ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2017


წარმატების ფორმულა

თუ შეაღწევ რომელიმე მიუვალ სფეროს,
სადაც ცოტას თუ შეძლებია კალმის მიწვდენა
და გინდა სხვებიც აზიარო სამყაროსტოლი
ტვირთის სიმჩატეს,
ტყუილად ელი შენს სივრცეში კონვერტის ფრიალს.
ტაში თუ გინდა წერე წვიმაზე, ყვავილებზე,
ქარის ქროლვაზე.
სტროფში ერთხელ თქვი სიტყვა -"მიყვარხარ";
მოდური არის აბსტრაქტული მოვლენების გახდა-შემოცმა.
ზვინებად დადგი იპითეტები,
ან დააყენე გულისამრევად მჭევრმეტყველური
რითმების ტბორი.
(გულისამრევად - რადგან  ლამაზი ვერ იქნება
ნამდვილი სიტყვა)
იტრაბახე, რომ  მეგობრად გეგულება ბახუსის ბინდი;
რომ იბოლები და გადიხარ.
განსხვავებული შენი ხელწერა არავის უნდა.
მკითხველის ფეხს ვერ ეღირსები,  ნურც
დაკვირვებულ თვალს ელოდები,
თუ შემთხვევითი კონკურსის პრიზმა
გასხივოსნება  არ მოგიტანა.
ამის გარეშე,
თუ ვინმემ შენთან შემოირბინა ზედაპირზე გადაგაბიჯებს.
არავის და არაფერში სჭირდება სიღრმე.
შენც ადექი და იტივტივე, ან იფარფატე.
რაც შეიძლება მეტ მეგობარს წააკითხე შენი ნაწერი.
გიჯობს გაბრუვდე მათი ყალბი ტაშის გრიალით.
ასე ჯობია.
ან რა სიღრმეში ქექვა აგიტყდა.
სამუდამო ჩაღრმავება მერეც გეყოფა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები