ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2017


პოეტური სენტენციები

...
ნეტავ, რა არის უფრო ძნელი:
გეომებოდეს და ქალი არ გიშვებდეს ომში,
თუ ომის დროს იყო ქალი?
...
რა გიჯობს: ნუკრი იყო და გეშინოდეს:
არავინ შემჭამოსო,
თუ ნუკრებს ეშინოდეთ შენი?
...
რას ინატრებდი: ნატვრების ასრულებას,
თუ ნატვრების არდასრულებას?
...
რა უფრო იოლია: იყო მაძღარი.
თუ გქონდეს  ერთი კვირის საგზალი?
...
რას დაეძებ: თავად ხეს,
ხის ფესვებს, თუ ხის ყვავილებს?
...
რა არის მთავარი: იყო ჯანმრთელი,
თუ იყო ბედნიერი?
...
დალაგებულ სახლს გერჩიოთ
სული დალაგებული,
ჩემო ძვირფასო დიასახლისებო!
...
თუ ჭიქა ყავას ჩამომისხამთ,
მე ამას 200 გრამ გულის სითბოში ჩაგითვლით.
...
ნუ გეწყინებათ, თუ გითხარით,
რომ არ მიყვარხართ.
ამით მხოლოდ საკუთარი თავი მოვატყუე.
...
თუ გაიმეორებთ, უფრო დაგავიწყდებათ.
ზედმეტმა გულმოდგინებამ
ზედმეტი გულმავიწყობაც იცის. 
...
არ გქონიათ შემთხვევა, რომ ისეთი ცხელი წყალი მოგიშვიათ,
რომ ცივად მოგჩვენებიათ? ასეა:
ზოგჯერ შავია და თეთრი გგონია.
...
ძალიან მინდა, გავუბედო ჩემს თავს რამე,
მაგრამ  ვერ ვუბედავ.
ალბათ, ზედმეტად მკაცრი უფალი მყავს.
2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები