| ავტორი: განთიადელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 თებერვალი, 2018 |
სახლში შვილივით გაზრდილი ძაღლი მყავს. ყველაფერი ესმის ჩემი (ჩვენი). იცის, რომელი ნივთია მისი და რომელს არ უნდა შეეხოს. იცის, როდის უნდა მეთამაშოს და როდის ვარ უხასიათოდ. ამ დროს არ მაწუხებს, თვითონაც მოწყენილი წევს. ემოციების გამოხატვა ხომ ადამიანებზე უკეთ იცის. აღარ გავაგრძელებ მის ქებას. ვიტყვი, რომ ოჯახის წევრია და როგორც ოჯახის წევრზე, ისე ვზრუნავთ მის ჯანმრთელობაზე. გუშინ კი ვიდეო ვნახე, როგორ უჩეჩქვავენ თავს ძაღლებს, მასიურად. კიდევ ერთი ვიდეო გამხსენდა: რომელიღაც სელაპის მსგავს უმწეო არსებებს, რომელთა ფართო, მრგვალი თვალები შეშინებული ბავშვის თვალებს შემაძრწუნებლად გავდა, ჩამოუარა ადამიანმა და კეტით გაუჩეჩქვა თავები. იმ ღამით სიზმარი ვნახე: ხორცის საწარმოში ვმუშაობდი მუშად. უფროსმა დამავალა საყინულედან ხორცი ამომეღო და მაგიდაზე დასაჩეხად დამედო. ამოვიღე ორი ნაჭერი ხორცი, მიმაქვს და რას ვხედავ: გალღვა ხორცი და ოთხი-ხუთი წლის ბავშვები შემრჩა ხელში. ენა ამოიდგეს და ატირდნენ - გვცივა, ბებია გვინდაო. გადავეფარე ამ ბავშვებს და არ ვანებებ უფროსს მათ დაჩეხვას. ის კი მეუბნება - ხომ არ გაგიჟდი, მე ამაში ფული მაქვს გადახდილიო.
ბევრი ფრინველი და ცხოველია, რომელსაც სამი-ოთხი წლის ბავშვის ინტელექტი გააჩნია. არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე (რადგან ვეგეტარიანელი არა ვარ, სამწუხაროდ) რამდენი წლის ბავშვის ინტელექტი აქვს ღორს და ძროხას, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანი ყველაზე სასტიკი არსებაა დედამიწაზე. თუმცა მასში ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ღვივდება ჰუმანიზმის თესლი და შეიძლება რამდენიმე ასლეული, ან ათასწლეულის შემდეგ კაცობრიობამ კანიბალიზმის მსგავსად ხორცისმჭალელობაც წარსულში დატოვოს. ასევე უარი თქვას სხვა საჭიროების გამო ცოცხალი არსებების ხოცვაზეც. ბუნებამ კი თავად დაარეგულიროს ბალანსი მის წიაღში. ან არადა ღმერთი ინანებს თავის მეექვსე დღეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. Aq, an bevri rame unda tqva, an araferi. :/ meores virchev. Aq, an bevri rame unda tqva, an araferi. :/ meores virchev.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|