ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2017


მომწონხარ ცხოვრებავ!

მიყვარხარ ცხოვრებავ, რაც ხარ და როგორიც,
შენი ზეაღსვლებით და ჩადაღმართებით!
მომწონდა ისიც, რომ არ ჰგავდი მოგონილს,
შენი თავის გარდა, არავის გმართებდა...
რა ერთნაირი გვაქვს ცხადიც და სიზმრებიც,
პირობას გაძლევ, რომ არ შეგქმნი თავიდან!
მე, შენ და ასაკი -რა სწრაფად ვიზრდებით,
ეს დროც რა დროულად გადის თუ გავიდა...
მომწონხარ ცხოვრებავ ისეთიც, ასეთიც,
მე მგონი, ერთმანეთს ვუხდებით უბრალოდ!
მოვა დრო, ქრონიკად ვიქცევით გაზეთის,
მანამ კი ცხოვრებას სიცოცხლით ვმკურნალობთ!
საცუდო აზრისთვის არასდროს მეთმობი,
ვენდობით და კიდევ, სულ ვინდობთ ერთმანეთს!
ჩვენ შორის დარჩეს და... ვიცი, რომ მეტყოდი,
ვცხოვრობთ ცხოვრებისთვის ორივე, ღმერთმანი!..
30.10.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები