 | ავტორი: დამიანი ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2018 |
ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც იპოვა სიყვარული და სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი, მისგან გათავისუფლებას მოანდომა. უ.ფ. _____
როგორც თავღია ჭურჭლიდან გადმოღვრილი მრუდ გზაზე წყალი, დამირჩი სადღაც, გზადაგზა და თანაც უკვალოდ.
ხომ შეიძლება , შენც დაიწყო ერთხელ ნამდვილად, არ იწყებოდე დასასრულით, არ გავდე ხიდებს... არ გავდე იმ ზღვებს და მთებს ნასოფლარს, სადაც ამდენი მკვდარი მარხია...
თუმცა ცოცხლებიც დგანან ყოველდღე და საკუთარ მკვდრადშობილ სიცოცხლეს აყრიან მიწას, რომ ხელახლა და თანაც "სხვად" შობონ საკუთარი "მე ", რომ იქნებ, მაშინ მაინც მოაწონონ ვინმეს თავი და იგრძნონ კმაყოფილება.
და სანამ შენც საკუთარ სხვა "მე"ს ხელახლა გამოიგონებ, მე მოვყვები ბოლო შეხვედრას, როგორ იჯექი ისე სულშეკვრით, ვით გასაქცევად გამზადებული სახლის კედლიდან თეთრი არმარი. როგორ მეჭირა შენი ხელები, როგორც მეთევზეს დამძიმებული სველი თოკები..
და კბილებით, როგორც მესამე ხელით, ისე მეჭირა შენი სახელი.
და მახსენდება სიზმარიც ბოლო, სადაც სიცარიელემ გაინაპირა შენი არსებობის ყველა ნიშანი: სუნთქვა, თვალები, თითები, მზერა... და როგორც ძაღლისათვის მიგდებული სამადლოდ ძვლები, ისე ეყარნენ ჩვენი სხეულნი, რომელნიც ფეხით მივუგორეთ ერთმანეთს თურმე და ზუსტად მაშინ გავშორმანძილდით, და დავრჩით უცხოდ ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. 5 ფოლკნერი აქაც მკვეთრად იგრძნობა. 5 ფოლკნერი აქაც მკვეთრად იგრძნობა.
4. უძლიერესი ლექსი, ორიგინალური სახეებით და შინაარსით უძლიერესი ლექსი, ორიგინალური სახეებით და შინაარსით
3. გაუცხოების შემაძრწუნებლად ნამდვილი არსი.
გაუცხოების შემაძრწუნებლად ნამდვილი არსი.
2. "ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც იპოვა სიყვარული და სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი, მისგან გათავისუფლებას მოანდომა"
თითქოს ჩემზეა... კარგია "ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც იპოვა სიყვარული და სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი, მისგან გათავისუფლებას მოანდომა"
თითქოს ჩემზეა... კარგია
1. რა ცუდი შეგრძნება აქვს ამ ლექს და როგორი უცნაურია...
რა ცუდი შეგრძნება აქვს ამ ლექს და როგორი უცნაურია...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|