| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 23 თებერვალი, 2018 |
უსაზღვროდ ბარდნიდა, ბარდნიდა მიწაზე, არ იყო საშველი... თოვლიან ზამთარში... იდგა მაგიდაზე, იწვოდა სანთელი.
ისე, ვით ანაშუქს ზაფხულის ღამეში ესევა ქინქლები, მინას აწყდებოდნენ ხმაურის გარეშე ლამაზი ფიფქები.
ქარბუქი ფანჯრებზე მშვენიერ მაქმანებს ქარგავდა ფანტელით, ბარდნიდა უხვად და ოთახში კანკალით იწვოდა სანთელი.
სხივმფინარ კედელზე შეირხა ლანდები მკერდგადაჯაჭვული, სხეული ორია, ერთმანეთს ადნება... ბედია ზღაპრული.
ჩექმების ხმაური სიჩუმეს დაარღვევს, სანთელი კაბაზე იღვრება ცრემლებად, არავის ანაღვლებს არ დარდობს ამაზე...
გამკრთალდა თოვლიან ბურუსში ფენილი სითეთრის ნათელი, ბარდნიდა უხვად და ოთახში შთენილი იწვოდა სანთელი.
ცდუნების ქარცეცხლში სანთელი კრთებოდა, იწვოდა ვნებები, ანგელოზის ფრთებად ჯვარედინდებოდა მკრთალი ოცნებები.
თებერვლის ბოლომდე არ გადაუღია და მიწას ათოვდა, სანთელი ანთია, ეს მისი შუქია, ასე რომ ათრთოლდა.
Зимняя ночь
Мело, мело по всей земле Во все пределы. Свеча горела на столе, Свеча горела. Как летом роем мошкара Летит на пламя, Слетались хлопья со двора К оконной раме. Метель лепила на стекле Кружки и стрелы. Свеча горела на столе, Свеча горела. На озаренный потолок Ложились тени, Скрещенья рук, скрещенья ног, Судьбы скрещенья. И падали два башмачка Со стуком на пол. И воск слезами с ночника На платье капал. И все терялось в снежной мгле, Седой и белой. Свеча горела на столе, Свеча горела. На свечку дуло из угла, И жар соблазна Вздымал, как ангел, два крыла Крестообразно. Мело весь месяц в феврале. И то и дело Свеча горела на столе, Свеча горела.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჯანა, ძალიან კარგი მთარგმნელი ხარ, მე მინდა ერთი ჩემეული ზოგადი შენიშვნა დაგიწერო. ვიცი არ გეწყინება და დაფიქრდები ამაზე. მე ვფიქრობ, თუ გაითვალისწინებ, ეს მხოლოდ არგებს შენს თარგმანებს. ჩემს სათქმელს კონკრეტულ მაგალითზე გეტყვი.
"ცდუნების ქარცეცხლში სანთელი კრთებოდა, იწვოდა ვნებები, ანგელოზის ფრთებად ჯვარედინდებოდა მკრთალი ოცნებები"
На свечку дуло из угла, И жар соблазна Вздымал, как ангел, два крыла Крестообразно.
საიდან გაჩნდა თარგმანში "მკრთალი ოცნებები". მესმის რითმისთვის...მაგრამ გააფუჭა ყველაფერი. ეს არის ეროტიული პასაჟი ამ ლექსში და თუ მაინცდამაინც, რაიმე ამის გამომხატველ- გამაძლიერებელი უნდა "ჩაამატო" და არა ისეთი კლიშე, როგორიცაა "მკრთალი ოცნებები" და რომელიც არაფერ შუაშია.
ასეთი მნიშვნელობის "ნიუანსი" უკვე რამოდენიმეჯერ შემხვდა შენს სხვადასხვა თარგმანში და ამიტომ განვაზოგადებ და გთხოვ, ნუ გადაგყავს ორიგინალი სხვა რელსებზე. ძალიან კარგად თარგმნი, ჯანა, მაგრამ მე მინდა დახვეწილადაც თარგმნიდე:*
პ.ს. მგონი უკვე ვიცი, ვის უნდა დავუწერო ჩემი ნამდვილი აზრი ამ საიტზე :) ვის შეიძლება ის მართლა გამოადგეს და ტყუილად არც მე გავისარჯო და არც იმან დამაბრალოს, რომ მივედ-მოვედები, თავში მაქ ავარდნილი, რაღაც მშურს და ა. შ. :)))))))))) ჯვარი გვწერია მე და შენ ამეებისგან:*
ჯანა, ძალიან კარგი მთარგმნელი ხარ, მე მინდა ერთი ჩემეული ზოგადი შენიშვნა დაგიწერო. ვიცი არ გეწყინება და დაფიქრდები ამაზე. მე ვფიქრობ, თუ გაითვალისწინებ, ეს მხოლოდ არგებს შენს თარგმანებს. ჩემს სათქმელს კონკრეტულ მაგალითზე გეტყვი.
"ცდუნების ქარცეცხლში სანთელი კრთებოდა, იწვოდა ვნებები, ანგელოზის ფრთებად ჯვარედინდებოდა მკრთალი ოცნებები"
На свечку дуло из угла, И жар соблазна Вздымал, как ангел, два крыла Крестообразно.
საიდან გაჩნდა თარგმანში "მკრთალი ოცნებები". მესმის რითმისთვის...მაგრამ გააფუჭა ყველაფერი. ეს არის ეროტიული პასაჟი ამ ლექსში და თუ მაინცდამაინც, რაიმე ამის გამომხატველ- გამაძლიერებელი უნდა "ჩაამატო" და არა ისეთი კლიშე, როგორიცაა "მკრთალი ოცნებები" და რომელიც არაფერ შუაშია.
ასეთი მნიშვნელობის "ნიუანსი" უკვე რამოდენიმეჯერ შემხვდა შენს სხვადასხვა თარგმანში და ამიტომ განვაზოგადებ და გთხოვ, ნუ გადაგყავს ორიგინალი სხვა რელსებზე. ძალიან კარგად თარგმნი, ჯანა, მაგრამ მე მინდა დახვეწილადაც თარგმნიდე:*
პ.ს. მგონი უკვე ვიცი, ვის უნდა დავუწერო ჩემი ნამდვილი აზრი ამ საიტზე :) ვის შეიძლება ის მართლა გამოადგეს და ტყუილად არც მე გავისარჯო და არც იმან დამაბრალოს, რომ მივედ-მოვედები, თავში მაქ ავარდნილი, რაღაც მშურს და ა. შ. :)))))))))) ჯვარი გვწერია მე და შენ ამეებისგან:*
7. გულწრფელად მომეწონა... ძალიან მომეწონა... ლამაზად გადადის, როგორც თმის ნაწნავები, ერთმანეთში სტროფები... თავისი პოეტიკა აქვს ... რუსულს ვერ შევაფასებ, მაგრამ +5 გულწრფელად მომეწონა... ძალიან მომეწონა... ლამაზად გადადის, როგორც თმის ნაწნავები, ერთმანეთში სტროფები... თავისი პოეტიკა აქვს ... რუსულს ვერ შევაფასებ, მაგრამ +5
6. მიხარია, კარგები ხართ! ნეფერტარ, რა საყვარელი და ძვირფასი ხართ, გმადლობთ. მიხარია, კარგები ხართ! ნეფერტარ, რა საყვარელი და ძვირფასი ხართ, გმადლობთ.
5. რა ბედნიერენაა ჯანა რომ არსებობს. რომ წერს, რომ თარგმნის, დაუზარელი და ნიჭიერიც რომაა. მადლობა ღმერთო შენ და ჯანა შენ. ამინ.
პასტერნაკსაც კარგა მაგრა გაუმართლა მთარგმნელში. :)
რა ბედნიერენაა ჯანა რომ არსებობს. რომ წერს, რომ თარგმნის, დაუზარელი და ნიჭიერიც რომაა. მადლობა ღმერთო შენ და ჯანა შენ. ამინ.
პასტერნაკსაც კარგა მაგრა გაუმართლა მთარგმნელში. :)
4. კარგია. კარგად ჯღერს. სასიამოვნო თარგმანია კითხვისას. მთარგმნელს პოეტის ემოციაა აქვს. იგრძნობა და უყვარს ავტორიც.
ნ ე ქ ტ ა რ ი. კარგია. კარგად ჯღერს. სასიამოვნო თარგმანია კითხვისას. მთარგმნელს პოეტის ემოციაა აქვს. იგრძნობა და უყვარს ავტორიც.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. ძლივს-ამ ლექსის კარგი თარგმანი!ბრავო! 5 ძლივს-ამ ლექსის კარგი თარგმანი!ბრავო! 5
2. მშვენიერი თარგმანია. მშვენიერი თარგმანია.
1. მგონი ძალიან ლამაზი თარგმანია, ყოველშემთხვევაში პასტერნაკი არდამკარგვია კითხვისას.
მგონი ძალიან ლამაზი თარგმანია, ყოველშემთხვევაში პასტერნაკი არდამკარგვია კითხვისას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|