 | ავტორი: თორნიკეე ჟანრი: პროზა 28 თებერვალი, 2018 |
გამარჯობა, მე თანამედროვე სმარტფონის ბატარეა, ანუ ელემენტი ვარ... ალბათ გაიფიქრეთ დიდი ვინმეც ხარო რა... მაგრამ კარგად დაფიქრდით... რომ არა ელემენტები ვერ იმუშავებდა ძალიან ბევრი რამე და ყველა ელექტრო მოწყობილებას მუდმივი კავშირი დასჭირდებოდა დენის წყაროსთან.... ჩემი ნაწილები იაპონიაშია დამზადებული, მაგრამ ჩინეთში ამაწყვეს... ერთი სიტყვით ძალიან საჭირო რამე ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ერთფეროვნებაა... როდესაც ენერგიისგან ვიცლები, ვიღებ ენერგიას დენის უწყვეტი წყაროდან და შემდეგ ამავე ენერგიას გავცემ ისევ უკან სმარტფონისთვის... თავიდან ყველაფერი ძალიან სახალისო იყო, როდესაც ის სმარტფონი, რომელშიც მოთავსებული ვარ ვინმე ჩინელმა ახალგაზრდამ, სახელად "კუნ ძიმ" შეიძინა... მიხაროდა, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებდი და ვუხარებდი გულს კუნ ძის... მაგრამ გავიდა 2 წელი და ახლით ჩაგვანაცვლეს... ახალი სმარტფონი, ახალი ელემნტით, ახალი სატენით... ეს ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო... მინდოდა ახალ სმარტფონში გადავდებულიყავი, რომ ჩემი ენერგია ახალი და უფრო სწრაფი სმარტფონისთვის დამეთმო, დავტენილიყავი ახალი სატენით, რომელიც ორი-სამჯერ უფრო სწრაფად ტენიდა... მაგრამ სულ ტყუილად... კუნ ძიმ ebay.com-ზე შეგვაგდო და 3 კვირაში საქართველოში აღმოვჩნდით... თავიდან გვიხაროდა... ახალი ქვეყანა, ახალი ხალხი.. თან ფართოდ გახელილი თვალებით... იქნება ამათ მაინც დავეფასებინეთ... ვინმე გიორგიმ გვიყიდა ჩენ და კიდე რამოდენიმე სხვა ტელეფონიც... გიორგი გადამყიდველი იყო... მოკლედ ერთი კვირის მერე შავმა გივიამ გვიყიდა გიორგისგან... გაგვიხარდა... გიორგი თითქმის არ გვიყენებდა... შავი გივია კი ბოლომდე მაცლიდა ენერგიას, შემდეგ ბოლომდე შემავსებდა და ისევ ესე.... მოკლედ თავი ისევ საჭირო ნივთად ვიგრძენი, მაგრამ არ გვიფრთხილდებოდა... ხშირად ხელიდან ვუვარდებოდით და ა.შ ... 3 კვირის შემდეგ გივიას სატენი გაუფუჭდა... სატენი, რომელიც 2 წელზე მეტ ხანს მაძლევდა ენერგიას... დავიტირეთ, მაგრამ გულში მიხაროდა, რადგან ახალ სატენს იყიდდა გივია და როგორც იქნა სხვა სატენთანაც დავამყარებდი კონტაქტს... მაგრამ იმედები გამიცრუვდა.. რადგან ეს არ იყო ნამდვილი სატენი... ეს არ იყო ნამდვილი და სუფთა ენერგია, რომელიც მე მჭრირდებოდა...
19.11.2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ალბათ ფართოდ გახელილი თვალები "" უნდა ჩამესვა... მაგრამ არაუშავს... :D ალბათ ფართოდ გახელილი თვალები "" უნდა ჩამესვა... მაგრამ არაუშავს... :D
3. გამეღიმა, ფართოდ გახელილი თვალების ქვეყანაში რომ მოხვდა ჩინეთიდან ბატარეა :)
ისედაც ნათელია ბატარეას ბედი. მაგრამ ახლა ავდგები და ჩემი ძველი სამსუნგის ბატარეას კვებაზე დავსვამ, შემეცოდა.
გამეღიმა, ფართოდ გახელილი თვალების ქვეყანაში რომ მოხვდა ჩინეთიდან ბატარეა :)
ისედაც ნათელია ბატარეას ბედი. მაგრამ ახლა ავდგები და ჩემი ძველი სამსუნგის ბატარეას კვებაზე დავსვამ, შემეცოდა.
2. მადლობა არმენ... მირჩევნია გაგრძელება მკითხველს მივანდო... მადლობა არმენ... მირჩევნია გაგრძელება მკითხველს მივანდო...
1. ხედვა ორიგინალურია, საინტერესო, უბრალოდ ასე მარტივად არ უნდა დასრულდეს, ჩემი აზრით; რაღაც აუცილებლად უნდა გადახდეს თავს ამ ბატარეას. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ შოუ მასთ გოუ ონ. წარმატებები! ხედვა ორიგინალურია, საინტერესო, უბრალოდ ასე მარტივად არ უნდა დასრულდეს, ჩემი აზრით; რაღაც აუცილებლად უნდა გადახდეს თავს ამ ბატარეას. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ შოუ მასთ გოუ ონ. წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|