ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2017


***

ხომ ისეთი ხარ სხვას კი არა, შენ რომ გინდოდა?
სვამს კითხვას ფიქრი, უპასუხოდ ტოვებ რატომღაც...
რა შუაშია წვიმა, ქარი, უამინდობა,
მოგონებებმა მოგაგნო და მოგიმარტოვა...
გახსოვს, ეომე ხან ქარებს და ხან მის წისქვილებს,
იმწვერვალე და იუფსკრულე მზიდან მთვარემდე.
ბედისწერა კი წერილობით გადმოიბირე,
შენი ცხოვრება რომ ენახა შენი თვალებით...
ვერც იფიქრებდი წლები მთებად თუ იზრდებოდნენ,
ტკივილები კი ცრემლშეყინულ სტალაქტიდებად.
შენს ბავშვობას კი, გულის კარის ერთგულ მეზობელს,
მაშინ აკითხავ, გული მართლა როცა გტკივდება...
27.06.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები