ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2018


მიდიხარ


მიდიხარ... ფეხს ითრევ... და მაინც მიდიხარ...
ვერ ბედავ... მიდიხარ... შენს მძიმე ნაბიჯებს
ფეხს უწყობს სამყარო, სულში კი  ბინდია
და გულსაც უგულო გრძნობები აგიჟებს.

მიდიხარ... ხედავ და თვალები კანკალით
გხვდებიან შიშით და სულამდე ცრემლიან.
გხვდებიან პირისპირ, თან მზერის
გადაკვრით,
არ უნდათ მოსმენა, რაც უკვე იციან...

რომ წახვალ დატოვებ მას უფლის იმედად,
ან ბედის კვალდაკვალ გაჰყვება აღამართებს
და არც იფიქრე, გულქვა ხარ იმდენად,
რომ სულით-ხორცამდე თვითონვე გაღმერთებს.

წახვედი... დატოვე... გადასცდი მოლოდინს,
დროდადრო იხსენებ ღიმილებს პატარებს...
და დღესაც არ იცი, რას ნიშნავს ბოლომდე,
რომ მისგან ნაჩუქარ სამაჯურს ატარებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები