I მესამე სართულზე ან გიჟები ცხოვრობენ, ან ელექტრიკოსები. ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ საცხოვრებლად მეთორმეტე სართული ავირჩიე. მე ღმერთის ფსიქოლოგი ვარ. შევთანხმდით, რომ ხელფასს სიცოცხლით ამინაზღაურებს და ბევრსაც არ მაწვალებს. პატარა ოთახში ცხოვრობს ღმერთი, პეპლებიანი ფარდები აქვს და ყოველ დილით, სამსახურში წასვლამდე, მზის სხვივებით აციმციმებულ ფარდაზე პეპლებს ითვლის. ჰყავს ძაღლი –ქიმი და ვყავარ მე. საყვარელი ძაღლია ქიმი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ღმერთის ძაღლია. სამსახურს დილით, 9 საათზე იწყებს და ღამით, 12 საათზე ასრულებს. ანუ გამოთქმა, რომ ღამით ღმერთებსაც სძინავთ, მართალია. შინ ფეხით უყვარს დაბრუნება. გუშინ ცუდი განწყობით დაბრუნდა, სავარძელში ჩაჯდა თავის ძაღლთან ერთად და მითხრა: –ჩემო მეგობარო, ამ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, გარდა წესრიგისა და ეს ჩემი ბრალი საერთოდ არ არის. ადამიანებმა თავად შექმნეს ის, რაც სურდათ, რისი მოთხოვნილებაც ჰქონდათ. ღმერთს ფროიდის ,,ფსიქოანალიზი“ ახლად დამთავრებული ჰქონდა და მოხიბლული იყო მისი მთავარი ქმნილების ამგვარი გამჭრიახობით. როგორც მითხრა, 1995 წლის 22 ნოემბერს დავიბადე. არაფრით გამორჩეული ცხოვრება მქონდა და ლექსების წერა დავიწყე. წელს ფსიქოლოგიის მეოთხე კურსს ვხურავ და უკვე ყველაზე პრესტიჟული სამსახური მაქვს – მე ღმერთის ფსიქოლოგი ვარ. ბოლო დროს დეპრესია აქვს, რომელიც ზოგჯერ მანიაკალურ ქცევებში გადასდის. მასაც აქვს რთული დღეები. სტატისტიკას თუ ვენდობით, ამ წელს თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე შარშან. დაიღუპა, ანუ გაქრა. ღმერთმა მითხრა, არანაირი სამოთხე არ არსებობს, მე შენიანებს თავად ვაძლევ არჩევანს იცხოვრონ და თავისი ცხოვრებით შექმნან სამოთხეო. თერაპიის ჩვეულ მიდგომას ვიყენებ, ძირითადად მსმენლის როლში ვარ. მასაც ეს სურს, უნდა ვინმე დაუჯდეს წინ და უსმინოს. ჰოდა მეც აქ ვარ. ყველაზე მეტად ბავშვობის გახსენება არ უყვარს. სახეზე იფარებს ხელებს და დუმს. ვფიქრობ, მკაცრი მშობლები ჰყავდა. იმასაც ვფიქრობ, რომ დღემდე არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯება. ვერ იტანს ებრაელებზე ხუმრობას. უსმენს ludovico einaud–ს, და არ უყვარს ტელევიზორის ყურება. უყვარს, როცა იაპონურ ჯოკერს ვეთამაშები. უცნაურია, მაგრამ ყოვეთვის მიგებს, უყვარს გამარჯვებულის პოზიცია, საოცარ სიამოვნებას ანიჭებს ამგვარი წვრილმანები. უცნაურია ღმერთი, ხანდახან ავიწყდება რომ ღმერთია და ოცნებობს. მოსწონს, როცა ვაღიმებ, როცა მისთვის შოკოლადსა და ანანასის ჩაის ვყიდულობ.
II ერთი ხუმრობა გამახსენდა: ,,თუ გინდა ღმერთი გააცინო, მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ“. და როცა ერთ–ერთ სეანსზე დავიწყე ჩემი გეგმების მისთვის მოყოლა, (რომ მინდოდა ბინა თბილისის გარეუბანში, რომ საუცხოო მზარეული დავმდგარიყავი, რომ მინდოდა მექორწინა საყვარელ ადამიანზე , რომ.. რომ.. ) ღმერთს საერთოდ არ გასცინებია. მეტიც, ადგა, ოთახის კარი მომიხურა და დასაძინებლად წავიდა. განწყობა შემეცვალა. შხაპს მივიღებ და დავწვები მეთქი, გავიფიქრე და გაფიქრებიდან რამდენიმე წუთში შხაპის ქვეშ ვიდექი. ცხელი შხეფები მთელს სხეულს მიდუნებს. ბრაზი მასტურბაციის სურვილში გადამდის და მეც აქტიურად ვიკმაყოფილებ ამ სანუკვარ სურვილს.
Ш შუქი ჩაქრა. ისევ დამავიწყდა კომუნალურების გადახდა. ვიძინებ. დილით ღმერთმა გამაღვიძა, საუბარი უნდოდა. ლოგინთან ჩამომიჯდა და მეუბნება, რომ შეყვარებულია. ეს ამბავი იმდენად არ გამკვირვებია, რამდენადაც მის ხალათზე შეკრული ღილების სიმცირე. სასწრაფოდ შევცვალე თემა, ვუთხარი, რომ დილის ემოციებს არ აჰყოლოდა. სასწრაფოდ გავუმზადე საუზმე და სამსახურში გავუშვი. კარის მეორე მხარეს იდგა ჩემი ღმერთივით ღმერთი და მიყურებდა. შემდეგ ლიფტი გამოიძახა და წავიდა. და მე ვიდექი ისე, როგორიცაა სიტყვა ,,გამოსირებული“ და ვხვდებოდი, რომ თანდათან ვკარგავდი თავს.
IV დილით, მაღვიძარა სამჯერ რეკავს, ანუ თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ან ჩანახატმა(თუ რაც არის) დანა სიდეროს: "Один мой друг завел себе ангела, настоящего, с белыми крыльями и тревожным светом в груди." - გამახსენა... ;) ან ჩანახატმა(თუ რაც არის) დანა სიდეროს: "Один мой друг завел себе ангела, настоящего, с белыми крыльями и тревожным светом в груди." - გამახსენა... ;)
3. "ღმერთს ფროიდის ,,ფსიქოანალიზი“ ახლად დამთავრებული ჰქონდა და მოხიბლული იყო მისი მთავარი ქმნილების ამგვარი გამჭრიახობით." - რომ არა ეს ფრაზა,ვიიქრებდი, რომ ღმერთში შეყვარებულს გულისხმობს, რაც ბევრად მომგებიანი ქნებოდა ნოველისთვის. "ღმერთს ფროიდის ,,ფსიქოანალიზი“ ახლად დამთავრებული ჰქონდა და მოხიბლული იყო მისი მთავარი ქმნილების ამგვარი გამჭრიახობით." - რომ არა ეს ფრაზა,ვიიქრებდი, რომ ღმერთში შეყვარებულს გულისხმობს, რაც ბევრად მომგებიანი ქნებოდა ნოველისთვის.
2. ვერ დაგიღეჭავ, ბოდიში.
არაადეკვატური კომენტარია, ამიტომ ვერ მივიღებ )) ვერ დაგიღეჭავ, ბოდიში.
არაადეკვატური კომენტარია, ამიტომ ვერ მივიღებ ))
1. უაზრობაა.... კადნიერება დავინახე და სხვა არაფერი.... უაზრობაა.... კადნიერება დავინახე და სხვა არაფერი....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|