 | ავტორი: თემურ მაკარაძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 იანვარი, 2018 |
ყოველდღე ვკითხულობ ამ ე.წ. ფეისბუქ მოგონებებს და ვხვდები როგორი სხვანაირი ვიყავი მაშინ: წერით, საუბრით, მანერით და ადამიანებითაც კი. ძველი პოსტები წარსულ მოგონებებს თავიდან მახსენებს. იმათაც კი რომელიც საერთოდ აღარ მახსოვდა. ჩემი ფეისბუქში გამოჩენის 7 წელი თითქოს 7 წლიან ჩანაწერებად შემორჩენილა, სადღაც სხვენში, უპატრონოდ შეგდებულ ძველ სკივრში გამოკეტილი ძველი დღიურივით.
ამბობენ ადამიანები არ იცვლებიანო. ასეცაა, არ იცვლებიან ოღონდდ იმ თითქოსდა ძალიან უმნიშვნელო ცვლილებების გამონაკლისებით, რომლებიც ხშირად მნიშვნელოვანზე მეტს წარმოადგენენ და რომელიც უდაოდ განვლილ ცხოვრებას მოაქვს.
რამდენი მნიშვნელოვანი მოვლენა დარჩა წარსულში, რამდენი მნიშვნელოვანი გზა, რამდენი გადადგმული და არ გადადგმული ნაბიჯი, რამდენი გრძნობა, გულისცემა და ადამიანიც კი.
დღეს საკითხავი მხოლოდ ისაა მაშინ ვიყავი სხვანაირი თუ ახალა ვარ? პასუხი ვიცი და მოდი თვითონვე გიპასუხებთ. სხვანაირი ვიყავი მაშინაც და ახლაც. ორივე სწორია (და შენ ვინც არ უნდა იყო, თუ გადახედავ საკუთარ თავს უპირობოდ დამეთანხმები). მე კი მხოლოდ ერთს დავამატებ: ადამიანი ბუნებისაგან განსხვავებით ყოველდღე განიცდის ფოთოლცვენას. საბოლოო ფოთოლცვენა კი ვინ იცის როგორი იქნება...
ახლა, როცა ამას ვწერ გულიც სხვანაირად მიცემს - იმედგაცრუებული პულსებით და ყველაზე ლოგიკურიც (ან უფრო ირონიული) ის არის, რომ ალბათ ეს ნაწერიც აირეკლება ამავე დღიურის ერთ პატარა გვერდზე და ყოველი წაკითხვისას უფრო სხვანაირს გამხდის, ვიდრე ვარ, ვიყავი, ან ვიქნები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. პროზა კი არა, საკუთარი სახელიც არასწორად გიწერიათ. "ი" არ უნდა.ამას არ უნდა ჟანრი :) პროზა კი არა, საკუთარი სახელიც არასწორად გიწერიათ. "ი" არ უნდა.ამას არ უნდა ჟანრი :)
3. სათაური მომეწონა,დავიწყე კითხვა და მესამე სიტყვიდან უკვე არ მომეწონა. ეს არც პროზაა,არც ჩანახატი. ნუ ურევთ ყველაფერს პროზაში. სათაური მომეწონა,დავიწყე კითხვა და მესამე სიტყვიდან უკვე არ მომეწონა. ეს არც პროზაა,არც ჩანახატი. ნუ ურევთ ყველაფერს პროზაში.
2. ელადა გმადლობთ. ვცადე ჟანრის სეცვლა, მაგრამ მგონი არ იცვლება ჟანრი. იცით რა არის ვერ ვერკვევი მაგ მიმართულებებში და მაგიტომაცაა რომ ხანდახან არასწორ ჟანრში ვდებ. უბრალოდ ვწერ და არ ვიცი რა მიმართულებას განეკუთვნება. ვიცი არ არის ეს კარგი, მაგრამ... ელადა გმადლობთ. ვცადე ჟანრის სეცვლა, მაგრამ მგონი არ იცვლება ჟანრი. იცით რა არის ვერ ვერკვევი მაგ მიმართულებებში და მაგიტომაცაა რომ ხანდახან არასწორ ჟანრში ვდებ. უბრალოდ ვწერ და არ ვიცი რა მიმართულებას განეკუთვნება. ვიცი არ არის ეს კარგი, მაგრამ...
1. გეთანხმებით სხვანაირი ვიყავით მაშინ და ახლაც. მაგრამ ეს სხვა-ში დაგედოთ ან პუბლიცისტიკაში უპრიანი იქნებოდა მგონი. გეთანხმებით სხვანაირი ვიყავით მაშინ და ახლაც. მაგრამ ეს სხვა-ში დაგედოთ ან პუბლიცისტიკაში უპრიანი იქნებოდა მგონი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|