უანგარო სიყვარულიც ის არის ალბათ, მოსათიბ ყვავილს ფუტკარივით გადაეფარო, დაე ყვავილმაც ჩათვალოს რომ შენ აფრენა ვერ მოასწარი. *************************** ერთი ფასი აქვს ჩიტსა თუ ფუტკარს, სიცოცხლეს ფრთები ჭირდება ფრთები. მთებო ვერასდროს ვერა ხართ ერთად, ერთურთის ნაცვამ ნისლს ეფერებით. მე ყველაფერი ვისწავლე თქვენგან და განზე ჩუმად დადგნენ ხელები. მე მხოლოდ მასზე სიზმრებით ვსუნთქავ და ამ სიზმრებშიც კი არ ვეხები. ვით ანგელოზთა დამფრთხალი გუნდი, მიფარფატებდა ნისლი ხევებში და მკვდარი ჩიტის ფრთებივით დუმდა, მიწაზე, ზეცის რაც იყო ჩემში. ხან მთის ყვავილთა თრთოლვა შემშლიდა, ხან დეკიანი მთების ხავერდი. ვიფიქრე თოვლი თუ მიშველიდა და მივუშვირე ფიფქებს თვალები, თოვლიც შენსავით სულში შევიდა და გადაშალა სხვა საქალეთი. გარდა , შენს გარდა, გარდა წამების და ახლა ასე ჩემი თვალები, გვანან შენს სულში, გადამფრენ ჩიტებს. ფრთები კი თვითონ მე შევაჭერი, რომ საოცნებო მქონოდა კიდევ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ფინალზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, მადლობა. ფინალზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, მადლობა.
4. Finalic isetive kargi rom yofiliyo rogorc mteli leqsi, kargi iqneboda. Finalic isetive kargi rom yofiliyo rogorc mteli leqsi, kargi iqneboda.
3. Finalic isetive kargi rom yofiliyo rogorc mteli leqsi, kargi iqneboda. Finalic isetive kargi rom yofiliyo rogorc mteli leqsi, kargi iqneboda.
2. ბოლოს მაინც ჩიტიც მიწას აბარებს სხეულს და ფუტკარიც. თავის დროზე ყველა ეცემა. ბოლოს მაინც ჩიტიც მიწას აბარებს სხეულს და ფუტკარიც. თავის დროზე ყველა ეცემა.
1. ფრთები კარგია და ფრენაც, თუმცა , რომ არდაეცე ფრთხილად უნდა იყო. ფრთები კარგია და ფრენაც, თუმცა , რომ არდაეცე ფრთხილად უნდა იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|