 | ავტორი: ინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 თებერვალი, 2018 |
სიყვარული ჯაჭვები ხომ არ არის ვინმეს კოჭებზე შემოახვიო და სახლის კარს მიაბა..
არც ისაა სიყვარული, ხელებს რომ ტოტებივით წამოიზრდის ქალი და ისე მოგეხვევა სულზე ლამის დაიხრჩო.. მერე და ზოგი- უნაყოფო, დამპალფესვება, ბრალს აქეთ დასდებს ქმარს თუ საყვარელს, შენ დამამტვრიე ტოტებიო, შენ გამო ვერ გავიხარე, ვერ ვიყვავილეო..
და ეს ქმრებიც- წელშიგაწყვეტილი, სულშეხუთული ხე-კაცებიც, ქუდებს იხურავენ, ფესვებს ფეხებად გამოიბამენ და ძველი სახლიდან ახალში გადაირგავენ ხოლმე არაფრისმომცემ ტანს..
და ვაი, თუ იყვავილა ქალმა, თუ ნერგი ამოეზარდა გულზე, წამში ათასი ხელი გაჩნდება- ნაჯახით ხელში და რამდენჯერაც ტანს აიყრის, იმდენჯერ გაწყვეტენ წელში..
სადღაც მეჩეთია, სადღაც ეკლესია, იქით სინაგოგა.. ყველა თავის ღმერთს ადიდებს ან მუშტებს უღერებს..
სალოცავებივით არიან ცოლები- და იქ მიდიხარ, სადაც გალობა უფრო ტკბილია..
ღმერთებივით არიან ქმრები- ჯერ უმიზეზოდ გიყვარს, მერე სთხოვ, უბრძანებ, გიმტყუნებს და უარჰყოფ..
ქალები რწმენას არ იცვლიან, ეს პირველი ზეწრის გამოფენას ჰგავს.. არ იცვლიან მეთქი რწმენას- კარგავენ..
ხან ტოტებივით ვიზრდი ხელებს, და ქმარს კი არა- ჩემს თავს ვიხუტებ ბავშვობისხელას, რომ არ გავხდე ქალი- დამპალფესვება, და სულს ვიხუთავ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. სერენიტო, ეს გასვლითი ნაწილი ისევ გახსოვს?:დ
მადლობა ❤️ სერენიტო, ეს გასვლითი ნაწილი ისევ გახსოვს?:დ
მადლობა ❤️
5. როგორც ვხვდები "სხვაში" განგებ დებ შენს პოეზიას )))
ეს ერთ-ერთი ემოციურად ( და არა მხოლოდ) მდიდარი ლექსია, რომელიც იმდენად ძლიერ ემოციებს იწვევს რომ დიდხანს მიჭირს ხოლმე წარმოსახულიდან გამოსვლა.
_________ წელშიგაწყვეტილი, სულშეხუთული ხე-კაცებიც, ქუდებს იხურავენ, ფესვებს ფეხებად გამოიბამენ და ძველი სახლიდან ახალში გადაირგავენ ხოლმე არაფრისმომცემ ტანს..
და ვაი, თუ იყვავილა ქალმა, თუ ნერგი ამოეზარდა გულზე, წამში ათასი ხელი გაჩნდება- ნაჯახით ხელში და რამდენჯერაც ტანს აიყრის, იმდენჯერ გაწყვეტენ წელში..
სადღაც მეჩეთია, სადღაც ეკლესია, იქით სინაგოგა.. ყველა თავის ღმერთს ადიდებს ან მუშტებს უღერებს..
სალოცავებივით არიან ცოლები- და იქ მიდიხარ, სადაც გალობა უფრო ტკბილია.. __________
განსაკუთრებულად ძლიერი ნაწილია, აქ არის სიუჟეტიც, მორალიც, ენის სილამაზეც და ის ატმოსფერული სიმძიმე რომელიც ინის პოეზიის განუყოფელი ნაწილია.
ბრავო ! )) " აპლოდისმენტები! ფარდა ეშვება, გემშვიდობებით..." თუ როგორ იცი ხოლმე თქმა ? )))
როგორც ვხვდები "სხვაში" განგებ დებ შენს პოეზიას )))

3. ძალიან კარგი ნაწერია ,გასაგებად და ლამაზად ,თუმცა სევდიანად გადმოცემული შინაგანი წუხილი..ყოჩაღ. ძალიან კარგი ნაწერია ,გასაგებად და ლამაზად ,თუმცა სევდიანად გადმოცემული შინაგანი წუხილი..ყოჩაღ.
2. სალოცავებივით არიან ცოლები- და იქ მიდიხარ, სადაც გალობა უფრო ტკბილია..
ღმერთებივით არიან ქმრები- ჯერ უმიზეზოდ გიყვარს, მერე სთხოვ, უბრძანებ, გიმტყუნებს და უარჰყოფ...-საინტერესოა!
სალოცავებივით არიან ცოლები- და იქ მიდიხარ, სადაც გალობა უფრო ტკბილია..
ღმერთებივით არიან ქმრები- ჯერ უმიზეზოდ გიყვარს, მერე სთხოვ, უბრძანებ, გიმტყუნებს და უარჰყოფ...-საინტერესოა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|