| ავტორი: გო-ნი ჟანრი: პროზა 22 იანვარი, 2009 |
დრო იყო. წარსულში… როცა მეგონა, წერტილი დაესვა ყველაფერს მეთქი. იქ, ძალიან ერთფეროვანი იყო ყველაფერი. არაფერი მიხაროდა, არც მწყნდა, ვერც ვგრძნობდი, არ განვიცდიდი. ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე და სამყარო ამ ნაჭუჭად წარმოვიდგინე აქ არაფერი არ ხდებოდა საინტერესო და მიმზიდველი. სიკვდილი არ იყო, მაგრამ არც სიცოცხლე ერქვა. არ ვიცი, რაღაც შუალედური, მათ შორის რომ არის…. . . სახელი რა ქვია არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმმეს მსგავსი რამ განუცდია, ის აუცილებლად მიხვდება რაოდენ უბედური ვიქნებოდი მაშინ. ერთი მნათი წერტილი იყო ჩემს არსებობასა და არარსებობას შორის ვისთვისაც ვცხოვრობდი, თავს ძალას ვატანდი, რომ მეცოცხლა. Mმაგრამ- უღიმღამოდ... ერთ დღეს კი არ ვიცი , ეს დღე როდის ან როგორ დადგა, სრულიად სხვა არსებად ვიქეცი, მოვისურვე ნაჭუჭის მიღმა გამოხედვა. ძალიან პატარა სარკმელი გავაკეთე ნაჭუჭში და სხივი გამოჩნდა ძალიან შორს, მაგრამ იმხელა სინათლე და სითბო მოჰქონდა. ამ სხივის სილამაზემ და თვალისმომჭრელმა ნათებამ მიმიზიდა. ჩვენ ხომ სინათლისაკენ ვისწრაფით ყველა, სინათლე ძალიან სწრაფად ვრცელდება, იმდენად სწრაფად, რომ ვერც კი გაიაზრებ, სრულიად დაგეუფლება. ასე დამეუფლა მე და ჩემი მიბნელებული ნაჭუჭის ყველა კუთხე გააბრწყინა. დავინახე თუ რა საშინელ გომურში ვყოფილვარ. უსინათლოდ ხომ არ შემეძლო ამის აღქმა? არადა ისე გავურბოდი მას, ან არ გავურბოდი, მისკენ სწრაფვა ყოველთვის მქონდა, მაგრამ იმ სარკმლის გამოღებას ვერ ვახერხებდი. ეს სხივი ერთადერთი მეგონა, მაგრამ ვცდებოდი. როგორც სამებაა განუყოფელი და ერთარსი ისე შემოვიდა ჩემში სამსახოვანი სხივის სპექტრი. ერთმა თვალი ამიხილა, მეორემ ბრძოლა მასწავლა, მესამემ - სიყვარული. თავისთავად არაფერი ხდება, ყველაფერს დამსახურება და მოპიოვება უნდა, მოპოვებულს კი გაფრთხილება, რომ არასოდეს დაკარგო. მე სრულიად დამეუფლა ეს სამსახოვანი სხივი, განმასპეტაკა და საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა. ძალიან გამაბედნიერა ასეთმა დამოკიდებულებამ საკუთარი არსებისადმი, მაგრამ...ძალიან დიდი გამოცდა მოგვიწყო ცხოვრებამ მეც და მნათობსაც. იმ ნაჭუჭში იმდენად დავსნეულებულვარ წამოდგენაც კი არ მქონდა. Mმე და მნათი სხივი იმდენად დაგვაშორა ძლიერმა სენმა, რომ ერთმანეთის არსებობაშიც კი ეჭვი შეგვატანინა. მაგრამ მე ხომ მისმა მეორე სახემ ბრძოლა მასწავლა? მან ჩამჩურჩულა:- იბრძოლე, ბედნიერებას ლანგარით არავინ მოგართმევსო. პირველმა სახემ კი მითხრა, თვალი იმიტომ აგიხილე, რომ შეძლო გარჩევა ერთმანეთისაგან სიბნელის და სინათლისა ... ვიბრძოლე დღესაც ვიბრძვი მხოლოდ სიყვარულისთვის, იმ დიდი სიყვარულისათვის, რომელიც თავიდანვე ნაჭუჭში მყოფს მინათებდა და ახლა ჩემს გვერდითაა, ახლა ჩემშია. მე სრულიად დამეუფლა ნათელი. განსპეტაკებული უწონო მდგომარეობაში ვარ, უკვე აღარ ვიცი მიწას ვეკუთვნი თუ ზეცას, იმდენად ბენიერი ვარ. შემიძლია ვიფრინო, შემიძლია ვიყვირო, სამყაროს, გალაქტიკებს შევძახო - ბედნიერი ვარ რადგან ვიპოვე ის, ვისთვისაც მოვევლინე ამ ქვეყანაზე. ყველას მინდა გითხრათ: სიყვარულზე დიდი ბედნიერება არაა ამ ქვეყნად, ნუ დაკარგავთ თუ იპოვეთ, გაუფრთხილდით თვალის ჩინივით.
მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!!! 21.09.2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. თავისთავად არაფერი ხდება, ყველაფერს დამსახურება და მოპიოვება უნდა, მოპოვებულს კი გაფრთხილება, რომ არასოდეს დაკარგო. :) თავისთავად არაფერი ხდება, ყველაფერს დამსახურება და მოპიოვება უნდა, მოპოვებულს კი გაფრთხილება, რომ არასოდეს დაკარგო. :)
14. ნაჭუჭის მტვრევა და გარეთ გამოსვლა... იქ მშვენიერი სინათლისა და სიყვარულის საუფლოში...მშვენიერია! ლამაზი და თამამი იყო!:) ნაჭუჭის მტვრევა და გარეთ გამოსვლა... იქ მშვენიერი სინათლისა და სიყვარულის საუფლოში...მშვენიერია! ლამაზი და თამამი იყო!:)
13. ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე და სამყარო ამ ნაჭუჭად წარმოვიდგინე
ჩემთვის ეს ძალიან ნაცნობი განცდაა.....
ყველას მინდა გითხრათ: სიყვარულზე დიდი ბედნიერება არაა ამ ქვეყნად, ნუ დაკარგავთ თუ იპოვეთ, გაუფრთხილდით თვალის ჩინივით.
მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!!!
ეს სრული ჭეშმარიტებაა.... "როდესაც გიყვარს, ადამიანი ხარ, როდესაც უყვარხარ ღმერთი"... ბედნიერებაა როცა ორივე ხარ: ადამიანიც და ღმერთიც
ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე და სამყარო ამ ნაჭუჭად წარმოვიდგინე
ჩემთვის ეს ძალიან ნაცნობი განცდაა.....
ყველას მინდა გითხრათ: სიყვარულზე დიდი ბედნიერება არაა ამ ქვეყნად, ნუ დაკარგავთ თუ იპოვეთ, გაუფრთხილდით თვალის ჩინივით.
მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!!!
ეს სრული ჭეშმარიტებაა.... "როდესაც გიყვარს, ადამიანი ხარ, როდესაც უყვარხარ ღმერთი"... ბედნიერებაა როცა ორივე ხარ: ადამიანიც და ღმერთიც
12. იცი რამდენი ნაცნობი რაღაცეებია შიგ?. . . ბედნიერებას გისურვებ! იცი რამდენი ნაცნობი რაღაცეებია შიგ?. . . ბედნიერებას გისურვებ!
9. კაი გამარჯობა...
სიყვარული კარგია...ეს ტექსტიც ლამაზი და კაი რამეა...საღოლ შენ... კაი გამარჯობა...
სიყვარული კარგია...ეს ტექსტიც ლამაზი და კაი რამეა...საღოლ შენ...
8. ლამაზი ჩანახატია :) ლამაზი ჩანახატია :)
7. მადლობას გიხდით ყველას :), გაიხარეთ მადლობას გიხდით ყველას :), გაიხარეთ
5. ერთმა თვალი ამიხილა, მეორემ ბრძოლა მასწავლა, მესამემ - სიყვარული. 555555555 სამივეს ამაგი უნდა დააფასო, თუ ისწავლე, მჯერა არ დაგავიწყდება და დანაპირებს შეასრულებ! ერთმა თვალი ამიხილა, მეორემ ბრძოლა მასწავლა, მესამემ - სიყვარული. 555555555 სამივეს ამაგი უნდა დააფასო, თუ ისწავლე, მჯერა არ დაგავიწყდება და დანაპირებს შეასრულებ!
3. "მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!!!" მეც ბედნიერი ვარ, მეც მიყვარს. "მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!!!" მეც ბედნიერი ვარ, მეც მიყვარს.
2. გაიხარე! ლამაზია! 5 გაიხარე! ლამაზია! 5
1. მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!!! გილოცავ, მაგარი ხარ !!!!!!!!!!!!!!!!! მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!!! გილოცავ, მაგარი ხარ !!!!!!!!!!!!!!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|