ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატალიააა
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2017


მომეცი უფლება

გამიხსენ დარაბა,
მომეცი უფლება გავფრინდე...
არ მინდა
ვსუნთქავდე ჰაერს
და მახრჩობდეს!
ზღვა ხომ ვრცელი არის,
ისიც კი ანგრევს ნაპირებს...
ზოგჯერ_
ცხოვრების სიგიჟეს ვატარებ,
ზოგჯერ კი
სიმშვიდის ლანდი ვარ..
ცხოვრება
ხან მზესავით მათბობს,
ხან კი ზვირთების თქეშია...
არ მინდა
ვიცავდე კანონებს...
არ მინდა ცხოვრებამ დამღალოს.
ამიტომ,
გამიხსენ დარაბა
მომეცი უფლება გავფრინდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები