-"მიყვარხარ" - შენთვის ჩემი ყოველი სიტყვა სიჩუმეა . მეც ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვირებ "მიყვარხარ" და შენ ვერაფერს გაიგებ .ნახერხით ამოტენილი თოჯინის მიღმა სიცარიელეა .
ჩემმა ქალაქმა წვიმები დაკარგა . ცარიელი სახლების იქით სევდაა .მარტოობის სევდა ,რომლის მორევაც არავის ძალუძს . გაციებულ საწოლებში ბავშვებს სძინავთ იმ ძილით ,რომელიც მალე მათ ძვლებს გამოღრღნის .
-გადააბიჯე გვამებს ელის! მათ ხომ არსფერი ესმით ,მიწიერმა ნოქტურნებმა შეჭამეს მათი სხეული . გამომყევი მე .ჭეშმარიტება დიდ წმინდა მთაზე გველის .ჩამქრალი ლამპიონები გვეტყვიან სიმართლეს და ჩვენც სიგიჟის ზღვარზე ვიცეკვებთ ტანგოს დაძრული მატარებლის რელსებზე . ჩვენი ფეკალიები სავსეა უსახური სევდით . - ელის! არ გადახტე! ცხოვრებამ მოწყენილობას დაგვაჩვია . დავიბრმავოთ თვალები ,ჩავჭიდოთ სათამაშო დათუნიებს ხელი და იქნებ ჩვენც ჩაგვეძინოს იმ ძილით ,რომლიდანაც ვერ გამოვფხიზლდებით .
მარტოსული ადამიანები მარტოსულ ღიმილით შეხედავენ მარტოსულ მზეს .ამოანათებს და ვეღარ გაგვათბობს . - ჩვენ ხომ დიდი ხნის წინ დავიხოცეთ ელის! დახრული ჩვენი ძვლები ელიან სამარის სითბოს . სისხლის შადრევნებს შორის იცეკვე ნელა ვალსი ,მეც მალე მოვალ .
დაუბრუებელ გზებს გავუყვებით ,რომლებიც არსად მიგვიყვანენ . მითხარი რამე!გაატანე ჩვენი აწმყო მტრედებს! გთხოვ ,მითხარი ,რომ გონდაკარგული ჩემი ბოდვა გესმის .მითხარი ,რომ ჩვენი სხეული მხოლოდ ფუტურო ნაჭუჭია .მითხარი ,რომ უდაბნოში ვიპოვით წყალს .
გამოფხიზლებულები ისევ დავადგებით ილუზიურ გზებს და დავაჯერებთ თავს ,რომ ნაბიჯარეულები ,ბარბაც-ბარბაცით მივაღწევთ იქამდე ,სადაც ჯერ ადამიანს ფეხი არ დაუდგამს .
ელის ,მაპატიე . მე ვერ მოვედი .შენი ცრემლების ხმა ჩემს საფლავამდეც აღწევს . ელის! დაელოდე ზამთრის მზეს .სუსხიან ქარებში იპოვი დაკარგულ არსს და იქნებ შენც მოკვდე . დაელოდე ზამთრის მზეს ისე ,თითქოს მისი უთბო სხივები გაატანენ შენს სხეულში . დაელოდე ზამთრის მზეს და იქნებ ,იქნებ ვიპოვოთ ორივემ კუთვნილი სამარე და მივიდეთ იქამდე ,სადაც ჩვენი წვიმადქცეული ვარსკვლავებით დასერილი გვამები გაიგებენ სიყვარულს .
-"მიყვარხარ" და ამ სიჩუმის იქით ჩემი ცხოვრება დევს .ცხოვრება ,რომელიც ნახერხით დატენილ ფიტულს წააგავს .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ელისი ყველაზე საინტერესო გმირია დეკადების განმავლობაში. ზღაპარში დაკარგული გოგო. ან თრიფში .who the fuck knows:) ელისი ყველაზე საინტერესო გმირია დეკადების განმავლობაში. ზღაპარში დაკარგული გოგო. ან თრიფში .who the fuck knows:)
1. რა საინტერესოოლექცია ყოფილა :)))) ამ ბოლო დროს ელისს სწერენ ხოლმე ურაკპარაკზე, თუ იგივე ავტორი ხართ? აი იმ ცნობილი სიმღერიდან მიტივტივდება ხოლმე ფრაზა who the f**k is Alice :)) ზოგი ძალიან კარგი წინადადებაა რა საინტერესოოლექცია ყოფილა :)))) ამ ბოლო დროს ელისს სწერენ ხოლმე ურაკპარაკზე, თუ იგივე ავტორი ხართ? აი იმ ცნობილი სიმღერიდან მიტივტივდება ხოლმე ფრაზა who the f**k is Alice :)) ზოგი ძალიან კარგი წინადადებაა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|