ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2017


ქალები, რომლებსაც ქმრები უყვართ და ტოვებენ

ვინ ხარ შენ ? – როცა, იღვიძებ და გამოსაფხიზლებლად თვალებს იფშვნეტ.
და მაშინ, როცა ფხიზლდები.
როცა, შენ შუა ხნის ქალბატონი ხარ, შეუმდგარი ცხოვრებითა და შემდგარი კარიერით ?
როცა, აბურდულ თმებში, მისი თითების სუნს გრძნობს.
ერთი სიცოცხლე, ისევ, რომ მქონდეს, ჩავალაგებდი ჩემს ცხოვრებას და სანაგვეზე მოვისვრიდი, მერე კი ყველაფერს, იმ წამიდან დავიწყებდი, როცა თვალებში ყველაზე მეტი სხივი გაჩნდა.
თუ, განვლილი ცხოვრების წლებს გადავხედავ, ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი, მაინც ჩემი შვილები იქნებიან.
და რატომ არა, ჩემი ქმარი ? – არ ვიცი.
თუმცა, მე, ის ნამდვილად მიყვარს.
მე, მას მთელი ჩემი ცხოვრება ვაჩუქე, თუმცა სანაცვლოდ მოგონებების ნარჩენები შემრჩა.
და დღეს, არ ვიცი, რას ველოდები.
ორი ათეული წლის შემდეგ, უთენიას, თვალი გავახილე და მივხვდი რომ ერთ დღეში გავილიე.
ერთ გაღვიძებაში ჩაქრა ყველა იმედი და აღარ ვიცი რა მიხარია.
თამამად ვიტყვი რომ სიყვარული მარადიული გრძნობაა, რომელიც არ ქრება, მაგრამ ქრებიან ადამიანები რომლებიც გვიყვარს, თავდავიწყებით.
სწორედ, ასე, დაემართა ჩემს სიყვარულსაც და წლების გამოცდილებამ მასწავლა, რომ რაც არ უნდა ძლიერად გიყვარდეს, თუ ადამიანი იმედებს გამუდმებით გიმსხვრევს, განგრევს და გჭამს, საბოლოოდ შენგან ხორცის ნაგლეჯები რჩება, რომლის მოკოწიწებასაც, ძალის-ძალად, ყოველ დღე ცდილობ.
ჯერ გაზაფხულია. გიყვარდება. მიწიდან აფრენას ცდილობ და გგონია, ყველაზე უფრო მსუბუქი ხარ დედამიწაზე.
დილას ღიმილით გეღვიძება და სიზმრებშიც სეროტონინის ჭარბ რაოდებას გრძნობ ბედნიერებისგან.
დადიხარ და ფიქრობ რომ ყველაზე უფრო განსაკუთრებული ხარ, განსაკუთრებულთა შორის. ამ დროს, ასეც არის.
მერე ზაფხულია. ყველაზე უფრო მშფოთვარე და ამაღელვებელი.
ზოგჯერ, წვები ზღვის ტალღებში და ფიქრობ, როგორ შეეჩვიე ტკივილს.
და, იმ წამს, როგორც კი გახსენდება სიცოცოხლე, ხვდები როგორი ბედნიერი ხარ ახლა.
და ყველაზე, უფრო, მეტად აფერადებ სამყაროს.
დადიხარ და გიხარია რომ ცოცხალი ხარ.
გაბედნიერებს ადამიანების ღიმილი და გაფიქრებს მისი დუმილი.
და მოდის შემოდგომა.
როცა, მისი დუმილის ხმა, იმდენად ხმამაღალია, რომ გაყრუებს.
მისი, მოსმენა გაუსაძლისი ხდება და შენი ყვირილი მის ყურამდე აღარ მიდის.
ის, გახშობს.
გაქრობს.
მერე, გრჩება პატარა ნაყოფი, მისგან ნაჩუქარი და ისე, თითქოს, არასდროს, დავალდებულებული საჩუქარივით, მთელი ცხოვრება შენი საკუთრებასავით ექცევი.
ჰო, ასეთია, შვილი. არსება – რომელიც, იმაზე უფრო მეტად გიყვარს ვიდრე, ამას ოდესმე წარმოიდგენდი.
ამ დროს, მთელი, შენი ტკივილი, ძალაში გადაგდის და აძლევ ყველაფერს, რაც შეგიძლია, ან, არ შეგიძლია.
და ქვავდები,  ეზოში დარჭობილი ხის მსაგვსად, რომელიც საკუთარ, დაცვენილ, ფოთლებში იხრჩობა.
და მოდის ზამთარი.
როცა, გარშემო აღარც ფოთლებია, აღარც ტკივილები, აღარც სიახრული.
მარტოობა და სიცარიელეა.
და, ეს, ყვველაზე უფრო დიდი ტკივილია, ტკივილებს შორის, როცა ტკივილსაც ვეღარ გრძნობ.
ცოლ-ქმრობა, ის, ფენომოენია, რომელსაც ვერანაირი სტატუსი ვერ განსაზღვრავს.
ყველაზე, დიდი, შეცდომა, კი, მისი განსაზღვრებაა.
მე, მინდოდა, ბედნიერება და ვიყავი კიდეც ბედნიერი, თუმცა, ახლა ყველაზე ნაკლებად განვიცდი ამ შეგრძნებას.
რთულია, იყო ბედნიერი, როცა შენ ხარ შუა ხნის ქალბატონი, შეუმდგარი ცხოვრებითა და შეუმდგარი კარიერით.
როცა, შენი შვილები, ყოველ დილით ავტომატურად გესალმებიან, არა იმიტომ რომ არ უყვარხარ, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რამდენად ძალიან გჭირდებიან.
და ცხოვრობენ, თავიანთი, ცხოვრებით, რომელშიც რაღაც ეტაპზე, აღარც შენი ადგილი აქვთ და აღარც, შენი ემოციების.
და გყავს ქმარი, რომელიც რუტინული რეჟიმით მუდამ კმაყოფილია საკუთარი უსუსურობით და უკმაყოფილოა შენი სიცოცხლის უნარიანობით.
და სწორედ, ამ დროს, დგები საწოლიდან, იკითებ სათვალეს, მინით +2.5, რთავ კომპიუტერს და იწყებ წერას…
I
ქალები, რომლებსაც ქმრები უყვართ და ტოვებენ…
ხდება ხოლმე…
როცა, უნდა ადგე და წახვიდე. დატოვო შენი სამყარო, მის თვალებში და საკუთარ თავს უშველო. როცა, უნდა ადგე და გარდერობიდან ტანსაცმლის ნაცვლად, ფოტოსურათები გადმოალაგო, ბარგში ჩაყარო და წახვიდე.
ტანსაცმელი – არა. მათ, ყოველთვის მონატრების სუნი ასდით, რომელშიც ის სამყაროა დამწყვდეული, რომელსაც ტოვებ.
ფოტოსურათები…. ისინი, შეგრძნებებს გააცოცხლებენ, მხოლოდ მაშინ, როცა გადმოიღებ.
ქალები, რომლებსაც ქმრები უყვართ და მიდიან, მიდიან სამუდამოდ.
ისინი, ტოვებენ სხეულის გარდა ყველაფერს და მიაქვთ ფოტოსურათები.
გალეულ სხეულში სევდას ამწყვდევენ და უფრო მეტად გამხდრები ჩანან სარკეში.
მათი თვალები შავია და ტუჩები პატარა.
ტუჩების გარშემო, ახლად გაჩენილი, ნაოჭები აქვთ და თვალებთან ხაზები.
მზერა – უმისამართოდ გაბნეული და ბრაზნარევი სევდით სავსე.
ქალები, რომლებსაც ქმრები  უყვართ, ბრაზობენ საკუთარ ცხოვრებაზე, რომელიც განზე გადადეს და მხოლოდ ქმრები არჩიეს.
ბრაზობენ, საკუთარ სიყვარულზე და ძალაზე, რომელიც არ ჰქონდათ საკმარისი.
რომლებმაც, ვერ შეძლეს უარი ეთქვათ, ქმრებზე, რომლებიც უყვარდათ.
ქალები, მაშინაც ქალები არიან, როცა დანგრეულ ცხოვრებას თავიდან იწყებენ და მაშინაც, როცა, ამ ნანგრევებში იმარხებიან.
მათ, შეუძლიათ იტირონ ჩუმად, ოთახის კუთხეში, მაგრამ არასდროს სარკის წინ.
ისინი, ვერ უსწორებენ თვალებს საკუთარ თავს.
მათ, დანაშაულის გრძნობა ახრჩობთ, საკუთარი თავის მიმართ, რადგან უარი თქვეს საკუთარ ცხოვრებაზე.
და მაინც, მათი არჩევანიც, მათ საკუთარ ცხოვრებად იქცა.
ქალები, რომლებსაც ქმრები უყვართ და ტოვებენ, უყვართ შვილებიც, რომლებსაც მძიმედ, მაგრამ მაინც შორდებიან.
უყვართ დედები და მეგობრები.
მათ, მართლა ძლიერად უყვართ და სწორედ ამიტომ ტოვებენ.
მათ, საკუთარი თავი ყველაზე ნაკლებად უყვართ და ამიტომ ტოვებენ, ყველაფერს, სხეულის გარდა.
ისინი, არიან ქალები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ ტოვებენ.
და ქალები, რომლებსაც არასდროს იყვარებენ კაცები, ისე, როგორც ამას თავად აკეთებენ.
ისინი, არიან, ქალები, რომლებსაც, ყოველთვის უფრო მეტად უყვართ.
რომლებიც იბრძვიან და ცდილობენ ააშენონ.
აშენებენ მთელი ცხოვრება და ერთ დღეში, სამუდამოდ ანგრევენ ყველაფერს.
ისინი, ქალები არიან, საყვარელი შვილებითა და უფრო საყვარელი ქმრებით.
ქმრებით, რომლებსაც, უფრო საყვარელი, საყვარლები ჰყავთ და მათი, უფრო საყვარელი შვილები.
ქალები, რომლებსაც ქმრები უყვართ და მათ ტოვებენ, მათთან ერთად უარს ამმბობენ, საკუთარ, შეკოწიწებულ ცხოვრებაზე, რომელშიც ბევრი ნაძალადევი ღიმილი დააგროვეს, ნამდვილი ურთიერთობები შეიძინეს და ნაძალადევი მდგომარეობის მიღმა, საკუთარი თავი გადამალეს.
მათ, უყვართ შვილები, რომლებსაც ვეღარ უყურებენ.
მათ, სრცხვენიათ შვილების.
ეშინიათ ქმრების მზერის და ხელებს, ჩუმად პირზე იფარებენ, რომ არ იყვირონ.
საბოლოოდ, ასე, პირზე ხელ აფარებულები დგებიან, მიდიან და ტოვებენ ყველაფერს, სხეულის გარდა.
ისინი ქალები არიან, რომლებმაც ნანგრევებში ჩამარხვაზე უარი თქვეს და წავიდნენ.
რომლებმაც დატოვეს ქმრები, რომლებიც უყვარდათ.
დატოვეს შვილები რომლებიც უყვარდათ.
დატოვეს სიყვარული, რომელიც უყვარდათ.
დატოვეს ყველაფერი, რაც ვერ გადალახეს და წავიდნენ.
წავიდნენ, ისე, თითქოს არასდროს ჰყვარებიათ და დატოვეს ყველაფერი, სხეულის გარდა.
ისინი, ქალები არიან, რომლებსაც ქმრები უყვართ და ტოვებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები