ჩემი სამშობლო კალმით ნახატი "ცა- ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი" და ა. შ. ერი ჩემი - ტოლერანტული: სიამოვნებით მივათხოვებთ ქალიშვილებს მდიდარ უცხოელთ; სიამოვნებით დავულოცავთ გზას ვაჟიშვილებს დოვლათით სავსე ევროპაში. ახია მდიდარ ევროპელებზე , თუკი შემთხვევით მათი ბინები შემოეძარცვათ, მარკეტებიდან თითო შესვლაზე სამასი ევროს საქონელი თუ გამოყვებათ. ქურდობა, რაღა თქმა უნდა, ქართველისთვის უკადრისია, მაგრამ, გადასაკარგავში, სადაც ნაცნობი ვერავინ გხედავს - შეიძლება. აქ კი დასაშვებია ქართველთა მარში" გახრწნილ" უცხოელთა წინააღმდეგ. თავისუფლებისმოყვარეა ჩემი ერი და აბა რაღა გასაკვირია, რომ ბევრი ჩვენში ვერ იგუებს მორალის ლაგამს. არ ესწავლებათ მამაკაცებს ქალის მიხედვა, მუჭში მომწყვდევა, ხოლო ქალებს ფემინიზმი ასხამთ ტვინებში. ჩვენთან ცოცხალს გასაჭირში ოცი ლარით შევეწევით (ან საერთოდ - არ) მკვდარს კი - ორასით. შრომისმოყვარე ხალხი გახლავართ, ოღონდ შრომა მაშინ გვიღირს, თუ ფუფუნებას ველოდებით. ლუკმა-პურისთვის ოფლისღვრა კი არ გვეკადრება. ვერც იმას ვიტანთ, როცა ჩვენი ოფლის მაგივრად ამ მიწაზე სხვისი იღვრება. პურისმჭამელი ერი გახლავართ და რესტორანში ერთ დღეს "ჭამა-სმა დიდად შესარგი" გვიღირს მომდევნო ათ დღეს შიმშილად. ჩემი სამშობლო ნამდვილად არის: აკაკის ლექსივით ანკარა სილამაზის; ვაჟასავით კაცობრიული ტკივილით გაჯერებული: გალაკტიონის სიმაღლე ცით და მისივე სიღრმე ზღვით; ხავერდოვანი და ნაყოფიერი მთა-ველით. ეს სილამაზე მშვენიერი მასალაა სადღეგრძელოსთვის. საცხოვრებლად კი ის ადგილი გვირჩევნია, სადაც ფირუზ ცას ფარავს შავი გამონაბოლქვი, ზურმუხტ ხმელეთს კი ასფალტი და რკინა-ბეტონი. ჩემს სამშობლოში პოლიტიკა და ეკლესია საუკეთესო ბიზნესებია.
ასეთი არის ჩემი სამშობლო. ამ ყველაფრისთვის მე მეზიზღება მთელი გულით თანამედროვე, მაგრამ ვგიჟდები მარადიულ საქართველოზე. რადგანაც, როგორც ღვინის ბოცაში მთხლეს ემართება, ისე ჩაიტანს ამ ყველაფერს დრო ფსკერზე და მოუსავლეთში, ხოლო ზემოთ ისტორია, როგორც ნაღებს ისე მოიდებს: იმ უსახელო მოხუცი ქალის ამბავს თვალსაწიერი მავთულხლართით რომ შეკუმშვია, უხელჯოხოდ საკუთარ სხეულს რომ ვერ ატარებს, მაგრამ ვეფხვის ბრდღვინვასავით ისმის მისგან, რომ არ დათმობს არც ართ გოჯ მიწას; ან - გვირგვინად დაადგება ბიჭების ხსოვნა, ვინც ყუმბარებს გადაეფარნენ; ან იმათი - მშიდობისას, სხვისი სიცოცხლე თავისას რომ ამჯობინეს. სწორედ ამიტომ მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი ჩემი უძლურებით ვარ შეყვარებული მარადიულ საქართველოზე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. წარმატებები. წარმატებები.
11. გადმოცემის სახეობით, მძაფრი განცდების მოუხედავად, - მშვიდი განწყობის მომტანი ლექსია, - დინჯად აცნობიერებ შემაშფოთებელ სინამდვილეს; მომწონს მძაფრი დინების უწყვეტობა; თეთრ ლექსებზე ჩემი შეხედულება - იცით. გადმოცემის სახეობით, მძაფრი განცდების მოუხედავად, - მშვიდი განწყობის მომტანი ლექსია, - დინჯად აცნობიერებ შემაშფოთებელ სინამდვილეს; მომწონს მძაფრი დინების უწყვეტობა; თეთრ ლექსებზე ჩემი შეხედულება - იცით.
10. უღრმესი მადლობა პალადას და თარხუჯის. გადაჭარბებული, თუმცა სასიამოვნო შეფასება იყო უღრმესი მადლობა პალადას და თარხუჯის. გადაჭარბებული, თუმცა სასიამოვნო შეფასება იყო
9. მეც ძალიან მომეწონა...
'მაგრამ ვგიჟდები მარადიულ საქართველოზე. რადგანაც, როგორც ღვინის ბოცაში მთხლეს ემართება, ისე ჩაიტანს ამ ყველაფერს დრო ფსკერზე და მოუსავლეთში, ხოლო ზემოთ ისტორია, როგორც ნაღებს ისე მოიდებს''
თქვენი ლექსი ნამდვილად დარჩება მარადიულ საქართველოში..
მეც ძალიან მომეწონა...
`მაგრამ ვგიჟდები მარადიულ საქართველოზე. რადგანაც, როგორც ღვინის ბოცაში მთხლეს ემართება, ისე ჩაიტანს ამ ყველაფერს დრო ფსკერზე და მოუსავლეთში, ხოლო ზემოთ ისტორია, როგორც ნაღებს ისე მოიდებს``
თქვენი ლექსი ნამდვილად დარჩება მარადიულ საქართველოში..
8. რაღაც კუთხით ჩემს სათქმელსაც ამბობთ... მეც მიფიქრია ამ ყველაფერზე: სამშობლოზე... ხალხზე... შესაბამისად, დასკვნებიც გამომიტანია... პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის არა მარტო აქტუალური, არამედ აუცილებლობამდე აქტუალური საკითხი; ანუ ყველა ზემოთ აღნიშნულ პრობლემაზე აუცილებელია პოლემიკის გამართვა, აზრთა გაცვლა - გამოცვლა... და რაც მთავარია: აუცილებელია მიზეზებზე საუბარი და არა მხოლოდ შედეგებზე... სათქმელიც მაქვს, თან ბევრი რამ... ასე რომ, უმჯობესი იქნება ამით თუ არ შემოვიფარგლები და ამ თემას მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები... :) რაღაც კუთხით ჩემს სათქმელსაც ამბობთ... მეც მიფიქრია ამ ყველაფერზე: სამშობლოზე... ხალხზე... შესაბამისად, დასკვნებიც გამომიტანია... პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის არა მარტო აქტუალური, არამედ აუცილებლობამდე აქტუალური საკითხი; ანუ ყველა ზემოთ აღნიშნულ პრობლემაზე აუცილებელია პოლემიკის გამართვა, აზრთა გაცვლა - გამოცვლა... და რაც მთავარია: აუცილებელია მიზეზებზე საუბარი და არა მხოლოდ შედეგებზე... სათქმელიც მაქვს, თან ბევრი რამ... ასე რომ, უმჯობესი იქნება ამით თუ არ შემოვიფარგლები და ამ თემას მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები... :)
7. ქართულმარშელების პროტესტს ვგულისხმობ ქართულმარშელების პროტესტს ვგულისხმობ
6. მადლობა მუხა. ეს კადრი ტელევიზიით მაქვს ნანახი და სულ მახსენდება, როცა უაზროდ აგორებულ პროტესტს ვხედავ. ასეთი მონდომებით ოკუპაციას რომ აპროტესტებდნენ კარგი იქნებოდა მადლობა მუხა. ეს კადრი ტელევიზიით მაქვს ნანახი და სულ მახსენდება, როცა უაზროდ აგორებულ პროტესტს ვხედავ. ასეთი მონდომებით ოკუპაციას რომ აპროტესტებდნენ კარგი იქნებოდა
5. უხელჯოხოდ საკუთარ სხეულს რომ ვერ ატარებს, მაგრამ ვეფხვის ბრდღვინვასავით ისმის მისგან, რომ არ დათმობს არც ართ გოჯ მიწას;
რა კარგი მიგნებაა. უხელჯოხოდ საკუთარ სხეულს რომ ვერ ატარებს, მაგრამ ვეფხვის ბრდღვინვასავით ისმის მისგან, რომ არ დათმობს არც ართ გოჯ მიწას;
რა კარგი მიგნებაა.
4. მადლობა ნეფერტარ მადლობა ნეფერტარ
3. არაჩვეულებრივია.
ბარხატოვანი>> ხავერდოვანი... ბარხატი რუსული სიტყვაა და ქართულად ხავერდი შეესატყვისება.
"ჩვენთან ცოცხალს გასაჭირში ოცი ლარით შევეწევით (ან საერთოდ - არ) მკვდარს კი - ორასით." :)
მე პირიქით ვაკეთებდი, ცოცხლებს ვეხმარებოდთ 200 ლარით, მათ შორის აქაც, მაგრამ ისეთი შეურაცხყოვა და ლანძღვა-გინება მივიღე დახმარებულებისგან, საერთოდ გადავიფიქრე ამის კეთება. დავრწმუნდი რომ ჯობდა მიცვალებულების ოჯახებისთვის გამეგზავნა ეგ შეწევნა. ჰოდა ახლა, აღარავის ვეხმარები. ვიცი არასწორია, მაგრამ ასეთია ჩემი არჩევანი.
არაჩვეულებრივია.
ბარხატოვანი>> ხავერდოვანი... ბარხატი რუსული სიტყვაა და ქართულად ხავერდი შეესატყვისება.
"ჩვენთან ცოცხალს გასაჭირში ოცი ლარით შევეწევით (ან საერთოდ - არ) მკვდარს კი - ორასით." :)
მე პირიქით ვაკეთებდი, ცოცხლებს ვეხმარებოდთ 200 ლარით, მათ შორის აქაც, მაგრამ ისეთი შეურაცხყოვა და ლანძღვა-გინება მივიღე დახმარებულებისგან, საერთოდ გადავიფიქრე ამის კეთება. დავრწმუნდი რომ ჯობდა მიცვალებულების ოჯახებისთვის გამეგზავნა ეგ შეწევნა. ჰოდა ახლა, აღარავის ვეხმარები. ვიცი არასწორია, მაგრამ ასეთია ჩემი არჩევანი.
2. მადლობელი ვარ, ანანე, წაკითხვისთვის.
ყოველთვის ეჭვით ვდებ ნაწერს და კომენტარების მიხედვით ვხვდები, აქვს არსებობის უფლება, თუ - არა.
მიხარია, რომ თქვენი მოწონება დაიმსახურა. მადლობელი ვარ, ანანე, წაკითხვისთვის.
ყოველთვის ეჭვით ვდებ ნაწერს და კომენტარების მიხედვით ვხვდები, აქვს არსებობის უფლება, თუ - არა.
მიხარია, რომ თქვენი მოწონება დაიმსახურა.
1. დღეს გამიმართლა, რომ მეორე მაგარ ნაწერს ვკითხულობ აქ. ყველასთვის ნაცნობ საკითხებს და პრობლემებს შეეხე და ახალიც არაფერია თითქოს, მაგრამ თანამოაზრეობის განცდა გამიჩნდა და სათქმელის სრულყოფილად ჩამოყალიბებამ მომხიბლა. რაც მთავარია, მიხარია ასე დანახული პრობლემები, უფრო ზუსტად მეიმედება. დღეს გამიმართლა, რომ მეორე მაგარ ნაწერს ვკითხულობ აქ. ყველასთვის ნაცნობ საკითხებს და პრობლემებს შეეხე და ახალიც არაფერია თითქოს, მაგრამ თანამოაზრეობის განცდა გამიჩნდა და სათქმელის სრულყოფილად ჩამოყალიბებამ მომხიბლა. რაც მთავარია, მიხარია ასე დანახული პრობლემები, უფრო ზუსტად მეიმედება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|