ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2017


იჩქარე გოგონი

შხაპუნა ლექსებით მოგირწყავ აივანს,
მაგრამ არ იკადრებ, ვიცი და მისმინე,
-ეს წლები გოგონი ქარივით ჩაივლის,
და ხელში შეგრჩება გრამობით მზის სხივი.

დავითის ქვასავით ესვრიან გოლიათ,
ღამეებს განცდებს და შენ ამ დროს იცინი,
სულ ასე იქნება,შენ ეს ნუ გგონია,
მეც მალე მოვიხსნი გულიდან სიმძიმეს.

ტკივილი,ჭორფლივით რომ მცხია სახეზე,
იმედი,რომ შემრჩა სულ ერთი კოლოფი,
ვუკიდებ მასაც და ლეკვივით ვაქეზებ,
და მაინც აზრი არ შემომრჩა ბოროტი.

ისეთ ცა არის,მოვწყვიტო მომინდა,
ზამთარი შენს კართან ბურთივით მოგორავს,
იჩქარე გოგონი,ღრუბლები მოვიდნენ,
ღრუბლები მოვიდნენ,იჩქარე გოგონი...

შხაპუნა ლექსებით მორწყვამდე აივნის,
არ უნდა მოგაგნოს სხეულში სიცივემ,
თორემ მანდ, ქვემოთ თუ პოეტი ჩაივლის,
იცოდე მაგ ღამეს უდაოდ იწვიმებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები