ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2017


***

დღეს შიშველ ტანზე დამამაგრეს გულის სასმენი,
რაღაც მონსტრი შვიდი საცეცით,
რომ ჩაინიშნოს ყველა ჩქამი,
ყველა ნამცეცი -
გამხელილიც, გაუმხელელიც...
...მოვდივარ ყვითელ ტროტუარზე როგორც რობოტი.
არადა, ჩემთვის საკმარისზე მეტიც კი იყო,
გულთან რომ ჭადრის ფოთოლივით მომეკრობოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები