ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტომი1981
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2017


3.14

გამზადებული, ორპირად მჭრელი- ბასრი მახვილი,
მთელი ის წონა რომელიც ამძიმს, ის აპათეა,
ყველა ჭრილობა, სიყვარულისთვის
გამოფატრული,
უფრო ნამდვილი , უფრო ღრმა და უფრო ფართეა!
შეუერთგულდა და აღარ ტოვებს, არ გაილია,
მონატრებული მთელი არსების, უშრეტი ძალით,
ფარავს ყველაფერს, და მოადუნა ყველა თვისება,
ამოიქუხა ახალი ცეცხლის ახალი ალით.
სამუდამოა, დროებითად გულთან მიტანა,
უამრავ ომში გამოქნეულა გრძნობების ფარი,
სრულად მოიცვა ის რაც რომ პეტრემ გადაიტანა,
და უფრო მეტიც - ის რაც რომ მამლის ყივილში არის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები