დილამ ქარივით სწრაფად აკრიფა, რაც ვარსკვლავები გადავითვალე. გადის სიბნელე ღია ფანჯრიდან, ფერდაკარგული მიჰყვება მთვარე. გათენდა ისევ უწინდებურად ისევ მივყვები ჩვეულ ბილიკებს (ჭალაში, სადღაც გალობს ბეღურა, ხეებზე მწვანე ხავსი ბიბინებს).
მივყვები თუმცა... ვიცი არავინ, მეათასედაც არავინ მოვა და მარტოობის მტკიცე კარავში დავიწყებ ისევ ჩემ თავთან გლოვას.
მომბეზრდა გზები, მომბეზრდა წერა, სადაც აკლიხარ - ყველა ტაეპი. და მარტოობის საწოლში ვწევარ, რაც მაგ თვალების ქსელში გავები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|