ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია 21 ოქტომბერი, 2017
***
რაღაცას უკრავს ეს ონკანი, რაღაცას მღერის, - აურია შვიდივე ნოტი. სხვაც იყო ერთი - წვეთი წყალი არ მოდიოდა. და წვიმის ღმერთი დავიბრუნეთ წარმართებივით. წამოვიდა ტყვიების წვიმა. დავაყენეთ ტყვიის ნაყენი. (სიტყვა „ომი“ - შაქარყინული). ბებიაჩემი დღემდე ალტობს შიგ ორცხობილას. მეც... მერე რა, რომ ბავშვობიდან არ მიყვარს ჩაი.