ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯარჯი07
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2009


აქ სიჩუმეა, უსასრულო სევდის კუნძულზე,
აქ სიჩუმეა, თეთრი ფერი არავის მოსავს.
გადამღლელია ნაცრისფერად აქ ყველაფერი
მომავალს არვინ ელოდება, არავინ ლოცავს.

თავი მოიკლა თეთრმა გედმა დიდი ხანია
და თეთრი რაშიც აწ სიბერის უნაგირს იდგამს.
დამნაშავე კი ალბათ ყველა ჩვენთაგანია
ფეხქვეშ გავთელეთ რაც კი გვქონდა ყველაზე წმინდა.

აქ სიჩუმეა, უსასრულო სევდის კუნძულზე
და ყველა ჩვენგანს თვითმკვლელობის დაღი ასვია,
აქ სიჩუმეა უსასრულო,ჯოჯოხეთური
და ყოველი დღე გუშინწინდელ დღეთა მსგავსია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები