შენი ჯოჯოხეთიდან...
ოთხი ქულა.
22. შესანიშნავია :) შესანიშნავია :)
21. ძალიან კარგია და ლამაზი:) ძალიან კარგია და ლამაზი:)
19. წუხელ მზეცამ მითხრა სანამ განთიადი დადგება, თავი მხარეს მზისფერს მიანდეთ, უკვე დროა... ერთ სულ, ერთ ხორც უნდა გავერთმნიშვნელიანდეთ...
:) როგორ ხარ? წუხელ მზეცამ მითხრა სანამ განთიადი დადგება, თავი მხარეს მზისფერს მიანდეთ, უკვე დროა... ერთ სულ, ერთ ხორც უნდა გავერთმნიშვნელიანდეთ...
:) როგორ ხარ?
18. გაერთმნიშვნელიანება მომეწონა ძალიან :) გაერთმნიშვნელიანება მომეწონა ძალიან :)
16. უნდა გავერთმნიშვნელიანდეთ...
:) უნდა გავერთმნიშვნელიანდეთ...
:)
15. 2 - ესაა მთელი ჩემი ავლადიდება. 2 - ესაა მთელი ჩემი ავლადიდება.
14. ლამაზია ციცანასავით :) ლამაზია ციცანასავით :)
13. გავერთმნიშვნელიანდეთ 555555 გავერთმნიშვნელიანდეთ 555555
11. კაი გოგო ხარ შენე! კაი გოგო ხარ შენე!
10. გავერთმნიშვნელიანდეთ...
:) გავერთმნიშვნელიანდეთ...
:)
9. მომეწონა!!! მომეწონა!!!
8. წუხელ მზეცამ მითხრა სანამ განთიადი დადგება, თავი მხარეს მზისფერს მიანდეთ, უკვე დროა... ერთ სულ, ერთ ხორც უნდა გავერთმნიშვნელიანდეთ...
წუხელ მზეცამ მითხრა სანამ განთიადი დადგება, თავი მხარეს მზისფერს მიანდეთ, უკვე დროა... ერთ სულ, ერთ ხორც უნდა გავერთმნიშვნელიანდეთ...
7. თვალებს დავხუჭავ და... თუმც ზეცამდე იქნებ შორია...
:-* თვალებს დავხუჭავ და... თუმც ზეცამდე იქნებ შორია...
:-*
6. ლამაზია, 2, 3, 5 და მე-6 სტროფებს გამოვყოფდი, დანარჩენი კი გაწელილი მეჩვენა... ერთიც - " შენი სხეულიდან, სულიდან... რატომ გადავბარგდი?... ეს მეც არ ვიცოდი " - ვერ დაგეთანხმები, ყოველთვის ყველამ იცის. მეც ვიცოდი :)
ლამაზია, 2, 3, 5 და მე-6 სტროფებს გამოვყოფდი, დანარჩენი კი გაწელილი მეჩვენა... ერთიც - " შენი სხეულიდან, სულიდან... რატომ გადავბარგდი?... ეს მეც არ ვიცოდი " - ვერ დაგეთანხმები, ყოველთვის ყველამ იცის. მეც ვიცოდი :)
4. 5.საინტერესოა! 5.საინტერესოა!
3. ხო,კარგია ძალიან.ნაწერი მომეწონა,მაგრამ მე პოეზია მინდა, პოეზია მწყურია.ეხლა მეწერება და ბარემ აქ დავწერ,ლექსი არ უნდა გძაბავდეს,ლექსი არ უნდა ფილოსოფოსობდეს,ლექსს უნდა ერთი ამოსუნთქვა ეტყობოდეს... გამგები გაიგებს და კრიტიკოსები შემრისხავენ, მაგრამ ამ მომენტისტვის მე ასე ვფიქრობ. და რა ვქნა...
ხო,კარგია ძალიან.ნაწერი მომეწონა,მაგრამ მე პოეზია მინდა, პოეზია მწყურია.ეხლა მეწერება და ბარემ აქ დავწერ,ლექსი არ უნდა გძაბავდეს,ლექსი არ უნდა ფილოსოფოსობდეს,ლექსს უნდა ერთი ამოსუნთქვა ეტყობოდეს... გამგები გაიგებს და კრიტიკოსები შემრისხავენ, მაგრამ ამ მომენტისტვის მე ასე ვფიქრობ. და რა ვქნა...
2. გავერთმნიშვნელიანდეთ...
ჩემი... პუსა.. გავერთმნიშვნელიანდეთ...
ჩემი... პუსა..
1. ცამდე მართალია დედამიწის თავსაბურავი,
იქნებ შეძლო, შემოევლო როგორც ჩარჩო ჩემს... თუმც კი, არ არსებულ ნაპირებს...
ფინალიც მაგრად მომეწონა...55555555
ცამდე მართალია დედამიწის თავსაბურავი,
იქნებ შეძლო, შემოევლო როგორც ჩარჩო ჩემს... თუმც კი, არ არსებულ ნაპირებს...
ფინალიც მაგრად მომეწონა...55555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|