ვერც მუსლიმანი ვერ გამოვდექ, ვერც ქრისტიანი გთხოვთ ათეისტსაც ნუ მიწოდებთ, მე მჯერა ღმერთის...
არ მიმარხია, ერთხელაც კი არ მილოცია და არც ის მახსოვს, რომ პირჯვარი გადამეწეროს, მაგრამ ხომ გახსოვთ მთავარი? მე მჯერა ღმერთის...
ორი კვირის წინ პირველად შევედი ეკლესიაში მეგობართან ერთად. ისეთივე უცხო გარემო იყო ჩემთვის, როგორც ახალშობილი ახელს თვალს პირველად და სინათლეს ხედავს.
შევედი და დავინახე ადამიანები, რომლებიც გრძნობდნენ და ესაუბრებოდნენ ღმერთს. შევედი და დავინახე ვიღაც, ვინც დაჰკარგვოდა საკუთარ თავს და ვისაც მხოლოდ დაჩემებული სიტყვებით სჯეროდა ღმერთის...
აკანკალებული ხელით სანთელი ავანთე, ისიც ჩამიქრა... პირჯვრის გადასაწერად წავიღე ხელი და... მეგობარს მივაჩერდი თვალებში, რომ ეკარნახა საით წამეღო დაბნეული თითები.
დიახ... ვერ მივყვები უფლის გზას, მაგრამ მეც ვიცი სიყვარული, მეც მტკენია, მეც ავფრენილვარ ზეცამდე სიხარულით. მეც ჩავხუტებივარ დედას, ძმას, მეგობარს, ჩემს ოთხმოცი წლის წელში მოხრილ ბებიას.
ჩავხუტებივარ ჩემს დაბადებამდე გარდაცვლილ დას, ჩავხუტებივარ გოგოს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. ისიც სიკვდილმა გამომაცალა ხელიდან. დიახ, ჩავხუტებივარ და გთხოვთ, ნუ გაიკვირვებთ!... მე მათ ისევ ვხვდები სიზმრებში უძილო ღამეს. ჩავხუტებივარ ყველას, ვინც მიყვარს და ვიცი... ვიცი რა ძალა აქვს ჩახუტებას.
ჰოდა უფალო... არ ვიცი საიდან, არ ვიცი როგორ, უბრალოდ მოდი... მოდი და ჩამეხუტე... გულში ჩამიკარი ისეთი ჩახუტებით, როცა გულიდან სისხლი გამოდის და გულის ნაცვლად ის ადამიანი ფეთქავს მკერდში, რომელიც ჩაიხუტე.
მე მჯერა ღმერთის... მე ვიცი რა ძალა აქვს ჩახუტებას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გმადლობთ გულიანა :) გმადლობთ გულიანა :)
5. კარგი ნათქვამია. :)
კარგი ნათქვამია. :)
4. ღმერთისთვის მთავარი რწმენაა და არა გაზუთხული ლოცვები.რწმენა კი გულს უხმოდაც ალაპარაკებს.
ძალიან მომეწონა. ღმერთისთვის მთავარი რწმენაა და არა გაზუთხული ლოცვები.რწმენა კი გულს უხმოდაც ალაპარაკებს.
ძალიან მომეწონა.
3. გაიხარეთ... :) გაიხარეთ... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|