| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 10 მარტი, 2018 |
მისი უდიდე/ბულესობა ქალი ბრძანდებით!! ნუთუ ჩემთან ხართ?! ვერ ვიჯერებ... მაგ შარმის გარდა, შემოგყვათ ველთა მდუმარება, გარეთ ლანდები გამუქდა, როცა ჩამოეშვა სიბნელის ფარდა.
წვეთავს წვიმა და ყველა წვეთი გულზე მესობა, მბჟუტავი შუქით აილანდა ჩრდილები ბნელი, რამ მოგიყვანათ, თქვენო უდი/დებულესობავ, რას მივაწერო ეს სტუმრობა მოულოდნელი?
აქ ხანძარია, თქვენმა მოსვლამ დააგიგზგიზა, თუმცა კვამლისგან მეტისმეტად გაძნელდა სუნთქვა, თუ შეიძლება, შემობრძანდით, კართან რისთვისღა გაჩერებულხართ, დაბნეული დამდგახართ ზღურბლთან.
ვინ ხართ, საიდან, როგორ გაჩნდით, ვისით ან რითი? შემოხვედით და დააღწიეთ თავი უკუნეთს... სასაცილო და გულუბრყვილო, ახლაღა მივხვდი: თქვენ შეგეშალათ მისამართი და საუკუნე.
ВАШЕ ВЕЛИЧЕСТВО ЖЕНЩИНА
Тьмою здесь все занавешано, И тишина как на дне... Ваше Величество Женщина, Да неужели ко мне?
Тусклое здесь электричество, С крыши сочится вода. Женщина, ваше величество, Как вы решились сюда?
О, ваш приход - как пожарище. Дымно, и трудно дышать... Ну, заходите, пожалуйста. Что на пороге стоять?
Кто вы такая? Откуда вы?! Ах, я смешной человек... Просто вы дверь перепутали, Улицу, город и век.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობა, ელადა. ნეფერტარ, გმადლობთ, რომ კითხულობთ და აარსდროს ტოვებთ უყურადღებოდ. გეთანხმებით, რომ იქ მთლად ბუნებრივი ჟღერადობა არ არის, რადგან ნაწვალებია. შევეცდები შევცვალო.
დიდი მადლობა, ელადა. ნეფერტარ, გმადლობთ, რომ კითხულობთ და აარსდროს ტოვებთ უყურადღებოდ. გეთანხმებით, რომ იქ მთლად ბუნებრივი ჟღერადობა არ არის, რადგან ნაწვალებია. შევეცდები შევცვალო.
2. ძალიან დიდი დოზით პოეზია, თემა შენარჩუნებული, ძალიან კარგია, ბრავო! ძალიან დიდი დოზით პოეზია, თემა შენარჩუნებული, ძალიან კარგია, ბრავო!
1. ჯანა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ემოცია მომიტანა თქვენმა თარგმანმა.
ოღონდ აი სულ ბოლო სტრიქონშია რაღაც... გასასწორებელივით,
Кто вы такая? Откуда вы?! Ах, я смешной человек... Просто вы дверь перепутали, Улицу, город и век.
ვინ ხართ, საიდან, როგორ გაჩნდით, ვისით ან რითი? შემოხვედით და დააღწიეთ თავი უკუნეთს... სასაცილო ვარ, გულუბრყვილო, ახლაღა მივხვდი: შეგშლიათ კარიც, მისამართიც და საუკუნეც.
ამ ვარიანტზე (ჩემსაზე) რას იტყოდით?
საბოლოო ჯამში, ემოციურად ძალიან კარგი იყო.
ჯანა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ემოცია მომიტანა თქვენმა თარგმანმა.
ოღონდ აი სულ ბოლო სტრიქონშია რაღაც... გასასწორებელივით,
Кто вы такая? Откуда вы?! Ах, я смешной человек... Просто вы дверь перепутали, Улицу, город и век.
ვინ ხართ, საიდან, როგორ გაჩნდით, ვისით ან რითი? შემოხვედით და დააღწიეთ თავი უკუნეთს... სასაცილო ვარ, გულუბრყვილო, ახლაღა მივხვდი: შეგშლიათ კარიც, მისამართიც და საუკუნეც.
ამ ვარიანტზე (ჩემსაზე) რას იტყოდით?
საბოლოო ჯამში, ემოციურად ძალიან კარგი იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|