ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2017


***

შენა ხარ?-შემოდი  ლოდინი მიხურე,
და წყენა დამალე  დუმილის კუთხეში,
ჩამქრალი ოცნება ხედავ რომ გვიყურებს?
ცხადიც  მოგვაშტერდა  ურჩი და უხეში..
ხალიჩას ვარდები  აუსხამს  სათუთად,
ფეხი არ წამოდო გარს შემოუარე,
სიბნელემ შეგაკრთო? აგინთებ ნათურას,
ოღონდაც  ცოტახნით  მიყურე  მდუმარეს..                                          ოღონდაც წარსულის  შეაღე ფანჯრები,
ნაკვესი შემორჩა  ჩამქრალი ალიდან,
თუ ესეც არ დარჩა,  ნუ გაისარჯები,
მოსასვლელ  ტკივილსაც უჩუმრად ავიტან.
რატომღაც  თვალები  დუმილებს  მტყორცნიან,
მე თითქოს ვშორდები ედემის კარიბჭეს..
მიდიხარ?.. იარე.. გზა  დამილოცნია,
ოღონდ ამ ყვავილებს  ნუ გადააბიჯებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები