ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა მისი შთამბეჭდავი, ტანჯვით სავსე ცხოვრება—მწარე რეალობისგან დაღლილი, სულიერ მარტოობაში გავლილი წლები.
ფიზიკური ნგრევა გარდაუვალია, თუმცა თუმცა იგი ხშირად აჩრდილივით ფარავს სულიერ ტკივილს. იქნებ სწორედ ამიტომ, ადამიანიც, უნებლიეთ, ცდილობს ფიზიკური ტკივილით ჩაახშოს სულიერი ვნებების ქარცეცხლი, თითქოს ამ გზით შეძლებს შინაგანი ტანჯვისგან გათავისუფლებას.
პირველად საკონფერენციო დარბაზში დავინახე. მის ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა ბუნებისგან ბოძებული თავისუფლება—ისეთი, რომელიც მხოლოდ მარტოობას შეუძლია მიანიჭოს ადამიანს. ეს იყო მარტოობისგან მიღებული თავისუფლება, რომელიც არ ითხოვდა აღიარებას, არც სჭირდებოდა.
მარტოსული ადამიანის ქცევები ისეთივე დაუმორჩილებელია, როგორც მისი ფიქრები—უსისტემო, მაგრამ მიზანმიმართული, გაუცნობიერებელი, მაგრამ გამიზნული. საზოგადოება ვერ ამჩნევს ასეთ ადამიანებს; ისინი ჩრდილიდან ადევნებენ თვალს, ჩუმად აკვირდებიან, უსმენენ, ფიქრობენ… და ბოლოს, ქრებიან, ისე, თითქოს აქ არასდროს ყოფილან.
- სად შეიძლება პროფესორი ვებსტერი ვნახო? – მკითხა ოდნავ ჩახლეჩილი ხმით. მისი ნაბიჯები შეფერხებული და დაბნეული იყო, თითქოს არ იცოდა, სად იმყოფებოდა, ის ჩვენს არსებობას ვერც კი გრძნობდა,უბრალოდ აინტერესებდა სად შეიძლებოდა ენახა პროფესორი ვებსტერი. თუმცა, პროფესორი ვებსტერის ლექცია პირველ საათზე იყო ჩანიშნული, ახლა კი სადაცაა ხუთი შესრულდებოდა.
- ხვალ, იგი ისევ გამართავს ლექციას მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში თორმეტ საათზე,შეეცადეთ არ დაიგვიანოთ. - ვუთხარი ძალიან გამართულად,ისე როგორც სიუზან ფამენს შეეფერებოდა,ყოველგვარი ემოციის და დაბნეულობის გარეშე.საზოგადოებაში ყოველთვის ადვილად ვახერხებდი გრძნობების შენიღბვას.მადლობა გადამიხადა ისე,რომ წამიერად გამომხედა და წავიდა, ჩქარი, არეული ნაბიჯებით.მე კი,დერეფნის ბოლომდე თვალი ვერ მოვწყვიტე გამოსახულებას,რომელიც ისეთივე მრავლისმთქმელი იყო,როგორიც მისი სახე. საკვირველია,ეს დაბნეულობა მეც გადამდებოდა,თითქოს ძილი მომერია,ადგილზევე გავშეშდი.
- სახლში ექვსზე უნდა ვიყოთ,ჩვენ კი ორი მეტრო და ერთი ავტობუსი უნდა გამოვიცვალოთ, სახლამდე რომ მივაღწიოთ,ხომ არ ფიქრობ რომ უნდა ვიჩქაროთ?! - მესმის ჰეზერის ისტერიული ხმა.რატომღაც სულ მზადყოფნაშია,ყველაფერი წესრიგში აქვს, გარდა საკუთარი პირადი ცხოვრების. უკმაყოფილო მზერით გავხედე.
- დიახ,ეხლავე ჰეზერ,მაპატიე. - სულ რაღაც ორი წუთიც და მეტროში ვიყავით.
ასეთი სიხარულით და ხალისით, ჯერ სახლში ფეხი არ შემიდგამს. მინდოდა სწრაფად ავსულიყავი ოთახში,სარკეში ჩამეხედა და დავრწმუნებულიყავი ჩემს გარეგნულ შესაძლებლობებში. ცუდი არ არის, ცოტა შეფერადება სჭირდება ვნების სხივს, ამასაც ვუშველით.
ყოველთვის მჯეროდა ადამიანების, ვიცოდი ერთი შეხედვით მჭირდებოდა თუ არა, შემიყვარდებოდა თუ არა, წინასწარ ვხვდებოდი როგორი სუნი ექნებოდა,როგორი ინტერესები, ქცევა, ლაპარაკი, ჩემში ის უკვე არსებობდა და არც ვფიქრობდი იმედგაცრუებაზე. ჩვენ ერთმანეთში ვცხოვრობთ, ვეზიარებით სამყაროს სხვასთან და არა მარტო. სწორედ ეს არის ის საზღვარი, რომლის გადაკვეთაც ადამიანს ანიჭებს იმ მოტივაციას, რომ სხვაში გამოიხედოს, მის შინაგან სამყაროში გადახედოს. იმედი მაშინ გვიცრუვდება, როდესაც გვაქვს, მე კი იმედი რეალობად ვაქციე, ამიტომ მე ის აღარ მჭირდებოდა. მე ვიპოვე ადამიანი თავისი უჩვეულო,გულწრფელი და დაბნეული ქცევებით. ეს არის შემთხვევა, როდესაც მთელი მსოფლიოს წინააღმდეგობებს გავივლით და ვგრძნობთ, რომ სხვა ადამიანში ის შეგრძნებები ვიპოვეთ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას გარდაქმნის. ვის გამოც ჩემთვის სამყარო უკიდეგანო სივრცე იქნებოდა,დაუშრეტელი ემოციებისა და შემეცნების მიზეზი. ადამიანი-სამყარო, მომავლის სარკე.
მეორე დღეს, მთელი გონება აკადემიისკენ მქონდა მიმართული, მიუხედევად ამისა, მაინც დავაგვიანე. ვერც კი შეამჩნია, როგორ ვთხოვე გვერდით მჯდომს ადგილის შეცვლა და მის გვერდით მოვკალათდი.სუნთქვა აჩქარებული ვქოშინებდი,მაგრამ ვცდილობდი ჩამეკლა გულის ფეთქვა და ყური დამეგდო გრძნობისთვის.როგორც იქნა, ნელ-ნელა სუნთქვა შენელდა და ამოვისუნთქე,შვება მივგვარე ნაწვალებ ორგანოებს.
გავხედე, მუხლებზე დაეწყო იდაყვები და სახით ჩამოყრდნობოდა ხელის გულებს.თვალებდახრილი იყურებოდა ერთი მიმართულებით,გულგრილი მზერით.შავი, ბუმბულივით თხელი თმა, მოკლედ შეჭრილი,ცოტა აწეწილი,სწორი,ვიწრო ცხვირი,თვალები ოდნავ დახრილი,ტუჩები ლამაზი,ოდვავ სქელი,თითები ვიწრო, გათლილი,თეთრი,ხელოვანივით.დახვეწილი გარეგნობა ჰქონდა,ყველაფერს ამოიკითხავდი.თუმცა,ეცვა ცოტათი დიდი პიჯაკი და ფეხებიც დაძაბულად შიგნით ჰქონდა შეწეული.მოუსვენარი ტუჩები ოდნავ მოკუმული ჰქონდა,თითქოს რაღაცის გაკეთებას აპირებსო. - ცუდად გეძინათ? - მესმის ხმა. აღშფოთებულმა,აჩქროლებული გულით და თვალების ამღვრეული მზერით გავხედე.
- მე მეუბნებით? - ვკითხე მთელი ძალისხმევით მაგრამ მშვიდი ხმით.
- დიახ,დიახ,თქვენ ხომ დაიგვიანეთ?მე კიდევ გუშინ დავიგვიანე. იცით,მეც ახლახანს მოვედი, ვერ ვისწავლე საათის გამოყენება,დროს უკან მივსდევ ხოლმე,ეს უფრო სახალისოდ მეჩვენება.თუ გაითავისებთ,რომ კი არ აგვიანებთ,არამედ თქვენი მიზნისთვის მიიწევთ,მაშინ შეძლებთ, დრო თქვენს ჭკუაზე ატაროთ, ცოტას მაინც დავაკლებთ, სხვას თუ ვერაფერს გამოვრჩებით. არ მეთანხმებით? - ეს სიტყვები ყურში მუსიკასავით ჩამესმა,საქანელაზე ვიჯექი და მუსიკის თანმხლებით ვმოძრაობდი ამ საცარი ბიჭის ირგვლივ.თქვენობით მომართვამ გამომარკვია,უპირატესობა ვიგრძენი და ცოტა ხნით ისევ დავუბრუნდი ძველ სიუზან ფამენს.
- ამის გაკეთება ძალიან რთულია,როდესაც ყველგან რაღაც სისტემის ნაწილი ხართ,მე ვერასოდეს შევძლებ,ეგ მხოლოდ თქვენნაირების ხვედრია,ვფიქრობ,მხოლოდ საკუთარი თავით ხართ დაკავებული. - ცოტა სიმკაცრე შემერია ხმაში,ალბათ ემოციების ბრალია.
- ბრაზმორეული პასუხია,ასე განიცდით შეზღუდულ თავისუფლებას? რატომ არ გინდათ აიღოთ ის, რაც ძალიან გინდათ ხოლმე?საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით?მიყვებით პროგრესს, ცივილიზაციას,პირველობა გსურთ,მაშინაც კი როცა აგვიანებთ,თქვენ პირველი ხართ აქ მყოფთა შორის.იქნებ ყველაფერს ჯობს, ეს თქვენი პირველობა შინაგან სამყაროს დაუთმოთ და ყველაფერი შიგნიდან კი არა, ზემოდან აკონტროლოთ.თქვენ ხომ ყველაფერს აკონტროლებთ,ცდილობთ შეცვალოთ რაღაცეები,ბუნების კანონზომიერებებს ებრძვით,დროს ხარჯავთ ამა თუ იმ მეცნიერული დასკვნებისა და თეორიების განხილვაში,ამტკიცებთ თქვენს სიმართლეს,ეძებთ საიდუმლოს, რომელმაც მთელი კაცობრიობა შეიწირა.როგორც წყლისგან ვერაფერს გამოძერწავთ,ასევე სამყაროსგანაც,ის ისეთივე ფორმის იქნება,როგორიც იყო.ქვეცნობიერი კი ყველაფერია,ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მდგომი,სულის დინამიზმი,ხედვის ცვალებადობა და განვითარება.განა პითაგორამ არ გითხრათ, „შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამყაროს?“ - ისევ გამიღიმა და გააგრძელა:
- თუმცა ღირსი ხართ,ჯობია ყველაფერი ისე აღიქვათ,როგორსაც ხედავს თქვენი თვალები,მაინც ვერაფერს გაიგებთ,თქვენი ცხოვრება ისეთივე მოსაწყენი და არაფრისმთქმელი იქნება,როგორიც ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა იყო მაშინ, როდესაც მეცნიერულ წინსვლებში ღებულობდნენ მონაწილეობას.ეს ხომ გარდაუვალია,სამყარო ერთი ადამიანით კი არა მრავალი ადამიანის სიცოცხლის ფასად ვითარდება.და მაინც, მაოცებს თქვენი ენთუზიაზმი.თუმცა, მგონია რომ ეს მხოლოდ კაცობრიობის საკითხს არ უნდა ეხებოდეს,ვის ან რას გაურბიხართ? - გაოცებული მივაშტერდი.
- ან რთული ბავშვობა გქონდათ და წარსულის დავიწყებაა მოტივი.თავს ნუ დაკარგავთ მის,პირიქით,ეცადეთ იპოვოთ და ბედნიერებასაც იპოვით. - გაოცებული ვუყურებდი ჩემთვის უცნობი ადამიანი ასე სევდიანად,ჩახლეჩილი,გულგატეხილი ხმით მიხსნიდა ირგვლივ არსებულ რეალობას. ჩემი პრობლემაც ეს იყო,ვერასდროს ვცხოვრობდი ისე,როგორც ვფიქრობდი.
- თქვენ, ალბათ ძალიან არ მოგეწონეთ,სხვა შემთხვევაში, ასეთი პირდაპირიც არ იქნებოდით. - ისევ უხეშად ვუპასუხე.
- იქნებ პირიქითაც არის? - ქვემოდან,მორცხავად გამომხედა და გაიღიმა. ღმერთო,როგორ შეიძლება ეს ჩემს თავს ხდებოდეს? საიდან მოვიდა,ვინ არის,რატომ ვფიქრობ ამდენს და ვერაფერს ვამბობ?ძალა მოვიკრიბე და პასუხი გავეცი:
– ძალიან კარგად მესმის თქვენი,მგონია რომ ბევრი იფიქრებდა თქვენსავით,უბრალოდ, ასე არგუმენტირებულად იმის მტკიცება რომ არ ღირს კაცობრიობაზე და სამყაროზე ზრუნვა, მხოლოდ იმის ნიშანია რომ თქვენც გიცდიათ მაგრამ რატომღაც ვხედავ, შეგიწყვეტიათ ბრძოლა.დასაფიქრებელია,საქმის ბოლომდე არ მიყვანა, ძალიან კარგი ბავშვობის ბრალია თუ პირიქით ცუდის,მისტერ,არ ვიცი როგორ მოგმართოთ.რატომ აგიცრუვდათ გული საყვარელ საქმიანობაზე?იქნებ სულიერი დინამიზმი ვერ განიცადეთ,ან კიდევ გონებრივი პროგრესი.იცით,სანამ საზოგადოებაში თქვენი მოთხოვნა იქნება,არასდროს შეეცდებით მათგან მიმალვას,ხოლო როდესაც ამის საფრთხეს დაინახავთ,ყველაფერი შეიცვლება,საკუთარ თავში ჩაიკეტებით და ცხოვრებას გვერდიდან შეხედავთ.ამიტომაც ესწრებით ჩუმად, თქვენს საყვარელ ლექციას,არ გსურთ ჩამორჩეთ მომავლის სამყაროს, სადაც შესაძლოა თქვენს მიერ შექმნილი ტექნოლოგია იკიდებდეს ფეხს. - გამარჯვებულის ღიმილით დავასრულე ლაპარაკი.
რატომღაც თბილად მიყურებდა და მიღიმოდა,ალბათ მართლა მოვეწონე ან დიდი ხანია ქალთან კონტაქტი არ ჰქონია და ეს ახარებდა.
- ,,მაშ,რა არის ერთი ნახვით შეყვარება,თუ არა გამოძახილი დადარდიანებული სულისა,რომელიც ერთბაშად აცნობიერებს,რომ ის მანამდე არასოდეს უცნიათ...“ - მითხრა საკმაოდ აუღელვებლად.ხომ არ გაგიჟდა,სიყვარულზე რამ აალაპარაკა, ხომ არ განვავრცო თემა და სიყვარულის მეცნიერულად ახსნა ვცადო?ასეც მოვიქეცი.
- თქვენ გჯერათ სიყვარულის თეორიების,ემოციური საუბრების და შეყვარებული ადამიანების?ან ზოგადად,გჯერათ სიყვარულის? - მოვუჭერი ჩემი საქმიანი განწყობით.
- სიყვარული შესაძლოა იყოს ყოველი დადებითი ემოცია,რასაც განვიცდით,არ შეიძლება იგი იყოს მარადიული იმ გაგებით რომ მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდეს.ის უბრალოდ ყველგანაა.ფიზიოლოგიური მოთხოვნილება,რომელიც ჰორმონალური აფეთქებებით არის გამოწვეული, ესეც სიყვარული შეიძლება იყოს.იმიტომ რომ ყველას მიმართ არ ჩნდება ეს გრძნობა. მე მჯერა სიყვარულის მრავალფეროვანი ბუნების,ვნებით გამოხატული სიყვარული,ინტელექტუალური თანხვედრა,მიზიდულობა და ბოლოს შეჩვევა, არის ემოციები, რომელსაც სიყვარული მართავს.ეს არის ზებუნებრივი ძალის მატარებელი გრძნობა, რომელსაც ტერმინი გამოვუგონეთ და ვცდილობთ მის ირგვლივ ჯადოსნური სიტყვები შემოვკრიბოთ.არადა სიყვარულის მატარებელია ყოველი ადამიანი, სითბოს გამოვლინება სიყვარულია,მზრუნველობა თუ ყურადღება სიყვარულია.ვნებას,ისევე შეუძლია გონება დაგაკარგვინოს, როგორც სიყვარულს,ამიტომაც მჯერა ამ ორი გრძნობის, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს, კეთილგანწყობას,მიჯაჭვულობას,მიზიდულობას მისწრაფებას,სიხარულს და სიამოვნებას. - სახეზე იდუმალება დაეტყო,მის გამოხედვას ვეღარ ვუძლებდი მაგრამ თავს ვიკავებდი რომ არ დამეკარგა კონტროლი საკუთარ თავზე,რომელსაც სიუზან ფამენი არასდროს აპატიებდა თავს.
- ეს მოსაზრება ძალიან ღრმა და ინტელექტუალურია, და ასახავს სიყვარულის მრავალფეროვან და კომპლექსურ ბუნებას. სიყვარული მართლაც იმდენად მრავალმხრივი გრძნობაა, რომ მისი ერთიანად განმარტება ხშირად შეუძლებელია. დიახ, ის არ უნდა შეიზღუდოს ერთ ადამიანში, ის არის ფართო გრძნობა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით– ფიზიოლოგიური, ემოციური, ინტელექტუალური ფორმით, რომელიც ეწინააღმდეგება ტრადიციულ რომანტიულ შეხედულებებს. ვფიქრობ, უმჯობესია ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩამოაყალიბოთ,რომელსაც საფუძვლად, სამყაროს შეცნობის ერთადერთ გზად დაედება ადამიანურ გრძნობებზე დაკვირვებით მიღებული ცოდნა,მისი სუბსტანციური მხარე უსაზღვრო ვნების მიღების შედეგად გამოვლენილი ემოცია იქნება,რომელიც შემდგომში მეცნიერული განხილვის თემა იქნება და ობიექტზე დაკვირვება დიდ შედეგებს მოგიტანთ. - ისევ ირონია,რატომ ვღელავ ასე ძალიან,თავი მისკდება,მგონია საფეთქლებზე ვიღაც შეგნებულად მიჭერს,რომ სისხლის მოძრაობა შეაფერხოს.უცებ,ჩემი გონება მოწყდა არსებულ ადგილს და გადაეშვა სამყაროს გავლით, ცხოვრების უკიდეგანო სივრცეში,სადაც იბრძოდა ისტორიები, რომლებიც თავს გადამხდენოდა,კარგიც, ცუდიც და ვერ ვახერხებდი ამ ქაოსიდან თავის დაღწევას.მხურვალება მემატებოდა,ვგრძნობდი როგორ ვილეწებოდი შიგნიდან,ძარღვებში გამავალი სისხლის მოძრაობა ხმაურად მექცა,ყურებში აფეთქებები მესმოდა,თითქოს ჩემში ზებუნებრივი ძალა დაბუდებულიყო და ვერ უმკლავდებოდა დაუძლურებული სხეული.ყველაფერი განადგურდა, რაც კი მიფიქრია ამ დღეებში,ემოციები, რაც სიხარულს იწვევდა ჩემში,ცეცხლიდან გამოსროლილი ნაპერწკალივით დაეცა და ჩაქრა.ყველაფერი მტკივნეული იყო,მოვლენები ნაღმებივით მიფეთქდებოდა გონებაში,ბრძოლისუნარიანობას ვკარგავდი,ისეთმა შიშმა შემიპყრო,ლამის გული ამერია,მთელი სხეულით ვგრძნობდი,როგორ მეხვეოდა სიცივე და ვერაფრით ვიშორებდი სხეულიდან.უცებ,დაბნეულობას სძლია და მკლავებში მომიქცია.მისი გავარვარებული სუნთქვა ფარნის შუქივით დაატყდა ჩემში დასადგურებულ სიბნელეს, თუმცა ძალას ვერ ვიკრებდი.მესმის მანქანების ხმა და კარის დაკეტვით გამოწვეული ხმაურის დახშობა.ამის შემდეგ ისევ დავკარგე გონება და არაფერი მახსოვს.
გაღვიძებისას კი მის სახლში აღმოვჩნდი.საოცარი ქალი ხარ სიუზან,რა კარგად მოიფიქრე.თუმცა არა,ამას გამჭრიახობას ვერ დავარქმევდი.
ოთახი მოვათვალიერე.ღმერთო,ასეთი არეულობა არასდროს მენახა.პირდაპირ ეტყობოდა იქაურობას, როგორი ტემპით ეძებდა რაღაც ნივთს,ყოველ დღე, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.ოთახის მარცხენა კუთხეში, ფანჯრის გვერდით, საწერი მაგიდა იდგა,ძველი წიგნებით და ფურცლებით სავსე.ფანჯრიდან მზის სხივი ანათებდა,მის სვეტში შემავალი ფერადი მტვერი ატმოსფეროს ათბობდა.საიდანღაც მუსიკაც მესმოდა,ალბათ გონების დაკარგვის ბრალი იყო,ან ოთახის.ნივთებთან კონტაქტს ვგრძნობდი,თითოეულ ნივთს თავისი პატარა ისტორია ჰქონდა,მათგან ჩუმი ხმები ისმოდა,ისინი ყვებოდნენ სხვადასხვა ამბებს,თითქოს დიდი ხნის თავშეკავებამ იფეთქაო. ვერაფერს ვგებულობდი,თუმცა შეგრძნებებსა და გამოცდილებებს ვიძენდი.ფიქრისა და მწუხარების,მარტოობისა და მოწყენილობის,ეგოიზმისა და სიბრძნის,უიმედობისა და სულის სიფაქიზის მატარებელი,სენსუალისტური,ასევე დიდი ადამიანის მეგობარი,სევდიანი ოთახი. მაკლდა მხოლოდ ის რომ ეს ბიჭი, თავისი არეულობებით ბოლომდე შემესრუტა და მისგან ყოველი ახალი ამბავი სასწაულად მექცია.მინდოდა მასზე მეტის გაგება,ვინ იყო და საიდან,მჭირდებოდა შთაბეჭდილებები,მომწონდა შეგრძნებები, რომლებიც თავს მეხვია და მოსვენებას არ მაძლევდა. იგი არა მხოლოდ გონების, არამედ სამომავლო კონტექსტის ნაწილად მივიღე, ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ მის გონებაში ხელები მეფათურა.თუმცა,იგი ჩემთვის შემეცნების ობიექტი არ ყოფილა,ის იყო ძალიან მგრძნობიარე,თბილი და პირდაპირი ადამიანი,რომელიც აუცილებლად ბევრს შეაყვარებდა თავს. ამიტომაც არ ვწუხვარ ამ გრძნობის გამო, მე ვარ ქალი, რომელსაც ყველაზე შეუმჩნეველი არსება შეუყვარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. გეთანხმებით,თქვენ უკეთესად იცით მხატვრული ხერხები. მეც ყოველ ჯერზე რაღაცის ჩასწორება მინდება ხოლმე:) სულ ვიძახდი,არ მიყვარს პირველ პირში დაწერილითქო,მაგრამ მეც ასე გამომივიდა:)) ვფიქრობ დაკორექტირებით ტექსტი უფრო გაიმართება და რაღაც ეშველება:) მთავარია,საერთო ჯამში მოგეწონათ:) უღრმესი მადლობა ნეფერტარ:) <3 გეთანხმებით,თქვენ უკეთესად იცით მხატვრული ხერხები. მეც ყოველ ჯერზე რაღაცის ჩასწორება მინდება ხოლმე:) სულ ვიძახდი,არ მიყვარს პირველ პირში დაწერილითქო,მაგრამ მეც ასე გამომივიდა:)) ვფიქრობ დაკორექტირებით ტექსტი უფრო გაიმართება და რაღაც ეშველება:) მთავარია,საერთო ჯამში მოგეწონათ:) უღრმესი მადლობა ნეფერტარ:) <3
24. ძალიან მომეწონა. არის ზედმეტი სიტყვები, რომელსაც ამოყრა უნდა, მხოლოდ ტექსტს ამძიმებს და მხატვრულობით არ გამოირჩევა, მაგრამ ეგ მერეც შეიძლება როცა სულ დამთავრდება. ჩემი სუბიექტური აზრით დასაწყისს აკლია სიტყვები "ჩემი აზრით" ... ახლა როგორც წერია, პოსტულატივით ჟღერს და ერთადერთი სწორის პრეტენზად ჩანს, არადა სულაც არ არის ერთადერთი სწორი. პირადად მე არ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას. ამიტომ, მკითხველი რომ თავიდანვე სწორად გნეწყოს, ასეთი ფრაზებს აჯობებს ინდივიდუალობის ეფექტი ჰქონდეს, ასევე კარგად უნდა გაიმართოს ფრაზები. მაგალითად:
<<ჩემი აზრით, ყოველი სხივი, რომელიც გულში იღვრება, ისეთი დროებითია და სუსტი, ნათებად საკუთარ თავსაც არ ჰყოფნის და მალევე ინავლება. მერე სიმშვიდე ისადგურებს, ქორწინება,სიხარული, სითბო,რომელიც გულში იჭრება, შემდგომში შეიძლება სასჯელადაც იქცეს. წარსულის ნაკვალევი კი მეხსიერებას მტკიცე დაღად ადევს. ვერაფერს ვიზამთ, გონება თავიდანვე განწირულია ახსოვდეს წარსული. გულში გაჩენილი სიცარიელე ჭრილობებს გულისხმობს, რომელშიც ორპირივით ჰქრის სიცივე, მას ვერაფრით ამოვქოლავთ, რადგან ძალიან ძლიერია. >>
სიცარიელე ვერც მახინჯი იქნება და ვერც ლამაზი. ის მხოლოდ სიცარიელეა. - ჩემი სუბიექტური აზრია. ასევე ცოდა ბუნდოვანია, ლექციიდან რგორ მოხვდა სიუზანი იმ ბიჭის სახლში. გასაგებია რომ გინდაკარგული მიიყვანეს. ამიტომაა ძნელი პირველ პირში თხრობა. გვერდიდან ვერაფერს ხედავ. მგონი აქ რაღაც უნდა ჩაამატოთ... :)
საერთო ჯამში დავწერ 4 ქულას და გადავალ მომდევნოზე.
ძალიან მომეწონა. არის ზედმეტი სიტყვები, რომელსაც ამოყრა უნდა, მხოლოდ ტექსტს ამძიმებს და მხატვრულობით არ გამოირჩევა, მაგრამ ეგ მერეც შეიძლება როცა სულ დამთავრდება. ჩემი სუბიექტური აზრით დასაწყისს აკლია სიტყვები "ჩემი აზრით" ... ახლა როგორც წერია, პოსტულატივით ჟღერს და ერთადერთი სწორის პრეტენზად ჩანს, არადა სულაც არ არის ერთადერთი სწორი. პირადად მე არ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას. ამიტომ, მკითხველი რომ თავიდანვე სწორად გნეწყოს, ასეთი ფრაზებს აჯობებს ინდივიდუალობის ეფექტი ჰქონდეს, ასევე კარგად უნდა გაიმართოს ფრაზები. მაგალითად:
<<ჩემი აზრით, ყოველი სხივი, რომელიც გულში იღვრება, ისეთი დროებითია და სუსტი, ნათებად საკუთარ თავსაც არ ჰყოფნის და მალევე ინავლება. მერე სიმშვიდე ისადგურებს, ქორწინება,სიხარული, სითბო,რომელიც გულში იჭრება, შემდგომში შეიძლება სასჯელადაც იქცეს. წარსულის ნაკვალევი კი მეხსიერებას მტკიცე დაღად ადევს. ვერაფერს ვიზამთ, გონება თავიდანვე განწირულია ახსოვდეს წარსული. გულში გაჩენილი სიცარიელე ჭრილობებს გულისხმობს, რომელშიც ორპირივით ჰქრის სიცივე, მას ვერაფრით ამოვქოლავთ, რადგან ძალიან ძლიერია. >>
სიცარიელე ვერც მახინჯი იქნება და ვერც ლამაზი. ის მხოლოდ სიცარიელეა. - ჩემი სუბიექტური აზრია. ასევე ცოდა ბუნდოვანია, ლექციიდან რგორ მოხვდა სიუზანი იმ ბიჭის სახლში. გასაგებია რომ გინდაკარგული მიიყვანეს. ამიტომაა ძნელი პირველ პირში თხრობა. გვერდიდან ვერაფერს ხედავ. მგონი აქ რაღაც უნდა ჩაამატოთ... :)
საერთო ჯამში დავწერ 4 ქულას და გადავალ მომდევნოზე.
23. ახლა, წაკითხვაც შეიძლება. :) დავიწყე.
ახლა, წაკითხვაც შეიძლება. :) დავიწყე.
22. კი,შევთანხმდით:)) მთავარი მაინც სიმართლეა:)
კი,შევთანხმდით:)) მთავარი მაინც სიმართლეა:)
21. მაშინ საჯაროდ არ დავდებ, PM-ში მოგწერ თუ "წვეტიანი" რეკომენდაცია მექნება. თუ მომეწონება, აქვე დავწერ საჯაროდ. შევთანხმდით? :)
მაშინ საჯაროდ არ დავდებ, PM-ში მოგწერ თუ "წვეტიანი" რეკომენდაცია მექნება. თუ მომეწონება, აქვე დავწერ საჯაროდ. შევთანხმდით? :)
20. ცოტა მეშინია:))) თუმცა,მიზანი მაქვს დავწერო პროზა, ამიტომ მზად ვარ მოგისმინო :)))) ცოტა მეშინია:))) თუმცა,მიზანი მაქვს დავწერო პროზა, ამიტომ მზად ვარ მოგისმინო :))))
19. პირველ რიგში იქნებ აბზაცები ენთერით გამოყოთ ტექსტში, ასეთი მიყოლებული ტექსტი ძნელად იკითხება. გასაგები მიზეზების გამო ჩამოტვირთვა არ მინდა. იქნებ სამომავლოდ გაითვალისწინოთ?
პირველ რიგში იქნებ აბზაცები ენთერით გამოყოთ ტექსტში, ასეთი მიყოლებული ტექსტი ძნელად იკითხება. გასაგები მიზეზების გამო ჩამოტვირთვა არ მინდა. იქნებ სამომავლოდ გაითვალისწინოთ?
18. ამ ნაწარმოების წაკითხვას ვაპირებ, ყველა ნაწილისას... ჰოდა, რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის წინასწარ სათქმელი ავტორო? :)
ამ ნაწარმოების წაკითხვას ვაპირებ, ყველა ნაწილისას... ჰოდა, რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის წინასწარ სათქმელი ავტორო? :)
17. აი ეხლა დავდებ მეოთხეს და მაგ დანაკლისს ეგრევე შევავსებ :))) დიდი მადლობა,გაიხარე <3 :)) აი ეხლა დავდებ მეოთხეს და მაგ დანაკლისს ეგრევე შევავსებ :))) დიდი მადლობა,გაიხარე <3 :))
16. წავიკითხე პირველი და მეორე ნაწილი. ეხლავე ვაგრძელებ მესამესაც, უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა. წავიკითხე შენი კომენტარი იმის შესახებ, რომ რაღაც პერიოდის წინ, საერთოდ არ იცოდი წერა თუ შეგეძლო, რაც არანაირად არ შეიმჩნევა ამ ნაწერებში. საკმაოდ ჩამოყალიბებულად, გამართულად და გრძნობით წერ. მომწონს რასაც ვკითხულობ. ერთადერთი ის არ მომწონს, რომ მეორე და მესამე ნაწილს შორის, დაახლოებით 8 თქვე გაქვს შუალედი :)) წარმატებები მორისონ <3 შენი მკითხველი, ენ გეითს სინისტერისა :დ წავიკითხე პირველი და მეორე ნაწილი. ეხლავე ვაგრძელებ მესამესაც, უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა. წავიკითხე შენი კომენტარი იმის შესახებ, რომ რაღაც პერიოდის წინ, საერთოდ არ იცოდი წერა თუ შეგეძლო, რაც არანაირად არ შეიმჩნევა ამ ნაწერებში. საკმაოდ ჩამოყალიბებულად, გამართულად და გრძნობით წერ. მომწონს რასაც ვკითხულობ. ერთადერთი ის არ მომწონს, რომ მეორე და მესამე ნაწილს შორის, დაახლოებით 8 თქვე გაქვს შუალედი :)) წარმატებები მორისონ <3 შენი მკითხველი, ენ გეითს სინისტერისა :დ
15. სიმძიმე მეხერხება:/ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა:) სიმძიმე მეხერხება:/ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა:)
14. - ,,მაშ,რა არის ერთი ნახვით შეყვარება,თუ არა გამოძახილი დადარდიანებული სულისა,რომელიც ერთბაშად აცნობიერებს,რომ ის მანამდე არასოდეს უცნიათ...“ - ზოგჯერ მძიმე იყო, მაგრამ საკმაოდ კარგია... მინდა, გზა დაგილოცოთ <3 ეს, რაც მოვნიშნე, ძალიან მომეწონა... - ,,მაშ,რა არის ერთი ნახვით შეყვარება,თუ არა გამოძახილი დადარდიანებული სულისა,რომელიც ერთბაშად აცნობიერებს,რომ ის მანამდე არასოდეს უცნიათ...“ - ზოგჯერ მძიმე იყო, მაგრამ საკმაოდ კარგია... მინდა, გზა დაგილოცოთ <3 ეს, რაც მოვნიშნე, ძალიან მომეწონა...
13. კარკი,გადავხედავ და ჩავასწორებ აუცილებლად,შეუსაბამობა არ მაწყობს :)
მადლობა:) კარკი,გადავხედავ და ჩავასწორებ აუცილებლად,შეუსაბამობა არ მაწყობს :)
მადლობა:)
12. აშკარა შეუსაბამობაა სამეცნიერო ხარისხების და ორგანიზაციების საბჭოურ დასახელებებსა და ანგლოსაქსური გარემოს შორის.. აჯობებს სახელები რუსულით შეცვალოთ.. აშკარა შეუსაბამობაა სამეცნიერო ხარისხების და ორგანიზაციების საბჭოურ დასახელებებსა და ანგლოსაქსური გარემოს შორის.. აჯობებს სახელები რუსულით შეცვალოთ..
11. აშკარა შეუსაბამობაა სამეცნიერო ხარისხების და ორგანიზაციების საბჭოურ დასახელებებსა და ანგლოსაქსური გარემოს შორის.. აჯობებს სახელები რუსულით შეცვალოთ.. აშკარა შეუსაბამობაა სამეცნიერო ხარისხების და ორგანიზაციების საბჭოურ დასახელებებსა და ანგლოსაქსური გარემოს შორის.. აჯობებს სახელები რუსულით შეცვალოთ..
10. და საინტერესოც... ახლავე მინდა, გაგრძელება წავიკითხო და საინტერესოც... ახლავე მინდა, გაგრძელება წავიკითხო
9. მართალი ნაწერია... ++ მართალი ნაწერია... ++
8. არ ვიცი რა ჯგუფზეა ლაპარაკი:) იქნებ მიმასწავლო)
არ ვიცი რა ჯგუფზეა ლაპარაკი:) იქნებ მიმასწავლო)
7. არის ჯგუფი პილიგრიმი:) ძალიან მიყვარს არის ჯგუფი პილიგრიმი:) ძალიან მიყვარს
6. მადლობა,ალბათ დაიხვეწება ნელ-ნელა:)
ვფიქრობ,გამიჭირდებოდა ქართული სახელების მორგება,რომ მეფიქრა.
მადლობა,ალბათ დაიხვეწება ნელ-ნელა:)
ვფიქრობ,გამიჭირდებოდა ქართული სახელების მორგება,რომ მეფიქრა.
5. შევწყვიტე კითხვა... საინტერესო მთხრობელი ხართ ავტორო, მაგრამ დასახვეწია თხრობის მანერა მაინც.. ვგულისხმობ, წინადადებებში ხშირად იყენებთ არასაჭირო სიტყვებს, რითიც ოდნავ უკარგავთ მოქნილობას... და კიდევ, ,,სამოსელი პირველის" ავტორის გარდა ვერცერთ ავტორს ვპატიობ არაქართული სახელების გამოყენებას.. თუმცა მეც მყავს პერსონაჟი, სანტიაგო კერესელიძე))) შევწყვიტე კითხვა... საინტერესო მთხრობელი ხართ ავტორო, მაგრამ დასახვეწია თხრობის მანერა მაინც.. ვგულისხმობ, წინადადებებში ხშირად იყენებთ არასაჭირო სიტყვებს, რითიც ოდნავ უკარგავთ მოქნილობას... და კიდევ, ,,სამოსელი პირველის" ავტორის გარდა ვერცერთ ავტორს ვპატიობ არაქართული სახელების გამოყენებას.. თუმცა მეც მყავს პერსონაჟი, სანტიაგო კერესელიძე)))
4. გაგრძელება აუცილებლად,სხვანაირად ვერ გავიგებთ ბოლომდე ამ საოცარ ბიჭს:) გაგრძელება აუცილებლად,სხვანაირად ვერ გავიგებთ ბოლომდე ამ საოცარ ბიჭს:)
3. ,,ის იყო ძალიან მგრძნობიარე,თბილი და პირდაპირი ადამიანი,რომელიც აუცილებლად ბევრს შეაყვარებდა თავს.ამიტომაც არ მძულს თავი ამ გრძნობის გამო,მეც ჩვეულებრივი ქალი ვარ,რომელსაც ყველაზე შეუმჩნეველი არსება შეუყვარდა..,, არცისე შეუმჩნეველი იქნებოდა..ვგონებ))) საინტერესო ნაწერია,დიდი სურვილი მაქვს და იმედი,რომ გაგრძელება მალე დაიდება)) 5
,,ის იყო ძალიან მგრძნობიარე,თბილი და პირდაპირი ადამიანი,რომელიც აუცილებლად ბევრს შეაყვარებდა თავს.ამიტომაც არ მძულს თავი ამ გრძნობის გამო,მეც ჩვეულებრივი ქალი ვარ,რომელსაც ყველაზე შეუმჩნეველი არსება შეუყვარდა..,, არცისე შეუმჩნეველი იქნებოდა..ვგონებ))) საინტერესო ნაწერია,დიდი სურვილი მაქვს და იმედი,რომ გაგრძელება მალე დაიდება)) 5
2. მადლობა ძალიან დიდი,ჩავასწორებ:) მადლობა ძალიან დიდი,ჩავასწორებ:)
1. განცდა მქონდა,თითქოს თარგმნილს ვკითხულობდი,ამერიკულს...სახელები მომეწონა და საერთოდაც. მასეა. აკვირდება,მისი ფიქრები და მოძრაობები უმართავია და ვერც ამჩნევენ. იმ შეუმჩნევლობაში არის ჭის სიმაღრე განძი,რომელსაც უყურადღებოდ ვტოვებთ,ვხედავთ მაგრამ ვერ აღვიქვამთ,თუ ვინ დგას ჩვენს წინ,შემდეგ კი მიდის.
(აბზაცები გამოყავით ხოლმე) განცდა მქონდა,თითქოს თარგმნილს ვკითხულობდი,ამერიკულს...სახელები მომეწონა და საერთოდაც. მასეა. აკვირდება,მისი ფიქრები და მოძრაობები უმართავია და ვერც ამჩნევენ. იმ შეუმჩნევლობაში არის ჭის სიმაღრე განძი,რომელსაც უყურადღებოდ ვტოვებთ,ვხედავთ მაგრამ ვერ აღვიქვამთ,თუ ვინ დგას ჩვენს წინ,შემდეგ კი მიდის.
(აბზაცები გამოყავით ხოლმე)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|