 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 24 თებერვალი, 2018 |
მე მინდა ვიყო ადამიანი,რომელმაც იცის ვინ არის და რა უნდა.მე მინდა ვიყო ის, ვინც პირველი მიხვდება და აღიარებს საკუთარ შეცდომებს და შეეცდება მათ გამოსწორებას.მინდა ვიყო ის,ვინც საკუთარ თავს დაინახავს არა ისეთს(ანგელოზს) როგორიც მას უნდა,არამედ ისეთს როგორიც ის არის რეალურად.მინდა ვიყო ის,ვინც სხვაში მხოლოდ კარგს დაინახავს და დააფასებს.მინდა ვიყო განსაკითხავი და არა განმკითხველი.მინდა ვიყო ის,ვისაც არ შერცხვება ბოდიშის მოხდის და საკუთარი თავის.მინდა ვიყო ის,ვინც სიცრუეში დათესავს სიმართლეს,სიბნელეში -სინათლეს,წყენაში-პატიებას,უიმედობაში-იმედს,მწუხარებაში-სიხარულს,ეჭვებში-რწმენას.მინდა ვიყო ის,ვინც სხვისი სიხარულის და მწუხარების მოზიარე იქნება.ოღონდ არამოჩვენევითი.მინდა ვიყო ის,ვინც სხვის თვალში არ ეძებს ბეწვს.მინდა ვიყო ის,ვინც მცირედშიც ერთგული და მადლიერია.მინდა ვიყო ადამიანი,ვისთვისაც გაცემა უფრო ნეტარებაა ვიდრე მიღება.მინდა ვიყო ის,ვინც განრისხდება,მაგრამ არ შესცოდავს.მე მინდა ვიყო უხვი სიყვარულში და ნელი რისხვაში.მე მინდა ვიყო ობლისთვის დედა,მშიერისთვის ლუკმა პური.მინდა ვიყო ის,ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა ყველას უყვარდეს,არამედ თავად უყვარდეს პირველს.მინდა ვიყო ის,ვისთვისაც უფალია პირველი.მე მინდა ვიყო ის,ვინც უნდა ვიყო. P.S.მე ამას შევძლებ თუ სიტყვა "მინდას" შევცვლი "უნდათი".თუ სურვილი და გადაწყვეტილება მყარია,მაშინ ყველაფერი მარტივია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|