ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2017


მხრებჩამოყრილი და ფრთებმომხმარი ადამინის ლექსი

დავიხურავ ქუდს _ გადატანით
მოვიხურავ კარს _ მეასედაც
წავალ იქ სადაც მიმიღებენ
ასეთს, ამრიგს
სადაც დამაცლიან სუნთქვას, წერას

წავალ ფართო გზების შესაყრელთან
სადაც ხელგაშლილიც შევძლებ სირბილს
გავშლი გამხმარ ფრთებს და თუნდაც მეასეჯერ,
ასე, ამ გზით
დამთხვეული ვისაზრდოებ ტირიფებით.

ბავშვობიდან მიყვარს ტირიფები
მასთან ჩახუტება ადვილია
დღეს კი დაღლილს, დამშვრალს
ყველაფერით
კვლავაც ტირიფები მენატრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები