ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ლორთქიფანიძე
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2017


გოგონა შიზოფრენიის დიაგნოზით

   
- ტელეფონი გრჩებათ!
  ყრუდ ჩამესმა, 2 დღეა არ მიძინია ტელეფონი კიარა საკუთარი თავიც დამრჩება სადმე, მოვტრიალდი, ნაძალადევად გავუღიმე დაცვის თანამშრომელს და ხელიდან ჩემი მობილური გამოვართვი. როგორც იქნა მორჩა ეს წყეული დღეც და ახლა მხოლოდ ძილისთვის მემეტება თავი. დიდი ხის კარი ჭრაჭუნით გავაღე და ეზოში გავედი. სად ჯანდაბაში დავაყენე მანქანა, ასეთ ბნელ ღამეში მოდი და მიაგენი!? სანთებელა ამოვიღე ჯიბიდან და ამ მცირედი შუქით ძლივს ვიპოვე ჩემი 2 დღის წინ „სადღაც“ დაყენებული „ფერარი“.
    ხელფასზე წუწუნი არ მინდა, ალბათ არც მაქვს ამის დრო და პრინციპში სურვილიც, მაგრამ  ცოტა უხერხულია, როცა ასეთი მანქანით მე კიარა საერთო ვინმე მოძრაობს. რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ ძლივს დაიქოქა, უღიმღამოდ დაიძრა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამ წყეულ ადგილს შორდებოდა და  მორჩილი ცხენივით დამყვა. ფარები ავანთე, უკუნეთ სიბნელეში თითქოს მზემ გამოანათა. ირგვლივ გამხმარი ხეებისა და ყვავილების მეტს ვერაფერს ნახავთ. ნაცრისფერი დიდი შენობა და ასფალტზე მიმოფანტული ინსულინის ნემსები. გასასვლელს მივუახლოვდი, ნათლად გამოჩნდა აბრა წარწერით „ფსი იატრიული კლინიკა“, დაახლოებით 4 წელია აქ ვმუშაობ და ჯერ მხოლოდ ინტერესით შემიძლია ვიფიქრო ვინ გენიოსმა მოახერხა ქ-ს ამოჩიჩქვნა.
  ფორმალური შლაგბაუმის გავლის შემდეგ, სიბნელე სულ ოდნავ განათებულმა გარე ლამპიონებმაც დაარღვიეს, მანქანა იმ ვიწრო გზისკენ მივატრიალე, რომელიც როგორც ამბობენ რომისკენ მიდის, მაგრამ მანამდე ჩემს სახლთანაც ჩაივლის. 400-500 მეტრის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ ასე დიდხანს ვერ გავძლებდი. 2 დღიანი წყეული მორიგეობა და არცერთი წამი ძილისთვის! ან ჩქარა უნდა ვიარო ან მუსიკა ჩავრთო ბოლო ხმაზე, უფრო ჩქარა უნდა ვიარო, რადგან დიდი ხანია „მაგნიტაფონი“ აღარ მუშაობს. მოგატყუებთ, რომ გითხრათ სპორტულ რეჟიმზე გადავრთე მეთქი, უბრალოდ რაც ძალი და ღონე მქონდა გაზის პედალს დავადგი ფეხი! მანქანა ოდნავ შეცბა, წამიერად გაშეშდა, მერე განწირულად ამოიღმუვლა, 20 მეტრამდე გიჟივით გამატარა და როგორც „წრიპა“ რამდენიმე წლის წინ, ჩუმად გაჩერდა. - საწვავი! ინერციით აღმომხდა, დიდი ხანია სპიდომეტრი წითელს აღარ ანთებს, უფრო სწორად დიდი ხანია სპიდომეტრი საერთოდ არაფერს აღარ ანთებს. ირგვლივ სამარისებული სიჩუმეა და რიგრიგობით ბჟუტავენ ლამპიონები. მანქანიდან გადმოვედი, კისერს ძლივს ვიმაგრებ სხეულზე. უკან უნდა დავბრუნდე? რა ჯანდაბა უნდა ვქნა. საათს დავხედე და ღამის 4-ის ნახევარი. იქნებ მანქანაში გამოვიძინო და სულ მალე გათენდება კიდეც. მოკლედ ყველაფერზე ვფიქრობ რაზეც შეიძლება ვიფიქრო.
  ვერ ვიხსენებ ზუსტად, ჯერ ფეხის ხმა მომესმა თუ პირველად მისი სილუეტი დავლანდე. თუმცა მაშინ როცა ვცდილობდი მანქანა სავალი გზიდან გადამეგორებინა, ვიღაცის სუნთქვამ გამომაფხიზლა.
- მოგეხმაროთ?
    ამ ღამე, ამ ადგილას ქალი? როგორ გინდა დაიჯეროთ, რომ არ ვტყუი?! უცხო ადამიანის ხმამ მომენტალურად გამომაფხიზლა, აღარც ძილი მახსოვდა, აღარც დაღლა.
- იყოს ჩემით მივხედავ. რაც ძალი და ღონე მქონდა მივაწექი მანქანას, გადავაგორე და უცნაური უცნობის გასაცნობად მოვემზადე.
- რა მოუვიდა მანქანას? თვითონვე გადმოლახა რუბიკონი.
- საწვავი გამითავდა, აქვე ახლოს ვმუშაობ ფსიქიატრიულში, გავალ და ვინმეს ექნება ცოტა რომ გადმომისხას. სიბნელეში ვერ ვარჩევდი ზუსტად ლამაზი იყო თუ არა?! მაღალი ჩანდა, ქალისთვის საკმაოზე მეტადაც. შიშველი გრძელი ფეხებიც გამომწვევად ყვიროდა და შავი ფერის ე.წ. „სარაფანი“-ც უფრო მადისაღმძვრელს ხდიდა (ან გახდიდა, რომ გენახათ თქვენც).
- ფსიქიატრიულში? არა არ გინდათ, აქვე ახლოს ვცხოვრობ, წამობრძანდით და ჩემი მამინაცვალი მოგცემთ საწვავს, რამდენსაც გინდათ. გამიბრაზდება მალე, რომ არ მივიდე.

    უნდა ვაღიარო დიალოგებში ძლიერი არ ვარ, სტანდარტულად გამომივა, - არა როგორ გეკადრებათ ვერ შევაწუხებ, - რა შეწუხებაა წამობრძანდით. - აქვე ვმუშაობ ფსიქიატრიულში, წამომყევით და მერე მე მიგიყვანთ სახლამდე. - პირიქით თქვენ წამომყევით და საწვავს გამოგატანთ მამინაცვალი.
    ახლაც ვერ ვხვდები რანაირად დავთანხმდი, მაგრამ ფსიქიატრიულის თითოეული ხსენება ერთგვარ პანიკას იწვევდა მასში და ეს უფრო და უფრო ნათლად ეტყობოდა სახეზე. ოჰო სახეზე სულ დამავიწყდა, ფართო შუბლი ჰქონდა, გრძელი შავი თმები და ფართო დიდი თვალები (ან სიბნელეში ჩანდა შავი). წვრილი წვრილი ტუჩები და უცნაურად კეხიანი ცხვირი, მე ვიტყოდი დიდიც კი. თუმცა როგორც ამბობენ, დიდცხვირიან ქალებს უხდებათ დიდი ცხვირი?! (სისულელეა, მე მოვიგონე ამ წამს).

  მდუმარედ დავადექით იმ გზას, რომელზეც აქამდე არაერთხელ გამივლია, თუმცა არასდროს ფეხით. არაერთხელ გამივლია დღისითაც და ღამითაც, თუმცა ჯერ ცოცხალი ფეხით მოსიარულე ადამიანი ამ ადგილას არ შემხვედრია. არც სახლი შემხვედრია, სადაც შეიძლება ჩემი მეგზურის მამინაცვალი ცხოვრობს, რომლის მანქანიდან მე „შლანგით“ გადმოვისხამ საწვავს, პატარა ნაბეღლავის ბოთლში. მანქანაც იშვიათად შემხვედრია ამ გზაზე, ცხოველიც. თუმცა ის შემხვდა და ახლა გვერდზე მიდგას, ისე მშვიდად მიაბიჯებს უკუნეთ ღამეში უცხო მამაკაცთან ერთად, თითქოს სადმე სკვერში მისეირნობს. ოდნავადაც არ ეტყობა ნერვიულობა.
  ზევით ვახსენე, რომ დიალოგებში სუსტი ვარ, პრინციპში საინტერესო თემებზე არც გვისაუბრია, უფრო სწორად ის საერთოდ არ საუბრობდა, მე კი თვალებს ძლივს ვიმორჩილებდი. ნელ-ნელა უფრო მერეოდა ძილი და აზროვნების უნარსაც ვკარგავდი. მივყვებოდით გზას, პირდაპირ შუაგულში მივდიოდით და არცერთი არ ვიღებდით ხმას. მოულოდნელად მისი მოშიშვლებული ზურგისკენ გამექცა თვალი, შემდეგ შევამჩნიე რა მოკლე ყოფილა ეს შავი „სარაფანი“ და რა გრძელი მისი ფეხები. მკერდის თავები უხეშად გამოკვეთილიყვნენ შავ ნაჭერზე და სადაცაა უნდა ამოეხეთქათ. უფრო და უფრო მერეოდა ძილიც, რამდენადაც ვკარგავდი აზროვნებას იმდენად სწრაფად მოძრაობდა სისხლი ჩემ ტვინში. -არაფერი არ აცვია! - რა მკერდი აქვს. - საჯდომზე, რომ ხელი მოვკიდო შეეშინდება?. ამ აზრმა წამიერად შემძრა, - გააფრინე? გააფრინე ? გააფრინეეეეე.. უფრო შორიდან და შორიდან ისმოდა, შემდეგ საერთოდ გაქრა. - მხოლოდ ერთხელ უბრალოდ შევეხები და მორჩა. გონებას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, რატომაც არა. ვგრძნობდი როგორ გამიხურდა მთელი სხეული, აუტანელი სურვილი გამიჩნდა თმებში ჩამევლო ხელი და მთელი ძალით ჩემკენ მომექაჩა. ვხვდები, „სარაფნის“ შიგნით არაფერი არ აცვია! ეს აზრი უფრო მაგიჟებს, უფრო აგიჟებს ჩემს სხეულს. ხან უკან მოვყვები და ხამივით ვათვალიერებ, ხან ოდნავ ავუჩქარებ ნაბიჯს და წინიდან შევხედავ. თითქოს მობეზრდა დუმილიო უაზრო კითხვების დასმა დაიწყო, მეც უაზრო პასუხებს ვცემ. ის მხიარულად და მშვიდად მიდის. ოდნავადაც არ ფიქრობს საფრთხეზე, რანაირად მენდობა?! ალბათ უფრო არც აინტერესებს.
  ცოტა ხანში გზის გასწვრივ პატარა ხის ქოხისებრი შენობა გამოჩნდა, ხის, ერთმანეთზე მიჭედებული ფიცრებით აგებული. არც ფანჯარა არ ჰქონდა და კარიც რაღაც უცნაურად იყო მიყუდებული.
- ეს რა შენობაა? . პირველად დავუსვი შეკითხვა.
– არ ვიცი! ისევ მშვიდად გამცა პასუხი. მინდოდა მეკითხა რანაირად არ იცი აქ თუ ცხოვრობ -მეთქი, თუმცა ამ დროს თვალი თვითნებურად გამექცა და გონებაც მომენტალურად ბოლომდე ამერია, შიშველი ფეხის ტერფები! ფეხზე არაფერი არ აცვია! რაღაცას მატყუებს! ალბათ მასაც ჩემთან სექსი უნდა?! სხვა რა უნდა უნდოდეს ამ ღამე ქუჩაში ქალს რომელსაც ფაქტობრივად არაფერი არ აცვია. ტვინში თითქოს ვიღაც ვეეებერთელა უროს მირტყამს მონოტონურად. აუტანელ ტკივილს ვგრძნობ და გონებაში გამკრა ამის დედაც! მარჯვენა მკლავზე ხელი უხეშად წავავლე, ჩემკენ მოვატრიალე და კოცნა დავუწყე.  შეკრთა და ეს მშვიდი ქალი წამიერად მღელვარე ოკეანედ გადაიქცა.
- რას აკეთებ!!! წინააღმდეგობას მიწევდა, თავს მარიდებდა, თუმცა იმდენად სუსტი იყო და იმდენად ძლიერი სურვილი მამოძრავებდა, უშედეგოდ; ერთი ხელით მის დამორჩილებას ვცდილობ, მეორე კი ქვედაბოლოდან შევუცურე, არაფერი არ აცვია! ასეც ვიცოდი. ამაზე საერთოდ ჭკუიდან შეიშალა და ქაჯივით დაიწყო ფართხალი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვიფიქრე, მაგრამ მისი ქოხში შეთრევა მომივიდა აზრად. რაც უფრო იზრდებოდა მისი წინააღმდეგობა, მით უფრო იზრდებოდა ჩემი სურვილიც! რაღაც გამწარებულ დემონად ვიქეცი რომელიც ნაზ არსებას დაესხა თავს. შევათრიე ცარიელ ქოხში და ვცდილობდი მისთვის ტანსაცმელი გამეხადა. უკვე ხელებში ვგრძნობდი მის მკერდს, თეძოებს, დუნდულებს და ეს ფაქტი მაგიჟებდა. ისეთი ცხელი იყო თითქოს დუღდა. ვგრძნობდი ამდენი მოძრაობისგან როგორ ეცლებოდა ძალა, ვგრძნობდი მის გულისცმას პირდაპირ ტუჩებში და ამ ფაქტს ასტრალში გავყავდი. საოცარი კმაყოფილების შეგრძნება მეუფლებოდა წამიდან წამამდე. შარვლის გახდა დავიწყე და საერთოდ გაგიჟდა! ხელებს მთელი ძალით მირტყამდა და რამდენჯერმე კინაღამ დამისხლტა კიდეც. მომწონდა მისი წინააღმდეგობა, თუმცა ვხვდებოდი ასე იმას ვერ მივაღწევდი რისთვისაც ამდენი გავრისკე და მთელი ძალით სახეში გავარტყი! თითქოს არ ელოდა, ერთი წამით გაჩუმდა მაგრამ შემდეგ ორმაგი შემართებით გააგრძელა ყვირილიც და ხელების ქნევაც. მეორეჯერ გავარტყი, აღარ დავლოდებივარ მის რეაქციას მესამედაც მივაყოლე უფრო მაგრად, ვიფიქრე ამჯერად ნამდვილად გაჩუმდება მეთქი. „სარაფანი“ ბოლომდე გავხადე, და სრულიად შიშველი მეწვა წინ. აღარ ინძრეოდა, შიშისგან მხოლოდ ცახცახებდა. ერთი წამით მომინდა მისი სხეულისთვის თვალი შემევლო, ქოხში ბნელოდა  და ნახევრად გახდილი შარვლიდან ტელეფონი ამოვიღე, ფანარი მშვიდად ჩავრთე და პირდაპირ სახეზე მივანათე.
- შენც ხომ ეს გინდა?! თუარ გაჩერდები იცოდე აქვე მოგკლავ! წარმოდგენა არ მაქვს საიდან აღმომხდა ეს სიტყვები, უფრო სწორად წარმოდგენა მაქვს, მაგრამ რანაირად მოვახერხე ცოტათი მიკვირს.
- ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა, ზიზღნარევად, სახე შეშლილს უგავდა და მოულოდნელად პირდაპირ საფეთქელში ვიგრძენი რაღაც მძიმე დარტყმა! ინერციით გადავბრუნდი, ის ფეხზე წამოხტა , ჩემივე ტელეფონი მომანათა და არააამქვეყნიურად დემონური ხმით მითხრა
- - არ მომეკარო თორემ დაგარტყამ ნაბიჭვარო!  ვერ ვხვდები საიდან, მაგრამ ხელში დიდი დაჟანგული დანა ეჭირა და დასისხლიანებული თვალებით მემუქრებოდა.
  ალბათ მოვიტყუები, რომ ვთქვა არ შემშინებია მეთქი, უბრალოდ არ მახსოვს შემეშინდა თუ არა, მხოლოდ ის ვიგრძენი როგორ ამეწვა საფეთქელი და როგორ დაბნელდა თვალებში ნელ-ნელა...

    ჩავუარე აბრას წარწერით „ფსი იატრიული კლინიკა“ და მანქანა ნაცრისფერი შენობის ბოლო ფანჯარასთან დავაყენე. გზაში ფეხით რამდენიმე ინსულინის ნემსი დავამტვრიე, ვცდილობდი ნერვები დამემშვიდებინა. შესასვლელთან ანერვიულებული დაცვა და მთავარი ექიმი დამხვდა (სიგარეტს ეწეოდნენ)
- რა კარგიია რომ მოხვედი, გუშინ ღამე პაციენტი გაგვექცა, შიზოფრენიკი, მთელი კლინიკა ფეხზე დგას! ნაძალადევად ჩამიღიმა და წამომყევიო თვალით მანიშნა.
მივყვები მკვდარ კარიდორს და ვგრძნობ როგორ არ მემორჩილება ფეხები, მთავარი ექიმი ერთ პალატასთან გაჩერდა და ისევ თვალით მანიშნა შეიხედეო. სარკმლიდან შევიხედე და პირველი თვალში შიშველი ფეხის ტერფები მომხვდა, მერე შავი „სარაფანი“ და კეხიანი ცხვირი. სარაფანი რამდენიმე ადგილას ჰქონდა შემოხეული, თმები გაბურძგნული, სახე ნამტირალევი და სხეული ტალახიანი. თუმცა საოცრად მშვიდი ჩანდა, როგორც პირველი ნახვისას.
- დღეს დილით იპოვა დაცვამ, შემოსასვლელთან ეძინა.
რამდენიმე წუთი მდუმარედ ვიდექით ორივე, ხმას არ ვიღებდით. მე სარკემლში ვიყურებოდი და მაგიჟებდა მისი სილამაზე. ვერ ვიტყვი, რომ სინდისმა შემაწუხა, გაორების შეგრძნება უფრო მქონდა, თან ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა.
- შეიძლება შევიდე?
- არ გეზარება? შიზოფრენიკია ბიჭო! გაგაგიჟებს ისეთებს ყვება...
მინდოდა მეკითხა, ძალიან მინდოდა.. რას ყვაბა მეთქი, თუმცა უარესად შემაშინა. გამოვაღე კარი და  მივუჯექი გვერდზე. მშვიდად მიყურებდა, თითქოს ვერ ხვდებაო რა უნდა ამ კაცს?! თვალებში ჩავხედე და ძლივს ამოვიღე ხმა
- მიცანი?
- მე გიჟი არ ვარ! ჩემი მამინაცვალი აქვე ცხოვრობს, გამიშვით თორე მომკლავს მალე თუარ მივალ სახლში... მე გიჟი არ ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები