ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო.დადიანი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2018


@@@

@@@
ეს დღეები გავს უცებ მორჩენილ სუფრას.
ბარები, შეჭმული ღამეები, აბები.
საათებს ყველაფერის განადგურება უყვართ,
განსაკუთრებით დიდი, ნამდვილი ამბების.

***

იქ უკეთ გხედავ სადაც არა ხარ.
მე ჩრდილში ვტოვებ მაინც სინათლეს.
შენ კი ამ შუქის ძალით დახრილი,
ქრები, რომ უფრო მძაფრად ინათო
მერე. და მაინც შორი-ახლო ხარ,
იქ, სადღაც მალვით ხავსის იმედებს
ზრდი. არაფერი. ოღონდ ნაპერწკალს,
ოღონდ რაღაცას გადამირჩენდე.

@@@
ეს დღე თითქოს გვერდით მომყვება,
ისე, თავისთვის, უხმოდ, გამვლელივით.
როგორც ქუჩაში,
შემთხვევით ერთ გზას დამთხვეულები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები