ელენეს მოლბერტი აივანზე დაედგა. დილის მზისთვის ზურგი შეექცია და ფართოდ გახსნილი ვიტრაჟიდან დერეფანში იყურებოდა. ჩვევად ჰქონდა, როცა ნახატზე ფიქრობდა, არ შეეძლო ფუნჯი უბრალოდ სჭეროდა, მუდამ ხელში ათამაშებდა და მის სამოსელსა და მკლავებზე უნებლიედ ჩნდებოდა საღებავის ლაქები.
ტილოზე მეწამული ფერი ბატონობდა, ქალაქის რელიეფის კონტურები მამაკაცის შუაზე გახლეჩილი სხეულის მუსკულატურას შეზრდოდა. შედედებული სისხლის ფერი მტკვარი გოლიათის ყელთან გადახსნილი არტერიიდან მოედინებოდა და ნეკნებში მიძვრებოდა. გარდა თუბალის სახისა, პროპორციები დარღვეული იყო. მხატვარს ქალაქის სიძველეები _ მეტეხი, ნარიყალა, სიონი წინ წამოეწია, ნათელ ფერებში გადაეწყვიტა და აშკარად ჩრდილავდა თანამედროვე გიგანტებს. ელენე კმაყოფილი იყო. ტილო დაახლოებით ისეთი გამოდიოდა, როგორიც ჩანაფიქრში ჰქონდა. ახლა ცალკეული დეტალი უნდა დახვეწოს და ერთ-ორ დღეში სურათი მზად იქნება.
პედროს დერეფნის ნახევარზე მეტი უკვე დაეგო. აბაზანის მხრიდან მოუყვებოდა და მუდამ აივნისგან ზურგშექცევით მუშაობდა. ძველი შინდისფერი პერანგი ეცვა, მუდამ დაჩოქილი ან წაღუნული შრომობდა, რუხი სპორტული შარვალი მუდამ თეძოებს ქვემოთ ეჩაჩებოდა და ერთთავად მის აწევაში იყო.
რა არის, ქამარს ვერ შემოირტყამს, რისთვის მოვიყვანე? ეს მეტლახი სულ არ მჭირდებოდა. მისი სახის დახატვა მინდოდა და ის კიდევ მარტო ტრაკს მიჩვენებს, გაიფიქრა ელენემ, გაიცინა და მოლბერტიდან თუბალისი ჩამოხსნა. მერე აივნის მოაჯირს მიაყუდა და სიგარეტს მოუკიდა. მოლბერტზე სხვა ჩარჩო დადო, ფუნჯი მოიმარჯვა და პირზე ღიმილგადაკრული გამალებული შეუდგა ხატვას. მის ხელში ფუნჯი ასე მორჩილი არასოდეს ყოფილა, ის თითქოს თავისით დადიოდა, მის გონებაში ფერთა შეხამება უმალ იქმნებოდა და ტილოს ერწყმოდა. მზე უკვე გადაწვერილიყო, ძლიერი დაღლა რომ იგრძნო. თითქოს ბურუსიდან ამოცურა, უკან დაიხია, მოაჯირს მიეყრდნო და ნახატს შეხედა. რაც მეტად აკვირდებოდა და მის თითოეულ დეტალს სჭვრეტდა, მით უფრო თვითკმაყოფილება იპყრობდა და შემოქმედებითი ტკბობით ივსებოდა. სურათზე ცისფერი დომინირებდა: გრძელი უსასრულობაში ჩაკარგული ცისფერი დერეფანი... დერეფნის დასაწყისში ერთმანეთს მიწყობილი მუქი ლურჯი ფილები, წითელი თარაზო, ფილების საჭრელი რუხი ხელსაწყო და მუხლებზე მდგარი წინ წახრილი ხელოსანი, რომელსაც ჩაწეული შარვლიდან დუნდულები და შუა ხაზი მოუჩანდა. მას მარჯვენა ხელი თარაზოზე ედო, ხოლო მარცხენით ცდილობდა შარვალი აეწია და შიშველი ადგილი დაემალა. ეს არ იყო მეტლახის დაგების უბრალო პროცესის ასახვა. ის ადამიანის მთელ ცხოვრებას გამოხატავდა. ყოველ შემთხვევაში, ელენეს ასე მიაჩნდა. _ მთელი ცხოვრება ვითომ რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცას ველოლიავებით, რაღაცას ვუფრთხილდებით, ვფარისევლობთ, სხვებს სხვაგვარად ვაჩვენებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს რაღაცა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი საკუთარი უკანალი. დიახ, საკუთარ ტრაკს ვუფრთხილდებით და ველოლიავებით. ნეტა რა უნდა დაარქვას ამ ნახატს. „პედროს ტრაკი“? არა, ძალიან ვიწროთემატური და ვულგარულია... აბა, მაშ რაღა _ „ცხოვრება“? არა, ძალიან აბსტრაქტულია. ჯანდაბას, მოიფიქრებს მერე რამეს. უცებ ფიქრებიდან გამოერკვა, საათს დახედა და შეკრთა. _ ფრიდონ, მაპატიე, მუშაობამ ისე გამართო, რომ სადილი დაგიგვიანე. ელენემ სახელდახელოდ გააკეთა პომიდორის სალათი, ძეხვი ჩაჭრა და ის იყო პედროსთვის უნდა დაეძახა, რომ ტელეფონმა დარეკა. თედო იყო. უთხრა, რომ მასთან სტუმრობას და ნახატების გაცნობას აპირებდა. ვითომ არაფერი და, ელენეს გული აუჩქროლდა. ეს ხუთი დღეა მთელი იმედები ამ კაცს მიაბა და ახლა თედოს სტუმრობა მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს, რომ თუბალისი თითქმის დაამთავრა და თედო პირველი შემფასებელი უნდა ყოფილიყო. ელენეს ნახატები მანსარდაში ჰქონდა გამოფენილი. ეს ის ტილოები იყო, რომლებიც ეძვირფასებოდა და მშრალ ხიდზე გასატანად ვერ იმეტებდა. „თუბალისი“ და „პედროს ტრაკიც“ იქ აიტანა და კაი ხნის გასაწმენდ-დასალაგებელი ოთახის მოწესრიგებას შეუდგა. ეს საქმე ძალიან არ ეხერხებოდა და ყველაფერს სწრაფად და ზედაპირულად აკეთებდა. ისე რომ, ტილოებიდან მტვრის გადაწმენდა გამორჩა და როცა აბაზანიდან გამოვიდა და აშკარად შეამჩნია, საკუთარ თავზე გაბრაზდა, მაგრამ საგულდაგულოდ მაინც არ გადაუწმენდია, გულმოდგინე ის მხოლოდ ხატვისას იყო, დანარჩენი ყველაფერი ზერელე იცოდა, დაწყებული სახლის დალაგებიდან დამთავრებული ადამიანებთან ურთიერთობით. თუმცა ახლა თედოს ვიზიტი დიდ ამბად მიაჩნდა და სურდა, მასზე შთაბეჭდილება მოეხდინა. აივანიც ჩვეულ სტილში ზერელედ გადაგავა. საძინებელიც ასე თუ ისე მიალაგა და გარდერობში ღრმად შეტენილი ზოლებიანი სარაფანიც იპოვა, რომელიც დაჭმუჭნული, მაგრამ, ღვთის წყალობით, გარეცხილი აღმოჩნდა. ზერელედ გააუთოვა, მერე რომ ჩაიცვა, კალთაზე ნაკეცები შეამჩნია. გახდა დაეზარა და შეეცადა ჩაცმულზე უთო გადაესვა, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ შეიძლებოდა თეძო დაეწვა, ხელი ჩაიქნია. სუნამოების დიდი მოყვარული არ იყო და არჩევანიც დიდი არ ჰქონდა. იტყოდა ხოლმე, რა მნიშვნელობა აქვს რას დავისხამ, მაინც სიგარეტის სუნი უნდა ამივიდესო და ერჩია მეტად მძაფრი, უფრო მამაკაცური სურნელი, რადგან თვლიდა, რომ თამბაქოს არომატთან ის უფრო ჰარმონიული იყო. სამი მძივი ჰქონდა _ მარგალიტის, ძოწის და გიშრის. ქალის ყელზე ის სხვა ქვებს არც აღიარებდა _ არაბუნებრივად მიაჩნდა, მაგრამ მეზღვაურის მაისურის ზოლებიან სარაფანს მხოლოდ ვერცხლის წვრილი ძეწკვი მოახდომა. ასე რომ, თედოსთან შეხვედრისთვის, შეძლებისდაგვარად, საგულდაგულოდ მოემზადა და როცა აივნის მხრიდან დერეფანში შემოვიდა და პედროს თვალებს შეეჯახა, შეკრთა. პედრო ჩაცუცქულიყო, მეტლახის ფილას ასწორებდა და ელენემ შეამჩნია, რომ შარვალზე ქამარი ეკეთა. ალბათ ჩემი სურათი ნახაო, გაიფიქრა, გაწითლდა და ამ დროს პედრომაც შეხედა. რაღაცნაირი, დარცხვენილი და დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, მის გამოხედვაში დარდიმანდული სიხალისე გამქრალიყო. _ ქალბატონო ელენე, ცოტა ადრეა, მაგრამ წავალ. ორ დღეზე მეტს მაინც არ შეგაწუხებთ, ისეც და ასეც ორ დღეში მოვრჩები. ელენემ ხმა არ გასცა. მხოლოდ თავი დაუქნია და ვითომ სიმყარის შესამოწმებლად მეტლახზე გაიარ-გამოიარა, თან ცდილობდა, გრაციოზული ყოფილიყო. _ ქალბატონო ელენე, სტუმარს ელოდებით ხომ? ელენემ კვლავ თავი დაუქნია. _ ის სტუმარი კარგი კაცია? ელენემ გადაიკისკისა. _ ის სტუმარი მპირდება, რომ ნახატებს გამიყიდის. რა ვიცი, კარგი კაცია. _ იმ კარგ კაცს შეიძლება თქვენი იდაყვები არ მოეწონოს_ ჭუჭყიანი გაქვთ. ქალი უცებ შეიშმუშნა ორივე მკლავი გადმოატრიალა და სცადა იდაყვებზე დაეხედა. _ ფრიდონ, მხატვარ ქალთან არ გირჩევ ურთიერთობას, ის ექსცენტრულია და მუდამ ზეთის საღებავების სუნი ასდის. _ მე მიყვარს საღებავების სუნი, _ თქვა კაცმა მოწყენილი ხმით, სამუშაო ადგილი მიალაგა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად აბაზანაში შევიდა. პედრო წავიდა, სტუმრის მომლოდინე ელენე სახლში მარტო დარჩა, აივანზე გავიდა, მტვრითა და კვამლით დანისლულ ქალაქს გადახედა და გაახსენდა, რომ უკვე კვირაზე მეტია, ბავშვისთვის არ დაურეკავს. _ ცუდი დედა ვარ, _ ხმამაღლა თქვა, მობილური აიღო, დარეკვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. ახლა რომ დარეკოს, ბებიამისი გვერდით ეყოლება. ვითომ ძალიან ედარდება თავისი შვილი, უკვე თვეზე მეტია, არ უნახავს! _ მოუწევს ამ სიტყვების მოსმენა და ახლა ამის თავი ნაღდად არ აქვს. ხვალ დარეკავს, ზუსტად ზუსტად ათს რომ ხუთმეტი დააკლდება, პირველი გაკვეთილიდან რომ გამოვა. ჭიშკართან ტოიოტას მელნისფერი სედანი გაჩერდა და მანქანიდან მაღალი ხმელ-ხმელი, ღია ფერებში ჩაცმული, კეფაზე თმებშეკრული კაცი გადმოვიდა. ელენემ აივნიდან ხელი დაუქნია და შესაგებებლად საფეხურები ჩაირბინა. თედომ მარჯვენა ხელი ქალს ბეჭებზე მოხვია, დაიხარა, ლოყაზე აკოცა და ეტიკეტით დადგენილ დროზე მეტხანს ჰყავდა ასე მიხუტებული. ელენეს ცხვირში ეცა სუნამოს უჩვეულოდ ტკბილი სუნი. _ საყვარელო, დიდი დრო არ მაქვს, მხოლოდ ერთი საათი. ნახატებს ვნახავ, არც ყავა მინდა, არც ლუდი. ერთიც და მეორეც აღაგზნებს და მერე... _ უცნაურად გაიპრანჭა და გააგრძელა, _ გუშინ ბიჭებთან ვიყავი, არც ერთი წინ არ წასულა. გივის ხატების ხატვა დაუწყია და მის ნამუშევრებს მართლმადიდებლური ხატწერის სტილი გასდევს. რა ამბავია ეს სიბრტყე, სქელი კონტური და უხეში ჩრდილები... რა უნდა მომწონებოდა, არ ვიცი. სიმართლე გითხრა, გული დამწყდა. ვალიკოს ხუთი-ექვსი ტილო აქვს სერიოზული ნატურალისტური, მაგრამ დანარჩენი თბილისის ძველი უბნების ბანალური პეიზაჟებია. _ რა ქნან ბიჭებმა, _ ელენე მანსარდის კიბეზე დაწინაურდა, _ ეკლესია და ტურისტი, ძირითადად ეს ორი შემკვეთია. გივის გაუმართლა _ მღვდლებს მოსწონთ მისი ხატწერა. ამ საქმით ფულს შოულობს. ტურისტები კი სამახსოვროდ თბილისის იაფასიან პეიზაჟებს ეტანებიან. ელენემ მანსარდის კარი შეხსნა. ორპირმა ქარმა ირიბ კედლებზე თოკით ჩამოკიდებული სურათები აათამაშა. _ აი, ეს არის ჩემი ნაშრომი და აი, შენც აქ ხარ! _ თქვა ქალმა, ნახატებს შორის გაიარა, ფანჯარა დახურა, შემდეგ უკან დაბრუნდა, კაცს წელზე ხელი მოხვია, მიეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა: _ ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება, მე სხვა არაფერი გამაჩნია და ძალიან მკაცრი ნუ იქნები, გულს ძალიან ნუ მატკენ, რა... თედომ ქალი რბილად მოიცილა, მისთვის არც შეუხედავს, ჩაფიქრებული სახით ათვალიერებდა ნახატებს, თითოეულთან ჩერდებოდა, დისტანციას იცვლიდა. ელენე ფანჯრის რაფას თეძოთი მიყრდნობოდა, უცქერდა, უნდოდა მის სახეზე ემოცია წაეკითხა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, როგორც დამნაშავეს, რომელსაც ეს-ესაა მოსამართლე განაჩენს გამოუტანს, მაგრამ, რაც დრო გადიოდა ქალს სიმხნევე ემატებოდა და როცა თედომ ბოლო ნახატიც ჩაამთავრა, ელენე უკვე ყველაფრისთვის მზად იყო. მას შეეძლო განაჩენი მოესმინა. _ თედო, წეღან ვიხუმრე, ობიექტური იყავი. ილუზიაში ყოფნა არ მიყვარს, სინამდვილე მირჩევნია. რას იტყვი? თედო ერთხანს თავდახრილი იდგა, მარცხენა ხელით ნიკაპს ისრესდა. შემდეგ გაიმართა და ქალს შეხედა. _ სიმართლე გითხრა, არ მოველოდი. გადაჭარბების გარეშე გეუბნები, დავტკბი. არის სადღაც რაღაც-რაღაცა უმნიშვნელო ხარვეზები, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს მხატვრობაა. შენ მაგ კაცებს ბევრად აღემატები. ამას არ მოველოდი, მიხარია. ელენეს მღელვარებისგან კეფაზე მოწოლილი სისხლი ფეხებში ჩაეღვარა, ერთბაშად მოდუნდა. წამიერად სახსრები მოეკვეთა, ჩაჯდა, იდაყვები მუხლებზე დაიბჯინა და სახე ხელებში ჩარგო. რამდენიმე წამი ასე იყო, სანამ ხელისგულებმა სისველე არ იგრძნეს. ცრემლი მოიწმინდა, ადგა და გაიღიმა: _ მადლობა, თედო, გამახარე. თედომ საათზე დაიხედა. _ მოდი, ლამაზო, ყველა ნახატი ახლა ერთად გავიაროთ, _ თქვა, ტილოებს ხელახლა მიუბრუნდა, თან თითოეულს აზარტითა და უხვსიტყვაობით განიხილავდა და როცა ფართო ტილოსთან გაჩერდა, თავი დააქნია და თქვა: _ ამაზე შინაარსიანი თბილისის სურათი მე არ მინახავს. კაცის ნეკნებზე გაშენებული ქალაქი... დიდებულია, ეს სტატიკურ შენობებს დინამიკას სძენს, აცოცხლებს და იმ ადამიანებს გვახსენებს, ვინც ამ ქალაქის მშენებლობაში ოფლი დაღვარა. რა ქვია ამ ნახატს? _ თუბალისი. _ უბრალოდ თბილისი? _ არა, თუბალისი, _ ელენემ სიტყვა დამარცვლა და ღიმილით შეხედა. _ აუ, როგორ ვერ მივხვდი?! დიდებულია, საოცრებაა! ცოტა დახვეწა კი უნდა. _ ჰო, დასამთავრებელია. _ აქ სულ რამდენია? _ თქვა თედომ და დათვლა დაიწყო, _ ოცდაშვიდია. აქედან ოცი თავისუფლად აირჩევა. თვის ბოლოს მივდივარ. მანამდე ელექტრონული ალბომი უნდა გავაკეთოთ. ტრანსპორტირებისთვის ტილოები ჩარჩოებიდან უნდა გადავაძროთ. მერე იქ დავამზადებინებ, მყავს ხალხი... გადაჭიმავენ და საგამოფენოდ მოამზადებენ. ჰო, მანამდე მინდობილობა დამჭირდება, ნოტარიულად უნდა გამიფორმო და კიდევ, რომ იცოდე, მერე გაუგებრობა რომ არ იყოს, გაყიდულიდან თანხის ოც პროცენტს გალერეა იტოვებს. ამ ეტაპზე, ღმერთმა ქნას და გაიყიდოს, მხოლოდ ჩემს ხარჯს ავიღებ. ცნობილ კრიტიკოსებს ვიცნობ, შევეცდები, რეცენზია დავაწერინო. ესეც ხარჯია, მაგრამ ხარჯად ღირს. ეს მყიდველზე მოქმედებს. _ რა კარგი ბიჭი ხარ, თედო, _ ელენემ კაცს წელზე ხელი მოხვია და მიეხუტა, _ ჩემი კეთილი ბიჭი... _ თქვა და ცხვირში ისევ იმ უცნაურად ტკბილმა სუნამოს სუნმა შეუღიტინა. _ ეს რა არის? _ დაიხარა თედო და მანსარდის ირიბი კედლის სიღრმიდან პირქვე დაგდებული ნახატი გამოიღო და გადმოაბრუნა. ელენე შეცბა _ ტილოდან არგენტინის ნაკრების მაისურში გამოწყობილი პედრო უღიმოდა. უცებ ენა დაება და არ იცოდა, რა ეთქვა. _ ბავშობის ნამუშევარია. ოცდაოთხი წლის წინ ამან ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მოსწავლე ახალგაზრდობის საგამოფენო დარბაზში იყო გამოფენილი. ომი რომ დაიწყო, იქაურობა გაძარცვეს და ეს ტილოც გაქრა. _ ბავშვის კვალობაზე, ვერ დაიწუნებ,_ თქვა თედომ და ტილო კედლის სიღრმეში აკურატულად შედო. ელენეს თედოს სიტყვები არც გაუგია. ალბათ ნახატი პედროს ჰქონდა. სხვა ვინ შეიძლება ყოფილიყო? ალბათ მან მოიტანა, ჩუმად დადო. რა სირცხვილია! რად უნდოდა ეს კუკუდამალობანა, თავიდანვე გამოცნაურებოდა. მაგრამ ჯანდაბას, რაც არის, არის! პედროც ხომ აჰყვა ამ თამაშში და... _ ბირკის გაკეთება ამისთვისაც დაგვიწყებია. საინტერესო ნახატია. რა ჰქვია? _ არ ვიცი, ახალია, ჯერ სახელი ვერ მოვიფიქრე, _ ელენემ გადაიკისკისა, _ ჯერჯერობით პედროს ტრაკს ვეძახი. მერე მოვიფიქრებ რამეს. _ ხელოსანი ფილებს აგებს. ლურჯფილებიანი დერეფანი უსასრულობაში იკარგება და ცას ერწყმის. მოიცა, ამას ცის ბილიკი რომ დავარქვათ, როგორი იქნება? _ არ ვიცი. ერქვას თუნდაც „ცის ბილიკი“, _ ქალმა ისევ გადაიკისკისა, _ მაგრამ ჩემთვის ეს ტილო მაინც „პედროს ტრაკია“. პედრო დილით ადრიანად მოვიდა. ელენეს ეუცნაურა, როცა ის რუხ შარვალში და შავ მოკლე პიჯაკში გამოწყობილი ნახა. ნამდვილად უხდებოდა, მაგრამ რაღაც შეუსაბამოდ მოეჩვენა, რადგან ქალსთვის პედრო გახეხილ ჯინსსა და გახუნებულ მაისურში ჩაცმული უფრო ბუნებრივად და თავისად მიაჩნდა. უცებ ელენემ აღმოაჩინა, რომ ბიჭი არგენტინის ნაკრების მაისურით და ბუმბერაზი, რომლის სხეულზედაც თბილისია აშენებული, ყალბია _ პირველი მამამ შთააგონა, მეორე კი თედომ. ნაღდი, მისეული და უფრო შემოქმედებითი ეს „პედროს ტრაკია“. მანსარდში ავიდა, ტილო ჩამოხსნა, ვერანდაზე ჩაიტანა და მოლბერტზე დაამაგრა. პედრო გამოიცვლის, მეტლახის დაგებას დაიწყებს, თეძოდან შარვალი ჩაცურდება, დუნდულები გამოუჩნდება და ის ამ ნახატს დაამთავრებს. თედოს მახვილი თვალი აქვს, მან ამ ნახატში ცის ბილიკი დაინახა. ელენე შეძლებს, რომ ტილოზე პედრო იყოს წინ წამოწეული, პედრო მისი თილისმაა. კაცმა ტანსაცმელი გამოიცვალა, მუშაობას შეუდგა და ელენეს იმედი გაუცრუა: ძალიან მჭიდროდ ჰქონდა ქამარი შემოჭერილი. შარვალი წელს ქვემოთ არ ჩაცურებულა. თანაც პედრო მასთან ლაპარაკს გაურბოდა. რამდენჯერმე ელენემ რაღაც განყენებულ თემაზე სცადა საუბრის გაბმა, მაგრამ ვერაფრით აიყოლია. უცნაურად ცივი და მოწყენილი იყო. მეორე დღეს სამხრობისას კაცმა საქმე დაამთავრა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ისე წავიდა, რომ ელენეს არც დამშვიდობებია. ქალი ხატვით იყო გართული და თავი რომ აწია, შემოქმედებითი ირეალური სამყაროდან რომ გამოვიდა, პედრო უკვე აღარსად ჩანდა. ჯანდაბას, თუკი გაიპარა! არ უნდოდა ელენესთვის ფული გამოერთმია, დამშვიდობებოდა მაინც. ახლა რა უნდა, ქალმა ურეკოს და ეხვეწოს, მოდი, რომ გასამრჯელო მოგცეო? არა, ელენე არ შეეხვეწება! ეს რა ზრდილობაა?! ნაწყენია და არ დაურეკავს!
როცა თედომ ტილოები წაიღო, ელენე მღელვარებამ შეიპყრო, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს განკითხვის მოლოდინში ყოფილიყოს. ეს გრძნობა ერთი-ორი დღე გაჰყვა,შემდეგ რაღაცნაირად მოდუნდა და მოეშვა, არაფრის კეთება არ უნდოდა, ტელეფონზეც კი არ სურდა, ვინმეს დალაპარაკებოდა. დილიდან საღამომდე აივანზე იჯდა და ქალაქს გადაჰყურებდა. გუშინწინ ძლივს აითრია წელი და ბავშვის სანახავად წავიდა. ლუკას მორცხვი მზერა და ყოფილი დედამთილის ცინიკური ღიმილი შეეგება. დიდხანს ვერ გაჩერდა. ბავშვს ნახევარქათამას შეპირებული ნახატი აჩუქა, მოეფერა და წამოვიდა. ...ათი დღის წინ თედომ დაურეკა და უთხრა, რომ გალერეა დაითანხმა და ერთ კვირაში მის ტილოებს გამოფენდნენ. წესით, უკვე სამი დღეა, რაც მისი ნახატები გამოიფინა, თედო კი არ რეკავს. არც თვითონ დარეკავს. ანგარიშზე ფული არ აქვს, პედროსთვის მისაცემს კი არ უნდა, რომ მოაკლოს. მაგრამ ეს საბაბია _ რომ უნდოდეს ვინმეს სთხოვდა და ჩაურიცხავდნენ. სიმართლე ისაა, რომ ეშინია. ეშინია, რომ თედომ რამე ცუდი არ უთხრას. ჯანდაბას პედრო, დღეს მის ფულს ცოტას მოაკლებს, ლუდს იყიდის და ტელეფონის ანგარიშზე ჩარიცხავს. მაღაზიიდან დაბრუნდა. ახლა ლუდიც აქვს და თედოსაც შეუძლია დაურეკოს. აივანზე გავიდა, ჩამოჯდა, ლუდი პირდაპირ ყელიდან მოსვა, ბოთლი გაანახევრა და ის იყო დარეკვას აპირებდა, რომ ზარი შემოვიდა. ნომერს დახედა. თედოა! _ ალო! _ თქვა და ღრმად ამოისუნთქა. _ რა არი, რატომ არ რეკავ?! არ მითხრა, რომ ფეხებზე გკიდია, აქ რაც ხდება! _ არა, თედო, მეშინია. _ გეშინია კი არა და, ჭუკი ხარ! _ ჰო, ჭუკი ვარ... _ ჰო და, ჭუკო, კაი ამბავი მაქვს. უკვე ოთხი ტილო გაიყიდა, _ ელენეს ნერწყვი გადაეყლაპა და ხველა აუტყდა, _ „აკენკილი ვარსკვლავები“, „წარსული თვალის უპეებთან“ , „ღუმელი“ და „წყურვილი“. _ ვაიმე, თედო, მიყვარხარ! _ ძლივს შეწყვიტა ხველა. _ ხრჩობა შენ!.. კიდევ უფრო კაი ამბავი მაქვს... „ცის ბილიკს“ ერთდროულად სამი კლიენტი გამოუჩნდა და ხვალ ორ საათზე აუქციონზე გადის. საწყისი ფასი ორიათას ხუთასია. _ რა? რომელს? _ ელენემ ამოახველა. _ „ცის ბილიკი“... ვიღაცის ტრაკს რომ ეძახი, რა მოგივიდა? _ ვიღაცის ტრაკი? „პედროს ტრაკი“, „პედროს ტრაკი“... _ ქალს ხველა კისკისში შეერია. _ ... და კიდევ გალერეას უნდა, შენთან მუდმივი ხელშეკრულება გააფორმოს. _ მართლა? მიყვარხარ, თედო!
აუ, რა მაგარია. ახლა შეუძლია, დალიოს, მაგრად დალიოს, მაგრამ მარტოს არ უნდა. ადამიანებია საჭირო. სიხარული ტკივილივით ყოფილა, გვერდით ვინმე უნდა გყავდეს, თორემ მარტოს ყელში გაგეჭედება და დაგახრჩობს. იქნებ, ბიჭებს დაურეკოს. პედროს ფულს ცოტას კიდევ მოაკლებდა და სუფრას გაშლიდა. ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ დღეს მათთან არ ივარგებს. საწყალი ბიჭები, ისინი მისი სიხარულის მოზიარენი ვერ გახდებიან, შემოქმედებითი შური შეუშლით ხელს. ჯანდაბას, არავინ არ სჭირდება, ისევ მარტო დალევს. კიდევ ერთი ბოთლი გახსნა. ამ ჯერზე კათხაში ჩამოასხა, მოსვა და სიმსუბუქე იგრძნო. თითქოს რაღაც ბარგი ერთბაშად მოხსნოდეს. აუ, „პედროს ტრაკი“!... „პედროს ტრაკი“ ხვალ აუქციონზე... აუ, რა მაგარია! პედროა მაგარი, პედრო მისი თილისმაა! მაგრამ რატომ გაიპარა ასე?.. ახლა დაურეკავს და მოიყვანს. ახლავე აქ მოიყვანს! კათხა გამოცალა. _ ფრიდონ, ელენე ვარ. გაბრაზებული ვარ, რატომ გამეპარე? _ ... _ გეხვეწები, გელოდები, ახლავე მოდი! _ ... _ საქმე მაქვს, გადაუდებელი საქმე! _ ... _ რა და, ფული უნდა მოგცე და კიდევ... სხვა საქმეც მაქვს. _ ... _ ... პედრო, გეხვეწები, მოდი რა... _ ... პედრო მალე მოვა, მეტს აღარ დალევს, უნდა დაიბანოს, მოწესრიგდეს, მთვრალი ხომ არ დახვდება? აბაზანის კარი ღია დატოვა, პედროს ხმა რომ გაეგო. როცა მწვანით დაფოთლილ კაბას აუთოვებდა, ერთი ყური გარეთ ჰქონდა და როცა ყელზე მარგალიტის მძივს ირგებდა, მოეჩვენა, რომ ვიღაც შემოვიდა და გულაფანცქალებული ვერანდაზე გამოვარდა. იდგა მოაჯირთან და გადაჰყურებდა ქალაქს. უკვე მერამდენედ შევიდა საძინებელში და სარკეში თავი შეათვალიერა, პედრო კი არ ჩანდა. კიდევ ერთი ბოთლი გახსნა. კათხა შეავსო და მოსვა. მალე პედრო მოვა. ელენე ჭიშკართან არ შეეგებება. აქ დახვდება ვერანდაზე. მას ექნება დაბნეული სახე და ოდნავ წამოზრდილი წვერი. სად იყავი ამდენ ხანს, საზიზღაროო, უსაყვედურებს ქალი. მერე ხელებს გაშლის, წელზე შემოხვევს, ტუჩებს კისერთან მიუტანს და ოდნავ შეეხება. პედროს ექნება ოფლისა და მძაფრი ოდეკოლონის სუნი. მერე მარჯვენას უკნიდან შარვალში ჩაუცურებს, ტრაკზე წამოარტყამს და ხმამაღლა, ისე რომ მეზობლებმაც გაიგონ, იყვირებს: _ ჩვენ გავიმარჯვეთ, პედრო, შენმა თილისმამ გაიმარჯვა! „პედროს ტრაკი“ ხვალ აუქციონზე გაიყიდება! შემდეგ ლუდს დალევენ, ისაუბრებენ. ელენე ძალიან ბევრ ლამაზ სიტყვას ეტყვის. პედრო ბედნიერი იქნება, ბედნიერი და დაბნეული. საიდან მოიგონა, რომ თილისმასთან არ წვებიან?! თილისმა მუდამ თან უნდა გქონდეს, ყელზე უნდა გეკიდოს ან შენს ბარძაყებს შორის უნდა იყოს მოქცეული მისი ფეხი. ჯანდაბას, პედრო! ძალიან იგვიანებს... დაიკიდა, ალბათ არც მოვა. ის თვითონ არი მაგარი და არა პედრო. პედროს თილისმა არ არსებობს. აკაკის დაურეკავს და ახლავე აქ გაჩნდება, მაგრამ არა! მასთან ურთიერთობა აღარ უნდა. ყველაფერს ყლაპავს, ყველაფერს ისრუტავს, ყველაფერს იმორჩილებს. მასთან თავს ძალიან უსუსურად გრძნობს. სჯობს, მარტომ დალიოს, გამოტყვრეს და დაიძინოს. კათხა შეავსო, საძინებელში შევიდა, სარკის წინ დადგა. საკუთარ ანარეკლს შეხედა, წელში გაიმართა, თავი მაღლა აწია და სასმისი მინაზე მიაკაკუნა. _ შენი სადღეგრძელო იყოს, ელენე, მაგარი ხარ, _ დაცალა, საწოლზე ჩამოჯდა, ბალიში იღლიის ქვეშ ამოიდო და თავი საწოლის თავს მიადო. რიჟრაჟი იყო, როცა გაეღვიძა. თავი სტკიოდა. საწოლის კიდეზე ჩამოდებული წვივი გაბუჟებოდა. წელი ძლივს აითრია, რამდენჯერმე შეტორტმანდა და დერეფნის კედელს მიეყუდა. ტუალეტიდან რომ გამოვიდა, თვალი მოჰკრა, რომ ვერანდაზე ვიღაც იჯდა. რუხი შარვალი და მწვანე მაისური ეცვა. თავი მაგიდაზე დაედო და ეძინა. ისევ უკან შებრუნდა, პირი დაიბანა, თმა დაივარცხნა, მძივი ყელზე მოილამაზა, კაბის დაჭმუჭნული ბოლოები ასე თუ ისე გაისწორა და ფეხაკრეფით გავიდა ვერანდაზე. პედროს მარცხენა მკლავი თავქვეშ ამოედო, მარჯვენით კი ტილოს ჩარჩოს დაყრდნობოდა. ელენე მის წინ ჩამოჯდა, ცარიელი ბოთლები მიწი-მოწია და როცა იდაყვები მაგიდაზე ჩამოდო და მაგიდა შეტოკდა, პედროს გაეღვიძა. _ ხომ მშვიდობაა, ქალბატონო ელენე? ეტყობა, ძალიან დავაგვიანე, რო მოვედი გეძინათ და აღარ გაგაღვიძეთ, _პედრომ თვალები მოიფშვნიტა. _ კი, კი, მშვიდობაა, კარგად ვარ, უბრალოდ ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი და ფული რო არ მომიცია, სანამ შემომეხარჯებოდა, დაგირეკე. ელენე ადგა, საძინებლიდან ფული გამოიტანა და მაგიდაზე დადო. პედრომ გაიცინა, სურათი მოაჯირს მოაცილა და მაღლა აწია. _ გახსოვთ, ქალბატონო ელენე, ამ ნახატმა ოლიმპიადაზე რომ გაიმარჯვა? თქვენ მოხვედით, მხარზე ხელი დამარტყით და მითხარით, პედრო, მაგარი ხარ, ჩემი თილისმა ხარო. მერე პიონერთა სასახლეში იყო გამოფენილი. გოგოები მიმყავდა ხოლმე, ნახეთ ეს მე ვარო, თავს ვაწონებდი. მოკლედ, მაგრად ვბლატაობდი. მერე თბილისის ომი რო დაიწყო, ბანდიტებით გაივსო სასახლე. მოვახერხე, შევედი და წამოვიღე. საძინებელში დავკიდე და რამდენჯერაც შევხედავდი, იმდენჯერ თქვენ მახსენდებოდით. ფულს არ ავიღებ. განა მე არ ვიცი, აქ მეტლახის დასაგებად რომ არ გჭირდებოდით. მეტლახამდე ამ სახლს ბევრი რამ აკლია. ელენეს უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ვერ დაალაგა. _ კარგი, ქალბატონო ელენე, თუ სხვა რამეში არ გჭირდებით, წავალ, არ მოგაცდენთ. პედრო ადგა, მაპატიეთ, გვიან რომ მოვედიო, მოიბოდიშა და გავიდა. როგორი ოფიციალურია და ცივი. მგონი, ბავშობაშიც ასეთი იყო, სულ ცდილობდა თავი ღირსეულად სჭეროდა. უკვე კიბეები ჩაირბინა, მალე ჭიშკარს გასცდება. ასე უბრალოდ არ უნდა გაუშვას! _ ნუ წახვალ, პედრო, გეხვეწები, ლუდი მოიტანე და მოდი, _ ჩასძახა ვერანდიდან.
მალე პედრო მოვა, ლუდს მოიტანს. ის ჭიშკართან დახვდება, ორივე ხელს წელზე შემოხვევს, მაგრად მიიკრავს, მერე მარჯვენას უკნიდან, შარვლში ჩაუცურებს, ტრაკზე უჩქმეტს და ხმამაღლა, ისე რომ მეზობლებმაც გაიგონ, იყვირებს: პედრო, ჩვენ გავიმარჯვეთ! შენი ტრაკი დღეს აუქციონზე გადის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. "ჭიშკართან ტოიოტას მელნისფერი სედანი გაჩერდა და მანქანიდან მაღალი ხმელ-ხმელი, ღია ფერებში ჩაცმული, კეფაზე თმებშეკრული კაცი გადმოვიდა"...- თედო გადმოვიდა ჯობია ჩემი აზრით, ამ კაცს ხომ უკვე ვიცნობთ...:)
ძალიან, ძალიან მომეწონა ელენე...-პერსონაჟი ყველაზე სრულყოფლი პერსონაჟია ჩემის აზრით...ყველა მისი ხასიათი , თვისება და ნიჭიც , ავტორის წყალობით, ისეთი გასაგები და ხელშესახებია, რომ მკითხველს,შენთვის კარგად ნაცნობი, ხორცშესხმული ელენე გიდგას თვალწინ...-ასეც უნდა იყოს, ის ხომ მთავარი გმირია აქ... ფინალი: "მალე პედრო მოვა, ლუდს მოიტანს. ის ჭიშკართან დახვდება, ორივე ხელს წელზე შემოხვევს, მაგრად მიიკრავს, მერე მარჯვენას უკნიდან, შარვლში ჩაუცურებს, ტრაკზე უჩქმეტს და ხმამაღლა, ისე რომ მეზობლებმაც გაიგონ, იყვირებს: პედრო, ჩვენ გავიმარჯვეთ! შენი ტრაკი დღეს აუქციონზე გადის!"
ვფიქრობ , პირდაპირ ასე რომ დამთავრებულიყო ...( ანუ , პირდაპირ მოქმედებით...ხელის ჩაცურებით და ა. შ...) ბევრად მოიგებდა მოთხრობა და არა ისე, როგორც დამთავრდა...ელენეს ფიქრებში ანუ...
მოკლედ ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რო კარგი პროზაიკოსი ხარ მეუდაბნოვევ შენ...ჩემი აპლოდისმენტებიც შენ...:-* "ჭიშკართან ტოიოტას მელნისფერი სედანი გაჩერდა და მანქანიდან მაღალი ხმელ-ხმელი, ღია ფერებში ჩაცმული, კეფაზე თმებშეკრული კაცი გადმოვიდა"...- თედო გადმოვიდა ჯობია ჩემი აზრით, ამ კაცს ხომ უკვე ვიცნობთ...:)
ძალიან, ძალიან მომეწონა ელენე...-პერსონაჟი ყველაზე სრულყოფლი პერსონაჟია ჩემის აზრით...ყველა მისი ხასიათი , თვისება და ნიჭიც , ავტორის წყალობით, ისეთი გასაგები და ხელშესახებია, რომ მკითხველს,შენთვის კარგად ნაცნობი, ხორცშესხმული ელენე გიდგას თვალწინ...-ასეც უნდა იყოს, ის ხომ მთავარი გმირია აქ... ფინალი: "მალე პედრო მოვა, ლუდს მოიტანს. ის ჭიშკართან დახვდება, ორივე ხელს წელზე შემოხვევს, მაგრად მიიკრავს, მერე მარჯვენას უკნიდან, შარვლში ჩაუცურებს, ტრაკზე უჩქმეტს და ხმამაღლა, ისე რომ მეზობლებმაც გაიგონ, იყვირებს: პედრო, ჩვენ გავიმარჯვეთ! შენი ტრაკი დღეს აუქციონზე გადის!"
ვფიქრობ , პირდაპირ ასე რომ დამთავრებულიყო ...( ანუ , პირდაპირ მოქმედებით...ხელის ჩაცურებით და ა. შ...) ბევრად მოიგებდა მოთხრობა და არა ისე, როგორც დამთავრდა...ელენეს ფიქრებში ანუ...
მოკლედ ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რო კარგი პროზაიკოსი ხარ მეუდაბნოვევ შენ...ჩემი აპლოდისმენტებიც შენ...:-*
10. ძალიან მომეწონა. საინტერესოდ წერთ, ნიჭიერად! ძალიან მომეწონა. საინტერესოდ წერთ, ნიჭიერად!
9. ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“ * * * დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში, გასული თვის რჩეული ნაწარმოებებისა და რჩეული ავტორების გამოსავლენად. დაწვრილებით: მთავარ გვერდზე ავტორი: მეუდაბნოვე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 2 3 4 5
3 ივლისი, 2017 პედროს ტრაკი(დასასრული)
ელენეს მოლბერტი აივანზე დაედგა. დილის მზისთვის ზურგი შეექცია და ფართოდ გახსნილი ვიტრაჟიდან დერეფანში იყურებოდა. ჩვევად ჰქონდა, როცა ნახატზე ფიქრობდა, არ შეეძლო ფუნჯი უბრალოდ სჭეროდა, მუდამ ხელში ათამაშებდა და მის სამოსელსა და მკლავებზე უნებლიედ ჩნდებოდა საღებავის ლაქები.
ტილოზე მეწამული ფერი ბატონობდა, ქალაქის რელიეფის კონტურები მამაკაცის შუაზე გახლეჩილი სხეულის მუსკულატურას შეზრდოდა. შედედებული სისხლის ფერი მტკვარი გოლიათის ყელთან გადახსნილი არტერიიდან მოედინებოდა და ნეკნებში მიძვრებოდა. გარდა თუბალის სახისა, პროპორციები დარღვეული იყო. მხატვარს ქალაქის სიძველეები _ მეტეხი, ნარიყალა, სიონი წინ წამოეწია, ნათელ ფერებში გადაეწყვიტა და აშკარად ჩრდილავდა თანამედროვე გიგანტებს. ელენე კმაყოფილი იყო. ტილო დაახლოებით ისეთი გამოდიოდა, როგორიც ჩანაფიქრში ჰქონდა. ახლა ცალკეული დეტალი უნდა დახვეწოს და ერთ-ორ დღეში სურათი მზად იქნება.
პედროს დერეფნის ნახევარზე მეტი უკვე დაეგო. აბაზანის მხრიდან მოუყვებოდა და მუდამ აივნისგან ზურგშექცევით მუშაობდა. ძველი შინდისფერი პერანგი ეცვა, მუდამ დაჩოქილი ან წაღუნული შრომობდა, რუხი სპორტული შარვალი მუდამ თეძოებს ქვემოთ ეჩაჩებოდა და ერთთავად მის აწევაში იყო.
რა არის, ქამარს ვერ შემოირტყამს, რისთვის მოვიყვანე? ეს მეტლახი სულ არ მჭირდებოდა. მისი სახის დახატვა მინდოდა და ის კიდევ მარტო ტრაკს მიჩვენებს, გაიფიქრა ელენემ, გაიცინა და მოლბერტიდან თუბალისი ჩამოხსნა. მერე აივნის მოაჯირს მიაყუდა და სიგარეტს მოუკიდა. მოლბერტზე სხვა ჩარჩო დადო, ფუნჯი მოიმარჯვა და პირზე ღიმილგადაკრული გამალებული შეუდგა ხატვას. მის ხელში ფუნჯი ასე მორჩილი არასოდეს ყოფილა, ის თითქოს თავისით დადიოდა, მის გონებაში ფერთა შეხამება უმალ იქმნებოდა და ტილოს ერწყმოდა. მზე უკვე გადაწვერილიყო, ძლიერი დაღლა რომ იგრძნო. თითქოს ბურუსიდან ამოცურა, უკან დაიხია, მოაჯირს მიეყრდნო და ნახატს შეხედა. რაც მეტად აკვირდებოდა და მის თითოეულ დეტალს სჭვრეტდა, მით უფრო თვითკმაყოფილება იპყრობდა და შემოქმედებითი ტკბობით ივსებოდა. სურათზე ცისფერი დომინირებდა: გრძელი უსასრულობაში ჩაკარგული ცისფერი დერეფანი... დერეფნის დასაწყისში ერთმანეთს მიწყობილი მუქი ლურჯი ფილები, წითელი თარაზო, ფილების საჭრელი რუხი ხელსაწყო და მუხლებზე მდგარი წინ წახრილი ხელოსანი, რომელსაც ჩაწეული შარვლიდან დუნდულები და შუა ხაზი მოუჩანდა. მას მარჯვენა ხელი თარაზოზე ედო, ხოლო მარცხენით ცდილობდა შარვალი აეწია და შიშველი ადგილი დაემალა. ეს არ იყო მეტლახის დაგების უბრალო პროცესის ასახვა. ის ადამიანის მთელ ცხოვრებას გამოხატავდა. ყოველ შემთხვევაში, ელენეს ასე მიაჩნდა. _ მთელი ცხოვრება ვითომ რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცას ველოლიავებით, რაღაცას ვუფრთხილდებით, ვფარისევლობთ, სხვებს სხვაგვარად ვაჩვენებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს რაღაცა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი საკუთარი უკანალი. დიახ, საკუთარ ტრაკს ვუფრთხილდებით და ველოლიავებით. ნეტა რა უნდა დაარქვას ამ ნახატს. „პედროს ტრაკი“? არა, ძალიან ვიწროთემატური და ვულგარულია... აბა, მაშ რაღა _ „ცხოვრება“? არა, ძალიან აბსტრაქტულია. ჯანდაბას, მოიფიქრებს მერე რამეს. უცებ ფიქრებიდან გამოერკვა, საათს დახედა და შეკრთა. _ ფრიდონ, მაპატიე, მუშაობამ ისე გამართო, რომ სადილი დაგიგვიანე. ელენემ სახელდახელოდ გააკეთა პომიდორის სალათი, ძეხვი ჩაჭრა და ის იყო პედროსთვის უნდა დაეძახა, რომ ტელეფონმა დარეკა. თედო იყო. უთხრა, რომ მასთან სტუმრობას და ნახატების გაცნობას აპირებდა. ვითომ არაფერი და, ელენეს გული აუჩქროლდა. ეს ხუთი დღეა მთელი იმედები ამ კაცს მიაბა და ახლა თედოს სტუმრობა მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს, რომ თუბალისი თითქმის დაამთავრა და თედო პირველი შემფასებელი უნდა ყოფილიყო. ელენეს ნახატები მანსარდაში ჰქონდა გამოფენილი. ეს ის ტილოები იყო, რომლებიც ეძვირფასებოდა და მშრალ ხიდზე გასატანად ვერ იმეტებდა. „თუბალისი“ და „პედროს ტრაკიც“ იქ აიტანა და კაი ხნის გასაწმენდ-დასალაგებელი ოთახის მოწესრიგებას შეუდგა. ეს საქმე ძალიან არ ეხერხებოდა და ყველაფერს სწრაფად და ზედაპირულად აკეთებდა. ისე რომ, ტილოებიდან მტვრის გადაწმენდა გამორჩა და როცა აბაზანიდან გამოვიდა და აშკარად შეამჩნია, საკუთარ თავზე გაბრაზდა, მაგრამ საგულდაგულოდ მაინც არ გადაუწმენდია, გულმოდგინე ის მხოლოდ ხატვისას იყო, დანარჩენი ყველაფერი ზერელე იცოდა, დაწყებული სახლის დალაგებიდან დამთავრებული ადამიანებთან ურთიერთობით. თუმცა ახლა თედოს ვიზიტი დიდ ამბად მიაჩნდა და სურდა, მასზე შთაბეჭდილება მოეხდინა. აივანიც ჩვეულ სტილში ზერელედ გადაგავა. საძინებელიც ასე თუ ისე მიალაგა და გარდერობში ღრმად შეტენილი ზოლებიანი სარაფანიც იპოვა, რომელიც დაჭმუჭნული, მაგრამ, ღვთის წყალობით, გარეცხილი აღმოჩნდა. ზერელედ გააუთოვა, მერე რომ ჩაიცვა, კალთაზე ნაკეცები შეამჩნია. გახდა დაეზარა და შეეცადა ჩაცმულზე უთო გადაესვა, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ შეიძლებოდა თეძო დაეწვა, ხელი ჩაიქნია. სუნამოების დიდი მოყვარული არ იყო და არჩევანიც დიდი არ ჰქონდა. იტყოდა ხოლმე, რა მნიშვნელობა აქვს რას დავისხამ, მაინც სიგარეტის სუნი უნდა ამივიდესო და ერჩია მეტად მძაფრი, უფრო მამაკაცური სურნელი, რადგან თვლიდა, რომ თამბაქოს არომატთან ის უფრო ჰარმონიული იყო. სამი მძივი ჰქონდა _ მარგალიტის, ძოწის და გიშრის. ქალის ყელზე ის სხვა ქვებს არც აღიარებდა _ არაბუნებრივად მიაჩნდა, მაგრამ მეზღვაურის მაისურის ზოლებიან სარაფანს მხოლოდ ვერცხლის წვრილი ძეწკვი მოახდომა. ასე რომ, თედოსთან შეხვედრისთვის, შეძლებისდაგვარად, საგულდაგულოდ მოემზადა და როცა აივნის მხრიდან დერეფანში შემოვიდა და პედროს თვალებს შეეჯახა, შეკრთა. პედრო ჩაცუცქულიყო, მეტლახის ფილას ასწორებდა და ელენემ შეამჩნია, რომ შარვალზე ქამარი ეკეთა. ალბათ ჩემი სურათი ნახაო, გაიფიქრა, გაწითლდა და ამ დროს პედრომაც შეხედა. რაღაცნაირი, დარცხვენილი და დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, მის გამოხედვაში დარდიმანდული სიხალისე გამქრალიყო. _ ქალბატონო ელენე, ცოტა ადრეა, მაგრამ წავალ. ორ დღეზე მეტს მაინც არ შეგაწუხებთ, ისეც და ასეც ორ დღეში მოვრჩები. ელენემ ხმა არ გასცა. მხოლოდ თავი დაუქნია და ვითომ სიმყარის შესამოწმებლად მეტლახზე გაიარ-გამოიარა, თან ცდილობდა, გრაციოზული ყოფილიყო. _ ქალბატონო ელენე, სტუმარს ელოდებით ხომ? ელენემ კვლავ თავი დაუქნია. _ ის სტუმარი კარგი კაცია? ელენემ გადაიკისკისა. _ ის სტუმარი მპირდება, რომ ნახატებს გამიყიდის. რა ვიცი, კარგი კაცია. _ იმ კარგ კაცს შეიძლება თქვენი იდაყვები არ მოეწონოს_ ჭუჭყიანი გაქვთ. ქალი უცებ შეიშმუშნა ორივე მკლავი გადმოატრიალა და სცადა იდაყვებზე დაეხედა. _ ფრიდონ, მხატვარ ქალთან არ გირჩევ ურთიერთობას, ის ექსცენტრულია და მუდამ ზეთის საღებავების სუნი ასდის. _ მე მიყვარს საღებავების სუნი, _ თქვა კაცმა მოწყენილი ხმით, სამუშაო ადგილი მიალაგა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად აბაზანაში შევიდა. პედრო წავიდა, სტუმრის მომლოდინე ელენე სახლში მარტო დარჩა, აივანზე გავიდა, მტვრითა და კვამლით დანისლულ ქალაქს გადახედა და გაახსენდა, რომ უკვე კვირაზე მეტია, ბავშვისთვის არ დაურეკავს. _ ცუდი დედა ვარ, _ ხმამაღლა თქვა, მობილური აიღო, დარეკვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. ახლა რომ დარეკოს, ბებიამისი გვერდით ეყოლება. ვითომ ძალიან ედარდება თავისი შვილი, უკვე თვეზე მეტია, არ უნახავს! _ მოუწევს ამ სიტყვების მოსმენა და ახლა ამის თავი ნაღდად არ აქვს. ხვალ დარეკავს, ზუსტად ზუსტად ათს რომ ხუთმეტი დააკლდება, პირველი გაკვეთილიდან რომ გამოვა. ჭიშკართან ტოიოტას მელნისფერი სედანი გაჩერდა და მანქანიდან მაღალი ხმელ-ხმელი, ღია ფერებში ჩაცმული, კეფაზე თმებშეკრული კაცი გადმოვიდა. ელენემ აივნიდან ხელი დაუქნია და შესაგებებლად საფეხურები ჩაირბინა. თედომ მარჯვენა ხელი ქალს ბეჭებზე მოხვია, დაიხარა, ლოყაზე აკოცა და ეტიკეტით დადგენილ დროზე მეტხანს ჰყავდა ასე მიხუტებული. ელენეს ცხვირში ეცა სუნამოს უჩვეულოდ ტკბილი სუნი. _ საყვარელო, დიდი დრო არ მაქვს, მხოლოდ ერთი საათი. ნახატებს ვნახავ, არც ყავა მინდა, არც ლუდი. ერთიც და მეორეც აღაგზნებს და მერე... _ უცნაურად გაიპრანჭა და გააგრძელა, _ გუშინ ბიჭებთან ვიყავი, არც ერთი წინ არ წასულა. გივის ხატების ხატვა დაუწყია და მის ნამუშევრებს მართლმადიდებლური ხატწერის სტილი გასდევს. რა ამბავია ეს სიბრტყე, სქელი კონტური და უხეში ჩრდილები... რა უნდა მომწონებოდა, არ ვიცი. სიმართლე გითხრა, გული დამწყდა. ვალიკოს ხუთი-ექვსი ტილო აქვს სერიოზული ნატურალისტური, მაგრამ დანარჩენი თბილისის ძველი უბნების ბანალური პეიზაჟებია. _ რა ქნან ბიჭებმა, _ ელენე მანსარდის კიბეზე დაწინაურდა, _ ეკლესია და ტურისტი, ძირითადად ეს ორი შემკვეთია. გივის გაუმართლა _ მღვდლებს მოსწონთ მისი ხატწერა. ამ საქმით ფულს შოულობს. ტურისტები კი სამახსოვროდ თბილისის იაფასიან პეიზაჟებს ეტანებიან. ელენემ მანსარდის კარი შეხსნა. ორპირმა ქარმა ირიბ კედლებზე თოკით ჩამოკიდებული სურათები აათამაშა. _ აი, ეს არის ჩემი ნაშრომი და აი, შენც აქ ხარ! _ თქვა ქალმა, ნახატებს შორის გაიარა, ფანჯარა დახურა, შემდეგ უკან დაბრუნდა, კაცს წელზე ხელი მოხვია, მიეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა: _ ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება, მე სხვა არაფერი გამაჩნია და ძალიან მკაცრი ნუ იქნები, გულს ძალიან ნუ მატკენ, რა... თედომ ქალი რბილად მოიცილა, მისთვის არც შეუხედავს, ჩაფიქრებული სახით ათვალიერებდა ნახატებს, თითოეულთან ჩერდებოდა, დისტანციას იცვლიდა. ელენე ფანჯრის რაფას თეძოთი მიყრდნობოდა, უცქერდა, უნდოდა მის სახეზე ემოცია წაეკითხა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, როგორც დამნაშავეს, რომელსაც ეს-ესაა მოსამართლე განაჩენს გამოუტანს, მაგრამ, რაც დრო გადიოდა ქალს სიმხნევე ემატებოდა და როცა თედომ ბოლო ნახატიც ჩაამთავრა, ელენე უკვე ყველაფრისთვის მზად იყო. მას შეეძლო განაჩენი მოესმინა. _ თედო, წეღან ვიხუმრე, ობიექტური იყავი. ილუზიაში ყოფნა არ მიყვარს, სინამდვილე მირჩევნია. რას იტყვი? თედო ერთხანს თავდახრილი იდგა, მარცხენა ხელით ნიკაპს ისრესდა. შემდეგ გაიმართა და ქალს შეხედა. _ სიმართლე გითხრა, არ მოველოდი. გადაჭარბების გარეშე გეუბნები, დავტკბი. არის სადღაც რაღაც-რაღაცა უმნიშვნელო ხარვეზები, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს მხატვრობაა. შენ მაგ კაცებს ბევრად აღემატები. ამას არ მოველოდი, მიხარია. ელენეს მღელვარებისგან კეფაზე მოწოლილი სისხლი ფეხებში ჩაეღვარა, ერთბაშად მოდუნდა. წამიერად სახსრები მოეკვეთა, ჩაჯდა, იდაყვები მუხლებზე დაიბჯინა და სახე ხელებში ჩარგო. რამდენიმე წამი ასე იყო, სანამ ხელისგულებმა სისველე არ იგრძნეს. ცრემლი მოიწმინდა, ადგა და გაიღიმა: _ მადლობა, თედო, გამახარე. თედომ საათზე დაიხედა. _ მოდი, ლამაზო, ყველა ნახატი ახლა ერთად გავიაროთ, _ თქვა, ტილოებს ხელახლა მიუბრუნდა, თან თითოეულს აზარტითა და უხვსიტყვაობით განიხილავდა და როცა ფართო ტილოსთან გაჩერდა, თავი დააქნია და თქვა: _ ამაზე შინაარსიანი თბილისის სურათი მე არ მინახავს. კაცის ნეკნებზე გაშენებული ქალაქი... დიდებულია, ეს სტატიკურ შენობებს დინამიკას სძენს, აცოცხლებს და იმ ადამიანებს გვახსენებს, ვინც ამ ქალაქის მშენებლობაში ოფლი დაღვარა. რა ქვია ამ ნახატს? _ თუბალისი. _ უბრალოდ თბილისი? _ არა, თუბალისი, _ ელენემ სიტყვა დამარცვლა და ღიმილით შეხედა. _ აუ, როგორ ვერ მივხვდი?! დიდებულია, საოცრებაა! ცოტა დახვეწა კი უნდა. _ ჰო, დასამთავრებელია. _ აქ სულ რამდენია? _ თქვა თედომ და დათვლა დაიწყო, _ ოცდაშვიდია. აქედან ოცი თავისუფლად აირჩევა. თვის ბოლოს მივდივარ. მანამდე ელექტრონული ალბომი უნდა გავაკეთოთ. ტრანსპორტირებისთვის ტილოები ჩარჩოებიდან უნდა გადავაძროთ. მერე იქ დავამზადებინებ, მყავს ხალხი... გადაჭიმავენ და საგამოფენოდ მოამზადებენ. ჰო, მანამდე მინდობილობა დამჭირდება, ნოტარიულად უნდა გამიფორმო და კიდევ, რომ იცოდე, მერე გაუგებრობა რომ არ იყოს, გაყიდულიდან თანხის ოც პროცენტს გალერეა იტოვებს. ამ ეტაპზე, ღმერთმა ქნას და გაიყიდოს, მხოლოდ ჩემს ხარჯს ავიღებ. ცნობილ კრიტიკოსებს ვიცნობ, შევეცდები, რეცენზია დავაწერინო. ესეც ხარჯია, მაგრამ ხარჯად ღირს. ეს მყიდველზე მოქმედებს. _ რა კარგი ბიჭი ხარ, თედო, _ ელენემ კაცს წელზე ხელი მოხვია და მიეხუტა, _ ჩემი კეთილი ბიჭი... _ თქვა და ცხვირში ისევ იმ უცნაურად ტკბილმა სუნამოს სუნმა შეუღიტინა. _ ეს რა არის? _ დაიხარა თედო და მანსარდის ირიბი კედლის სიღრმიდან პირქვე დაგდებული ნახატი გამოიღო და გადმოაბრუნა. ელენე შეცბა _ ტილოდან არგენტინის ნაკრების მაისურში გამოწყობილი პედრო უღიმოდა. უცებ ენა დაება და არ იცოდა, რა ეთქვა. _ ბავშობის ნამუშევარია. ოცდაოთხი წლის წინ ამან ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მოსწავლე ახალგაზრდობის საგამოფენო დარბაზში იყო გამოფენილი. ომი რომ დაიწყო, იქაურობა გაძარცვეს და ეს ტილოც გაქრა. _ ბავშვის კვალობაზე, ვერ დაიწუნებ,_ თქვა თედომ და ტილო კედლის სიღრმეში აკურატულად შედო. ელენეს თედოს სიტყვები არც გაუგია. ალბათ ნახატი პედროს ჰქონდა. სხვა ვინ შეიძლება ყოფილიყო? ალბათ მან მოიტანა, ჩუმად დადო. რა სირცხვილია! რად უნდოდა ეს კუკუდამალობანა, თავიდანვე გამოცნაურებოდა. მაგრამ ჯანდაბას, რაც არის, არის! პედროც ხომ აჰყვა ამ თამაშში და... _ ბირკის გაკეთება ამისთვისაც დაგვიწყებია. საინტერესო ნახატია. რა ჰქვია? _ არ ვიცი, ახალია, ჯერ სახელი ვერ მოვიფიქრე, _ ელენემ გადაიკისკისა, _ ჯერჯერობით პედროს ტრაკს ვეძახი. მერე მოვიფიქრებ რამეს. _ ხელოსანი ფილებს აგებს. ლურჯფილებიანი დერეფანი უსასრულობაში იკარგება და ცას ერწყმის. მოიცა, ამას ცის ბილიკი რომ დავარქვათ, როგორი იქნება? _ არ ვიცი. ერქვას თუნდაც „ცის ბილიკი“, _ ქალმა ისევ გადაიკისკისა, _ მაგრამ ჩემთვის ეს ტილო მაინც „პედროს ტრაკია“.
პედრო დილით ადრიანად მოვიდა. ელენეს ეუცნაურა, როცა ის რუხ შარვალში და შავ მოკლე პიჯაკში გამოწყობილი ნახა. ნამდვილად უხდებოდა, მაგრამ რაღაც შეუსაბამოდ მოეჩვენა, რადგან ქალსთვის პედრო გახეხილ ჯინსსა და გახუნებულ მაისურში ჩაცმული უფრო ბუნებრივად და თავისად მიაჩნდა. უცებ ელენემ აღმოაჩინა, რომ ბიჭი არგენტინის ნაკრების მაისურით და ბუმბერაზი, რომლის სხეულზედაც თბილისია აშენებული, ყალბია _ პირველი მამამ შთააგონა, მეორე კი თედომ. ნაღდი, მისეული და უფრო შემოქმედებითი ეს „პედროს ტრაკია“. მანსარდში ავიდა, ტილო ჩამოხსნა, ვერანდაზე ჩაიტანა და მოლბერტზე დაამაგრა. პედრო გამოიცვლის, მეტლახის დაგებას დაიწყებს, თეძოდან შარვალი ჩაცურდება, დუნდულები გამოუჩნდება და ის ამ ნახატს დაამთავრებს. თედოს მახვილი თვალი აქვს, მან ამ ნახატში ცის ბილიკი დაინახა. ელენე შეძლებს, რომ ტილოზე პედრო იყოს წინ წამოწეული, პედრო მისი თილისმაა. კაცმა ტანსაცმელი გამოიცვალა, მუშაობას შეუდგა და ელენეს იმედი გაუცრუა: ძალიან მჭიდროდ ჰქონდა ქამარი შემოჭერილი. შარვალი წელს ქვემოთ არ ჩაცურებულა. თანაც პედრო მასთან ლაპარაკს გაურბოდა. რამდენჯერმე ელენემ რაღაც განყენებულ თემაზე სცადა საუბრის გაბმა, მაგრამ ვერაფრით აიყოლია. უცნაურად ცივი და მოწყენილი იყო. მეორე დღეს სამხრობისას კაცმა საქმე დაამთავრა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ისე წავიდა, რომ ელენეს არც დამშვიდობებია. ქალი ხატვით იყო გართული და თავი რომ აწია, შემოქმედებითი ირეალური სამყაროდან რომ გამოვიდა, პედრო უკვე აღარსად ჩანდა. ჯანდაბას, თუკი გაიპარა! არ უნდოდა ელენესთვის ფული გამოერთმია, დამშვიდობებოდა მაინც. ახლა რა უნდა, ქალმა ურეკოს და ეხვეწოს, მოდი, რომ გასამრჯელო მოგცეო? არა, ელენე არ შეეხვეწება! ეს რა ზრდილობაა?! ნაწყენია და არ დაურეკავს!
როცა თედომ ტილოები წაიღო, ელენე მღელვარებამ შეიპყრო, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს განკითხვის მოლოდინში ყოფილიყოს. ეს გრძნობა ერთი-ორი დღე გაჰყვა,შემდეგ რაღაცნაირად მოდუნდა და მოეშვა, არაფრის კეთება არ უნდოდა, ტელეფონზეც კი არ სურდა, ვინმეს დალაპარაკებოდა. დილიდან საღამომდე აივანზე იჯდა და ქალაქს გადაჰყურებდა. გუშინწინ ძლივს აითრია წელი და ბავშვის სანახავად წავიდა. ლუკას მორცხვი მზერა და ყოფილი დედამთილის ცინიკური ღიმილი შეეგება. დიდხანს ვერ გაჩერდა. ბავშვს ნახევარქათამას შეპირებული ნახატი აჩუქა, მოეფერა და წამოვიდა. ...ათი დღის წინ თედომ დაურეკა და უთხრა, რომ გალერეა დაითანხმა და ერთ კვირაში მის ტილოებს გამოფენდნენ. წესით, უკვე სამი დღეა, რაც მისი ნახატები გამოიფინა, თედო კი არ რეკავს. არც თვითონ დარეკავს. ანგარიშზე ფული არ აქვს, პედროსთვის მისაცემს კი არ უნდა, რომ მოაკლოს. მაგრამ ეს საბაბია _ რომ უნდოდეს ვინმეს სთხოვდა და ჩაურიცხავდნენ. სიმართლე ისაა, რომ ეშინია. ეშინია, რომ თედომ რამე ცუდი არ უთხრას. ჯანდაბას პედრო, დღეს მის ფულს ცოტას მოაკლებს, ლუდს იყიდის და ტელეფონის ანგარიშზე ჩარიცხავს. მაღაზიიდან დაბრუნდა. ახლა ლუდიც აქვს და თედოსაც შეუძლია დაურეკოს. აივანზე გავიდა, ჩამოჯდა, ლუდი პირდაპირ ყელიდან მოსვა, ბოთლი გაანახევრა და ის იყო დარეკვას აპირებდა, რომ ზარი შემოვიდა. ნომერს დახედა. თედოა! _ ალო! _ თქვა და ღრმად ამოისუნთქა. _ რა არი, რატომ არ რეკავ?! არ მითხრა, რომ ფეხებზე გკიდია, აქ რაც ხდება! _ არა, თედო, მეშინია. _ გეშინია კი არა და, ჭუკი ხარ! _ ჰო, ჭუკი ვარ... _ ჰო და, ჭუკო, კაი ამბავი მაქვს. უკვე ოთხი ტილო გაიყიდა, _ ელენეს ნერწყვი გადაეყლაპა და ხველა აუტყდა, _ „აკენკილი ვარსკვლავები“, „წარსული თვალის უპეებთან“ , „ღუმელი“ და „წყურვილი“. _ ვაიმე, თედო, მიყვარხარ! _ ძლივს შეწყვიტა ხველა. _ ხრჩობა შენ!.. კიდევ უფრო კაი ამბავი მაქვს... „ცის ბილიკს“ ერთდროულად სამი კლიენტი გამოუჩნდა და ხვალ ორ საათზე აუქციონზე გადის. საწყისი ფასი ორიათას ხუთასია. _ რა? რომელს? _ ელენემ ამოახველა. _ „ცის ბილიკი“... ვიღაცის ტრაკს რომ ეძახი, რა მოგივიდა? _ ვიღაცის ტრაკი? „პედროს ტრაკი“, „პედროს ტრაკი“... _ ქალს ხველა კისკისში შეერია. _ ... და კიდევ გალერეას უნდა, შენთან მუდმივი ხელშეკრულება გააფორმოს. _ მართლა? მიყვარხარ, თედო!
აუ, რა მაგარია. ახლა შეუძლია, დალიოს, მაგრად დალიოს, მაგრამ მარტოს არ უნდა. ადამიანებია საჭირო. სიხარული ტკივილივით ყოფილა, გვერდით ვინმე უნდა გყავდეს, თორემ მარტოს ყელში გაგეჭედება და დაგახრჩობს. იქნებ, ბიჭებს დაურეკოს. პედროს ფულს ცოტას კიდევ მოაკლებდა და სუფრას გაშლიდა. ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ დღეს მათთან არ ივარგებს. საწყალი ბიჭები, ისინი მისი სიხარულის მოზიარენი ვერ გახდებიან, შემოქმედებითი შური შეუშლით ხელს. ჯანდაბას, არავინ არ სჭირდება, ისევ მარტო დალევს. კიდევ ერთი ბოთლი გახსნა. ამ ჯერზე კათხაში ჩამოასხა, მოსვა და სიმსუბუქე იგრძნო. თითქოს რაღაც ბარგი ერთბაშად მოხსნოდეს. აუ, „პედროს ტრაკი“!... „პედროს ტრაკი“ ხვალ აუქციონზე... აუ, რა მაგარია! პედროა მაგარი, პედრო მისი თილისმაა! მაგრამ რატომ გაიპარა ასე?.. ახლა დაურეკავს და მოიყვანს. ახლავე აქ მოიყვანს! კათხა გამოცალა. _ ფრიდონ, ელენე ვარ. გაბრაზებული ვარ, რატომ გამეპარე? _ ... _ გეხვეწები, გელოდები, ახლავე მოდი! _ ... _ საქმე მაქვს, გადაუდებელი საქმე! _ ... _ რა და, ფული უნდა მოგცე და კიდევ... სხვა საქმეც მაქვს. _ ... _ ... პედრო, გეხვეწები, მოდი რა... _ ... პედრო მალე მოვა, მეტს აღარ დალევს, უნდა დაიბანოს, მოწესრიგდეს, მთვრალი ხომ არ დახვდება? აბაზანის კარი ღია დატოვა, პედროს ხმა რომ გაეგო. როცა მწვანით დაფოთლილ კაბას აუთოვებდა, ერთი ყური გარეთ ჰქონდა და როცა ყელზე მარგალიტის მძივს ირგებდა, მოეჩვენა, რომ ვიღაც შემოვიდა და გულაფანცქალებული ვერანდაზე გამოვარდა. იდგა მოაჯირთან და გადაჰყურებდა ქალაქს. უკვე მერამდენედ შევიდა საძინებელში და სარკეში თავი შეათვალიერა, პედრო კი არ ჩანდა. კიდევ ერთი ბოთლი გახსნა. კათხა შეავსო და მოსვა. მალე პედრო მოვა. ელენე ჭიშკართან არ შეეგებება. აქ დახვდება ვერანდაზე. მას ექნება დაბნეული სახე და ოდნავ წამოზრდილი წვერი. სად იყავი ამდენ ხანს, საზიზღაროო, უსაყვედურებს ქალი. მერე ხელებს გაშლის, წელზე შემოხვევს, ტუჩებს კისერთან მიუტანს და ოდნავ შეეხება. პედროს ექნება ოფლისა და მძაფრი ოდეკოლონის სუნი. მერე მარჯვენას უკნიდან შარვალში ჩაუცურებს, ტრაკზე წამოარტყამს და ხმამაღლა, ისე რომ მეზობლებმაც გაიგონ, იყვირებს: _ ჩვენ გავიმარჯვეთ, პედრო, შენმა თილისმამ გაიმარჯვა! „პედროს ტრაკი“ ხვალ აუქციონზე გაიყიდება! შემდეგ ლუდს დალევენ, ისაუბრებენ. ელენე ძალიან ბევრ ლამაზ სიტყვას ეტყვის. პედრო ბედნიერი იქნება, ბედნიერი და დაბნეული. საიდან მოიგონა, რომ თილისმასთან არ წვებიან?! თილისმა მუდამ თან უნდა გქონდეს, ყელზე უნდა გეკიდოს ან შენს ბარძაყებს შორის უნდა იყოს მოქცეული მისი ფეხი. ჯანდაბას, პედრო! ძალიან იგვიანებს... დაიკიდა, ალბათ არც მოვა. ის თვითონ არი მაგარი და არა პედრო. პედროს თილისმა არ არსებობს. აკაკის დაურეკავს და ახლავე აქ გაჩნდება, მაგრამ არა! მასთან ურთიერთობა აღარ უნდა. ყველაფერს ყლაპავს, ყველაფერს ისრუტავს, ყველაფერს იმორჩილებს. მასთან თავს ძალიან უსუსურად გრძნობს. სჯობს, მარტომ დალიოს, გამოტყვრეს და დაიძინოს. კათხა შეავსო, საძინებელში შევიდა, სარკის წინ დადგა. საკუთარ ანარეკლს შეხედა, წელში გაიმართა, თავი მაღლა აწია და სასმისი მინაზე მიაკაკუნა. _ შენი სადღეგრძელო იყოს, ელენე, მაგარი ხარ, _ დაცალა, საწოლზე ჩამოჯდა, ბალიში იღლიის ქვეშ ამოიდო და თავი საწოლის თავს მიადო. რიჟრაჟი იყო, როცა გაეღვიძა. თავი სტკიოდა. საწოლის კიდეზე ჩამოდებული წვივი გაბუჟებოდა. წელი ძლივს აითრია, რამდენჯერმე შეტორტმანდა და დერეფნის კედელს მიეყუდა. ტუალეტიდან რომ გამოვიდა, თვალი მოჰკრა, რომ ვერანდაზე ვიღაც იჯდა. რუხი შარვალი და მწვანე მაისური ეცვა. თავი მაგიდაზე დაედო და ეძინა. ისევ უკან შებრუნდა, პირი დაიბანა, თმა დაივარცხნა, მძივი ყელზე მოილამაზა, კაბის დაჭმუჭნული ბოლოები ასე თუ ისე გაისწორა და ფეხაკრეფით გავიდა ვერანდაზე. პედროს მარცხენა მკლავი თავქვეშ ამოედო, მარჯვენით კი ტილოს ჩარჩოს დაყრდნობოდა. ელენე მის წინ ჩამოჯდა, ცარიელი ბოთლები მიწი-მოწია და როცა იდაყვები მაგიდაზე ჩამოდო და მაგიდა შეტოკდა, პედროს გაეღვიძა. _ ხომ მშვიდობაა, ქალბატონო ელენე? ეტყობა, ძალიან დავაგვიანე, რო მოვედი გეძინათ და აღარ გაგაღვიძეთ, _პედრომ თვალები მოიფშვნიტა. _ კი, კი, მშვიდობაა, კარგად ვარ, უბრალოდ ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი და ფული რო არ მომიცია, სანამ შემომეხარჯებოდა, დაგირეკე. ელენე ადგა, საძინებლიდან ფული გამოიტანა და მაგიდაზე დადო. პედრომ გაიცინა, სურათი მოაჯირს მოაცილა და მაღლა აწია. _ გახსოვთ, ქალბატონო ელენე, ამ ნახატმა ოლიმპიადაზე რომ გაიმარჯვა? თქვენ მოხვედით, მხარზე ხელი დამარტყით და მითხარით, პედრო, მაგარი ხარ, ჩემი თილისმა ხარო. მერე პიონერთა სასახლეში იყო გამოფენილი. გოგოები მიმყავდა ხოლმე, ნახეთ ეს მე ვარო, თავს ვაწონებდი. მოკლედ, მაგრად ვბლატაობდი. მერე თბილისის ომი რო დაიწყო, ბანდიტებით გაივსო სასახლე. მოვახერხე, შევედი და წამოვიღე. საძინებელში დავკიდე და რამდენჯერაც შევხედავდი, იმდენჯერ თქვენ მახსენდებოდით. ფულს არ ავიღებ. განა მე არ ვიცი, აქ მეტლახის დასაგებად რომ არ გჭირდებოდით. მეტლახამდე ამ სახლს ბევრი რამ აკლია. ელენეს უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ვერ დაალაგა. _ კარგი, ქალბატონო ელენე, თუ სხვა რამეში არ გჭირდებით, წავალ, არ მოგაცდენთ. პედრო ადგა, მაპატიეთ, გვიან რომ მოვედიო, მოიბოდიშა და გავიდა. როგორი ოფიციალურია და ცივი. მგონი, ბავშობაშიც ასეთი იყო, სულ ცდილობდა თავი ღირსეულად სჭეროდა. უკვე კიბეები ჩაირბინა, მალე ჭიშკარს გასცდება. ასე უბრალოდ არ უნდა გაუშვას! _ ნუ წახვალ, პედრო, გეხვეწები, ლუდი მოიტანე და მოდი, _ ჩასძახა ვერანდიდან.
მალე პედრო მოვა, ლუდს მოიტანს. ის ჭიშკართან დახვდება, ორივე ხელს წელზე შემოხვევს, მაგრად მიიკრავს, მერე მარჯვენას უკნიდან, შარვლში ჩაუცურებს, ტრაკზე უჩქმეტს და ხმამაღლა, ისე რომ მეზობლებმაც გაიგონ, იყვირებს: პედრო, ჩვენ გავიმარჯვეთ! შენი ტრაკი დღეს აუქციონზე გადის!
კომენტარები (8) ილუსტრაციები (0) რეცენზიები (0) კომენტარის დამატება დამატება 8. 5 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ კომენტარის რედაქტირებასაოცარია სრულყოფილებაა აქ სავსებით პირამდე სავსე ოქროცურვილით ვერცხლის თასი მოვარაყებული მძივივით ასხმული და შეხამებული სიტყვები წინადადებებთან, აზრებთან და ჩანაფიქრთად, ნატიფად როგორც ფუნჯი ნახატის დასასრულს.
სიმართლე გითხრათ ნაწარმოების სათაურმა დანახვისას ხელი მკრა და შორს გადაამაგდო, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი ცდუნებას და ნეფერტარის აღტაცებამ შემომაფრინა ამ ულამაზეს სმყაროში და დიდად კმაყოფილიც დავრჩი, სული შეივსო რაღაც საინტერესოდ.
გმადლობთ, გმადლობთ.
პ.ს. ამის წაუკითხავად დიდ დანაკლისს ვერასოდეს შევივსებდი, რომელსაც ვერასოდეს ვეზიარებოდი და ეს სულიერი სიამენიც ვერ მომეფინებოდა ასე სალბუნად.. ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“ * * * დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში, გასული თვის რჩეული ნაწარმოებებისა და რჩეული ავტორების გამოსავლენად. დაწვრილებით: მთავარ გვერდზე ავტორი: მეუდაბნოვე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 2 3 4 5

პ.ს. ამის წაუკითხავად დიდ დანაკლისს ვერასოდეს შევივსებდი, რომელსაც ვერასოდეს ვეზიარებოდი და ეს სულიერი სიამენიც ვერ მომეფინებოდა ასე სალბუნად..
8. საოცარია სრულყოფილებაა აქ სავსებით პირამდე სავსე ოქროცურვილით ვერცხლის თასი მოვარაყებული მძივივით ასხმული და შეხამებული სიტყვები წინადადებებთან, აზრებთან და ჩანაფიქრთად, ნატიფად როგორც ფუნჯი ნახატის დასასრულს.
სიმართლე გითხრათ ნაწარმოების სათაურმა დანახვისას ხელი მკრა და შორს გადაამაგდო, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი ცდუნებას და ნეფერტატის აღტაცებამ შემომაფრინა ამ ულამაზეს სმყაროში და დიდად კმაყოფილიც დავრჩი, სული შეივსო რაღაც საინტერესოდ.
გმადლობთ, გმადლობთ.
პ.ს. ამის წაუკითხავად დიდ დანაკლისს ვერასოდეს შევივსებდი, რომელსაც ვერასოდეს ვეზიარებოდი და ეს სულიერი სიამენიც ვერ მომეფინებოდა ასე სალბუნად..
საოცარია სრულყოფილებაა აქ სავსებით პირამდე სავსე ოქროცურვილით ვერცხლის თასი მოვარაყებული მძივივით ასხმული და შეხამებული სიტყვები წინადადებებთან, აზრებთან და ჩანაფიქრთად, ნატიფად როგორც ფუნჯი ნახატის დასასრულს.
სიმართლე გითხრათ ნაწარმოების სათაურმა დანახვისას ხელი მკრა და შორს გადაამაგდო, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი ცდუნებას და ნეფერტატის აღტაცებამ შემომაფრინა ამ ულამაზეს სმყაროში და დიდად კმაყოფილიც დავრჩი, სული შეივსო რაღაც საინტერესოდ.
გმადლობთ, გმადლობთ.
პ.ს. ამის წაუკითხავად დიდ დანაკლისს ვერასოდეს შევივსებდი, რომელსაც ვერასოდეს ვეზიარებოდი და ეს სულიერი სიამენიც ვერ მომეფინებოდა ასე სალბუნად..
7. მადლობა, ნეფერტარ.
მადლობა, ნეფერტარ.
6. ავტორო, "არ დაგინდობ" ნამდვილად. გახსოვს ალბათ წაკითხვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვწერ ხოლმე კომენტარს, მაქვს რაღაც პატარა რეკომენდაციები პედროს ამბებთან დაკავშირებით და დავწერ მალე.
არც "ღორის თავის" ამბები დამვიწყებია სხვათაშორის. "ვერ მოვიცალე" - არაა ის თემა რამაც ხელი შემიშალა, უფრო აქტუალური პრობლემები მქონდა, რომლებმაც ოდნავ იკლეს რაოდენობითაც და სიმძაფრითაც.... ასე რომ ვალს გადავიხდი.
მიხარია რომ აქ ხარ და წერ, სხვადასხვანაირი თემები, სიუჟეტები, სახეები, შინაარსი, ტრაგედია, ტრაგიკომიზმი, იუმორი. პუბლიცისტიკა, ყველაფერი გამოგდის როგორც ჭეშმარიტად ღრმად მოაზროვნეს. დღეები მაქვს ნაფიქრი შენს რამდენიმე მოთხრობაზე, არ გამიკვირდა კახა გრძელიშვილს "ნესა" რომ მოეწონა. ზუსტად ვიცი რა შთაბეჭდილებასაც მოახდენდა მასზე.
ძალიან ვამაყობ შენით, მიხარია რომ გიცნობ და მადლობელი ვარ რომ წერ.
ღრმა პატივისცემით,
ავტორო, "არ დაგინდობ" ნამდვილად. გახსოვს ალბათ წაკითხვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვწერ ხოლმე კომენტარს, მაქვს რაღაც პატარა რეკომენდაციები პედროს ამბებთან დაკავშირებით და დავწერ მალე.
არც "ღორის თავის" ამბები დამვიწყებია სხვათაშორის. "ვერ მოვიცალე" - არაა ის თემა რამაც ხელი შემიშალა, უფრო აქტუალური პრობლემები მქონდა, რომლებმაც ოდნავ იკლეს რაოდენობითაც და სიმძაფრითაც.... ასე რომ ვალს გადავიხდი.
მიხარია რომ აქ ხარ და წერ, სხვადასხვანაირი თემები, სიუჟეტები, სახეები, შინაარსი, ტრაგედია, ტრაგიკომიზმი, იუმორი. პუბლიცისტიკა, ყველაფერი გამოგდის როგორც ჭეშმარიტად ღრმად მოაზროვნეს. დღეები მაქვს ნაფიქრი შენს რამდენიმე მოთხრობაზე, არ გამიკვირდა კახა გრძელიშვილს "ნესა" რომ მოეწონა. ზუსტად ვიცი რა შთაბეჭდილებასაც მოახდენდა მასზე.
ძალიან ვამაყობ შენით, მიხარია რომ გიცნობ და მადლობელი ვარ რომ წერ.
ღრმა პატივისცემით,
5. მადლობა ყველას. მადლობა ,კახა, მადლობა, ჯონათან, მადლობა, ნრფერტარ, მადლობა ჰარირამა, რომ წაიკითხეთ. მე ვიცი რომ ეს ნოველა სრულყოფილი არ არის. სადღაცას შებორკდით, სადღაც ამბავი ბუნდოვანი იყო, სადღაც შეიძლება თხრობა ზედმეტად გაიწელა, რაღაცა ალოგიკური იყო, შეიძლება რაღაც ლაფსუსიც გამეპარა. არ მიყვარს, როცა ~დამინდობენ~ - არაფრის მომცემია. ჰარირამა, ჩვენს ბავშობაში იყო ეგ კანფეტი, ძალიან მიყვარდა. პედრო ალბათ მაგ კანფეტიდანაა. გემო ეხლაც მახსოვს.მაგრამ ყველაზე მეტად “პედრო“ მიყვარდა, მაშინ ძვირი და იშვიათი იყო. კლასელი მყავდა ქეთინო ბატიაშვილი, მამამისი კომუნისტი მოხელე იყო, ვცემდი ხოლმე. რამდენჯერმე მამამისის მძღოლმა გამირჩია „საქმეები“. მაგრამ არ შევშინდი, უფრო მეტად ვურტყამდი. მერე ეტყობა ოჯახურმა საბჭომ განიხილა ეს ამბავი და შემდეგნაირად გადაწყვიტა: ქეთინოს ყოველ დღე „პედრო“ მოჰქონდა. მაგარი იყო, დაღეჭავდი, გაბერავდი. მაშინ მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი და ეგ გოგო ბოლოს მგონი შემიყვარდა კიდეც. ამ მოთხრობაში რაღაც-რაღაცა ალბათ ამისი გამოძახილიცაა. მადლობა ყველას. მადლობა ,კახა, მადლობა, ჯონათან, მადლობა, ნრფერტარ, მადლობა ჰარირამა, რომ წაიკითხეთ. მე ვიცი რომ ეს ნოველა სრულყოფილი არ არის. სადღაცას შებორკდით, სადღაც ამბავი ბუნდოვანი იყო, სადღაც შეიძლება თხრობა ზედმეტად გაიწელა, რაღაცა ალოგიკური იყო, შეიძლება რაღაც ლაფსუსიც გამეპარა. არ მიყვარს, როცა ~დამინდობენ~ - არაფრის მომცემია. ჰარირამა, ჩვენს ბავშობაში იყო ეგ კანფეტი, ძალიან მიყვარდა. პედრო ალბათ მაგ კანფეტიდანაა. გემო ეხლაც მახსოვს.მაგრამ ყველაზე მეტად “პედრო“ მიყვარდა, მაშინ ძვირი და იშვიათი იყო. კლასელი მყავდა ქეთინო ბატიაშვილი, მამამისი კომუნისტი მოხელე იყო, ვცემდი ხოლმე. რამდენჯერმე მამამისის მძღოლმა გამირჩია „საქმეები“. მაგრამ არ შევშინდი, უფრო მეტად ვურტყამდი. მერე ეტყობა ოჯახურმა საბჭომ განიხილა ეს ამბავი და შემდეგნაირად გადაწყვიტა: ქეთინოს ყოველ დღე „პედრო“ მოჰქონდა. მაგარი იყო, დაღეჭავდი, გაბერავდი. მაშინ მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი და ეგ გოგო ბოლოს მგონი შემიყვარდა კიდეც. ამ მოთხრობაში რაღაც-რაღაცა ალბათ ამისი გამოძახილიცაა.
4. ნახატისა არ იყოს პედროს ტრაკმა მოთხრობადაც გაამრტლა:))) მაგარი იყო. ის ნახატი კიდევ პედრო რომ დგას და ფეხი ბურტზე უდევს, ჩვენს ბავსვობასი კამფეტი რომ იყო "აბა წამარტვი" ეგაა ხომ?:) ნახატისა არ იყოს პედროს ტრაკმა მოთხრობადაც გაამრტლა:))) მაგარი იყო. ის ნახატი კიდევ პედრო რომ დგას და ფეხი ბურტზე უდევს, ჩვენს ბავსვობასი კამფეტი რომ იყო "აბა წამარტვი" ეგაა ხომ?:)
3. როგორ მომეწონა, რა კარგი იყო. დიდი მადლობა მეუდაბნოევ შენ დღეს კარგი დღე მაქვს, 5.
როგორ მომეწონა, რა კარგი იყო. დიდი მადლობა მეუდაბნოევ შენ დღეს კარგი დღე მაქვს, 5.
2. მიკვირდა, როგორ ვერ იცნო პედრომ ელენე - თქო.
ასე მგონია , მართლა არსებობს ეს ორი ნახატი- "პედროს ტრაკი" და "თუბალისი" :)
კარგი მოთხრობა იყო.
მიკვირდა, როგორ ვერ იცნო პედრომ ელენე - თქო.
ასე მგონია , მართლა არსებობს ეს ორი ნახატი- "პედროს ტრაკი" და "თუბალისი" :)
კარგი მოთხრობა იყო.
1. ძალიამ მომეწონა მოთხრობა, თითქოს ცოტა მტვრიანიც კი იყო -ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. თავიდანვე გადავწყვიტე რომ არ უნდა მომწონებოდა ელენე და ძალიან კარგად გაქვს მისი ხასიათი გადმოცემული. ეს ადგილიც ზუსტია პირველი ნაწილიდან--- "იქნებ დაურეკოს და მეტლახის დაგება შეუკვეთოს? კარგი აზრია. ამისთვის ბანკიდან მთელი დანაზოგის გამოტანა მოუწევს. მერე რა!.. ჯანდაბას ფული, ჯანდაბას ბანკი! მაშინ მას ხომ პედრომ გაამარჯვებინა?! _ ალო, ფრიდონი მინდოდა"---- ----აშკარად მთვრალია და ჰგონია რომ კარგადაა. მისი ხასიათის ადამიანები იშვიათია. ქართველი ქალი რომელიც კათხებში და ბოთლებში ჩარჩენილ ლუდს წრუპავს ეს არა სიმთვრალის არამედ,ხასიათის თვისებაა -რაც მთლიანობაში განსხვავებულ მოთხრობად წარმოაჩენს ამ ნაწარმოებს. ფინალში, როდესაც ფრიდონი ელენეს სურათის შესახებ უყვება, ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის და სულ მეგონა რომ თედო სურათებს საერთოდ მოტეხავდა.---- მოკლედ კარგი მოთხრობაა მეუდაბნოე, შენი ნაწერები გამორჩეულია ხოლმე, ადრე წავიკითხე რამოდენიმე. ავღანეთში, მორგზე რომ იყო, და კიდევ ერთი ახლა ვერარ ვიხსენებ, მგონი მატერებელში ხდებოდა მოქმედება. ძალიამ მომეწონა მოთხრობა, თითქოს ცოტა მტვრიანიც კი იყო -ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. თავიდანვე გადავწყვიტე რომ არ უნდა მომწონებოდა ელენე და ძალიან კარგად გაქვს მისი ხასიათი გადმოცემული. ეს ადგილიც ზუსტია პირველი ნაწილიდან--- "იქნებ დაურეკოს და მეტლახის დაგება შეუკვეთოს? კარგი აზრია. ამისთვის ბანკიდან მთელი დანაზოგის გამოტანა მოუწევს. მერე რა!.. ჯანდაბას ფული, ჯანდაბას ბანკი! მაშინ მას ხომ პედრომ გაამარჯვებინა?! _ ალო, ფრიდონი მინდოდა"---- ----აშკარად მთვრალია და ჰგონია რომ კარგადაა. მისი ხასიათის ადამიანები იშვიათია. ქართველი ქალი რომელიც კათხებში და ბოთლებში ჩარჩენილ ლუდს წრუპავს ეს არა სიმთვრალის არამედ,ხასიათის თვისებაა -რაც მთლიანობაში განსხვავებულ მოთხრობად წარმოაჩენს ამ ნაწარმოებს. ფინალში, როდესაც ფრიდონი ელენეს სურათის შესახებ უყვება, ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის და სულ მეგონა რომ თედო სურათებს საერთოდ მოტეხავდა.---- მოკლედ კარგი მოთხრობაა მეუდაბნოე, შენი ნაწერები გამორჩეულია ხოლმე, ადრე წავიკითხე რამოდენიმე. ავღანეთში, მორგზე რომ იყო, და კიდევ ერთი ახლა ვერარ ვიხსენებ, მგონი მატერებელში ხდებოდა მოქმედება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|