სიცილი იცით რა უცნაური რამეა? თუ მოგეპარა აღარ მოგცილდება სანამ არ გაგაცინებს გულიანად. თუ მიდიხარ, უკან გამოგყვება. თუ ზურგს შეაქცევ, ისიც შემოგირბენს და ცხვირწინ დაგიდგება. მერე ჯერ თვალებს აგიციმციმებს, მუცელსა და მხრებს აგითახთახებს და ერთ ისეთ „ფხუკუს“ დაგაძახებინეეებს, რომ თუ გაკვეთილზე ზიხარ გაკვეთილიდან გამოგიშვებს მასწავლებელი, თუ ქუჩაში ხარ ყველა შენ შემოგხედავს გაოცებული ნეტა რა აცინებს, რას ხედავს სასაცილოსო. მოკლედ, სიცილს მიზეზი არ სჭირდება თუკი გეცინება. და მე თუ მკითხავთ, ყველაზე ნამდვილი სიცილი მაშინაა, როცა უმიზეზოდ იცინით. აი, ექვსი - შვიდი წლის ბავშვები დღეში დაახლოებით ორასჯერ იცინიანო, ასე დაასკვნეს მეცნიერებმა. მე კი ახლა ისეთ ბიჭზე უნდა გიამბოთ, რომელიც დღეში კი არა, კვირასა და თვეში ერთხელაც რომ არ იცინოდა. დიდი მოღუშული და უჟმური ვინმე იყო. ხან შეუღიტინებდნენ, ხან ბაბუ ძილის წინ ისეთ ამბავს მოიგონებდა, სხვები თუ ბჟირდებოდნენ სიცილით და მათ შორის, უფროსებიც, ეს ბიჭუნა კი არა და არ იცინოდა. მოიღუშებოდა ღღუბელივით და იჯდა ასე ქუშად, ცხვირჩამოშვებული. დარდობდა დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიცოლა და მათი ოჯახის მეგობარი ცუცქნა რიკიც კი. რიკი ან ფისო იყო ან ლეკვი. თქვენ რომელიც გირჩევნიათ ის წარმოიდგინეთ. მოკლედ, შეწუხებული ახლობლები აქეთ ეცნენ, იქეთ ეცნენ და გაიკითხეს ქალაქში: - ხალხოო, სიცილის ექიმი ხომ არსად გეგულებათოო!... -აქ, ჩვენს ქალაქში სიცილის ექიმი ერთი მასხარაა, რომელიც უწამლოდ კურნავსო- უპასუხეს შეწუხებულ ნათესავებს და მიასწავლეს მისამართიც : ხითხითის პირველი შესახვევი, კისკისის ქუჩა, ფხუკუნის პირველი სადარბაზო, ხარხარის მეათე სართული. კარზე ფერადი ასოებით აწერია : „ გაუცინართა მკურნალი მ ა ს ხ ა რ ა ო „ სხვა რა გზა ჰქონდათ, ჩააცვეს გაუცინარი ბიჭის მშობლებმა შვილს თბილად, რადგან გარეთ შემოდგომის სუსხი იდგა და ამინდიც ბიჭივით მოღუშული იყო. ტაქსის მძღოლს რომ ჰკითხეს ხითხითის პირველ შესახვევთან რამდენ ლარად მიგვიყვანო, მძღოლმა გულიანად გაიცინა და უფასოდო უპასუხა, რადგან რამდენჯერაც მაგ შესახვევს ჩავუვლი იმდენჯერ სიცილითა ვკვდები და ვმხიარულდებიო, აქეთ მადლობა გადაუხადა, რომ მაგ მისამართზე მიგყავართო. დიიიდი საცობის შემდეგ, როგორც იქნა შეუხვიეს ხითხითის პირველ შესახვევში, და აი, აღმოჩნდნენ კისკისის ქუჩაზე, სადაც წვიმის მიუხედავად ყველა მაინც ქოლგითა და კისკისით დადიოდა. მძღოლი სადარბაზოს რომ მიუახლოვდა ფხუკუნი აუტყდა, მოატრიალა მანქანა და დაემშვიდობა, დანარჩენს თავადაც მიაგნებთო. რიგი მესამე სართულიდან იწყებოდა. მოღუშული ბიჭუნას დედიკოს კი ეგონა, რომ თავისი შვილის გარდა არავის აწუხებდა „გაუცინრობა“, მაგრამ ამაოდ. თურმე ქალაქში იმდენი ბავშვი, ახალგაზრდა და მოხუციც კი ყოფილა, რომლებიც არ იცინიან თურმეე არასდროს, ან გადაეჩვივნენ, ან დაივიწყეს სიცილი და იდგნენ თავჩაღუნულები, მოწყენილები და მორჩილად ელოდნენ თავიანთ რიგს, ერთმანეთს ზედაც კი არ უყურებდნენ. სამაგიეროდ გაუცინართა მკურნალიდან გამოსული პაციენტები, კისკისებდნენ, ეხუტებოდნენ, ეფერებოდნენ თავიანთ ნათესავებსა და მეგობრებს, უღიმოდნენ რიგში მდგომ მოწყენილებს და სიცილით ჩარბოდნენ კიბეებზე. თუ როგორ კურნავდა მასხარა ეს საიდუმლო რეცეპტი იყო. თუმცა ბიჭუნა ყურებამდე გაკრეჭილი რომ გამოვიდა და თვალებაციმციმებული, მაშინ დავიჭირე ორიოდე სიტყვა და ჩავიწერე : „ თუ გაიცინებთ იცოცხლებთ !“ ჰოდა, ვიცინოთ ჩვენც და ვიცოცხლოთ, სამყაროც ჩვენთან ერთად გაიცინებს და იცოცხლებს მაშინ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მგონი ვიცი ვინც ხართ, :) მახსოვს მე აქ ერთი კარგი ქალბატონი კარგ საბავშვო ზღაპრებს რომ დებდა და მერე გაქრა. :)
მიხარია გულით თქვენი დაბრუნება. იშვიათობა გახდა აქ ნიჭი და ინდივიდუალური ხელწერა. ამ ზღაპარს ცოტა ხელისშევლება ჭირდება და თქვენც იცით ეგ... გადაალამაზებთ თავის დროზე.
მოგვიტანეთ კარგი ზღაპრები. არც ობიექტური კომენტარი მოგაკლდებათ ჩემგან. ბევრი ნიჭი თქვენ და კარგი ზღაპრები მე. :)
მგონი ვიცი ვინც ხართ, :) მახსოვს მე აქ ერთი კარგი ქალბატონი კარგ საბავშვო ზღაპრებს რომ დებდა და მერე გაქრა. :)
მიხარია გულით თქვენი დაბრუნება. იშვიათობა გახდა აქ ნიჭი და ინდივიდუალური ხელწერა. ამ ზღაპარს ცოტა ხელისშევლება ჭირდება და თქვენც იცით ეგ... გადაალამაზებთ თავის დროზე.
მოგვიტანეთ კარგი ზღაპრები. არც ობიექტური კომენტარი მოგაკლდებათ ჩემგან. ბევრი ნიჭი თქვენ და კარგი ზღაპრები მე. :)
7. დიდი მადლობა, მეგობრებო, ნეფერტარ, შენს კომენტარს ველოდი ძალიან :) მოკლედ, ერთმა საბავშვო მწერალმა მითხრა, გული როგორ გითმენს საბავშვო კრებულს რომ არ გამოსცემო, მეთქი დადგება აუცილებლად მათი დროც, თქვენც წაგაკითხებთ -მეთქი და რამდენად შეიძლება ბავშვებამდე მიტანა მერე ვიფიქროთ-მეტქი, იგი ელოდება როდის მივაწვდი, მე კი რატომღაც აქ მინდა ჯერ გამოქვეყნება ნელ-ნელა, რამდენიმე მოთხრობის. მე ერთი ტქვენთვის ნაცნობი ავტორი ვარ, უბრალოდ ინკოგნიტოდ დარჩენა ვარჩიე, მეტი ობიექტურობისთვის და ყოველთვის სიამოვნებით და სიხარულით დაველოდები თქვენს კომენტარებს . ნეფერტარ, ოქრო ხარ <3 დიდი მადლობა, მეგობრებო, ნეფერტარ, შენს კომენტარს ველოდი ძალიან :) მოკლედ, ერთმა საბავშვო მწერალმა მითხრა, გული როგორ გითმენს საბავშვო კრებულს რომ არ გამოსცემო, მეთქი დადგება აუცილებლად მათი დროც, თქვენც წაგაკითხებთ -მეთქი და რამდენად შეიძლება ბავშვებამდე მიტანა მერე ვიფიქროთ-მეტქი, იგი ელოდება როდის მივაწვდი, მე კი რატომღაც აქ მინდა ჯერ გამოქვეყნება ნელ-ნელა, რამდენიმე მოთხრობის. მე ერთი ტქვენთვის ნაცნობი ავტორი ვარ, უბრალოდ ინკოგნიტოდ დარჩენა ვარჩიე, მეტი ობიექტურობისთვის და ყოველთვის სიამოვნებით და სიხარულით დაველოდები თქვენს კომენტარებს . ნეფერტარ, ოქრო ხარ <3
6. ნეფერტარი :) გემოვნების ამბავია პეიზაჟის აღწერა... საჭირო ადგილას ლამაზია კი... მაგრამ თითქმის აღარ ვკითხულობ, რადგან სავსეა წიგნები მეფუნთუშე ზოიას დეტალური აღწერილობებით... და ის ზოიაც მთელს შემდეგ წინგში არ ჩანს ხოლმე... ასეთ დროს მგონია, რომ მწერალმა მუზა დაკარგა და გვერდების შესავსებად წერს ამ ყველაფერს... რეალურად ასეცაა ხოლმე ხშირად... :) ნეფერტარი :) გემოვნების ამბავია პეიზაჟის აღწერა... საჭირო ადგილას ლამაზია კი... მაგრამ თითქმის აღარ ვკითხულობ, რადგან სავსეა წიგნები მეფუნთუშე ზოიას დეტალური აღწერილობებით... და ის ზოიაც მთელს შემდეგ წინგში არ ჩანს ხოლმე... ასეთ დროს მგონია, რომ მწერალმა მუზა დაკარგა და გვერდების შესავსებად წერს ამ ყველაფერს... რეალურად ასეცაა ხოლმე ხშირად... :)
5. მშვენიერი იყო უდავოდ. ძალიან მომეწონა. 5 ქულაც დავტოვე. უნდა გააგრძელოთ წერა. მშვენივრად გამოდგით. თორნიკეე, პეიზაჟის აღწერა კარგია, თუ ის თავის ადგილზე და თავის დროზეა გამოყენებული იქ, სადაც საჭიროა. ასე რომ ის გონიერი ავტორის ხელში უაზრო კი არ არის, ძალიანც აზრიანია და მოქმედების გარემოს გიჩვენებს.
აქაც აღწერაა მოცემული ბევრ ადგილას, არა პეიზაჟის, მაგრამ მაინც. წვიმიანი და შემოდგომის ამინდიც აღწერილია. ა ვინც სათქმელს რამდენიმე სიტყვაში ამბობს, ის მინიპროზის ავტორია და ძალიან უყვართ რედაქტორებს, რადგან გასასწორებელი თითქმის არაფერი აქვთ.
მშვენიერი იყო უდავოდ. ძალიან მომეწონა. 5 ქულაც დავტოვე. უნდა გააგრძელოთ წერა. მშვენივრად გამოდგით. თორნიკეე, პეიზაჟის აღწერა კარგია, თუ ის თავის ადგილზე და თავის დროზეა გამოყენებული იქ, სადაც საჭიროა. ასე რომ ის გონიერი ავტორის ხელში უაზრო კი არ არის, ძალიანც აზრიანია და მოქმედების გარემოს გიჩვენებს.
აქაც აღწერაა მოცემული ბევრ ადგილას, არა პეიზაჟის, მაგრამ მაინც. წვიმიანი და შემოდგომის ამინდიც აღწერილია. ა ვინც სათქმელს რამდენიმე სიტყვაში ამბობს, ის მინიპროზის ავტორია და ძალიან უყვართ რედაქტორებს, რადგან გასასწორებელი თითქმის არაფერი აქვთ.
4. გამეღიმა... მოთხრობა ისეა დაწერილი, რომ ადვილად იკითხება და თითქოს ამბავიც ისეთია, რომ წაუბავშვურებს... თუმცა ჩემი აზრით საერთდ არაა ბავშვური, რადგან ამ მოთხრობაში ისეთი ღრმა აზრი დევს რომ ბავშვის ტვინი ვერ გაწვდება... ბევრი საბავშვო მოთხრობა და ზღაპარი მაქვს წაკითხული და ჩემი აზრით ზღაპრებს ჩემნაირი და შეიძლება შენნაირი ზარმაცი ადამიანები წერენ, რომლებთაც ეზარებათ უაზრო პეიზაჟის აღწერებით რამოდენიმე ფურცლის გავსება და სათქმელს რამოდენიმე სიტყვაში ამბობენ... საერთოდ მგონია, რომ ჭკუის სასწავლებელი ზღაპრები უფრო იმათთვისაა ვინც ამ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავენ... წარმატებები... გააგრძელე მსგავს ჟანრში... გამეღიმა... მოთხრობა ისეა დაწერილი, რომ ადვილად იკითხება და თითქოს ამბავიც ისეთია, რომ წაუბავშვურებს... თუმცა ჩემი აზრით საერთდ არაა ბავშვური, რადგან ამ მოთხრობაში ისეთი ღრმა აზრი დევს რომ ბავშვის ტვინი ვერ გაწვდება... ბევრი საბავშვო მოთხრობა და ზღაპარი მაქვს წაკითხული და ჩემი აზრით ზღაპრებს ჩემნაირი და შეიძლება შენნაირი ზარმაცი ადამიანები წერენ, რომლებთაც ეზარებათ უაზრო პეიზაჟის აღწერებით რამოდენიმე ფურცლის გავსება და სათქმელს რამოდენიმე სიტყვაში ამბობენ... საერთოდ მგონია, რომ ჭკუის სასწავლებელი ზღაპრები უფრო იმათთვისაა ვინც ამ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავენ... წარმატებები... გააგრძელე მსგავს ჟანრში...
3. მიყვარს ზღაპრები, თუმცა რამდენად მომეწონა ეს ზღაპარი არ ვიცი, სიცილი კარგია, წამალია, მაგრამ როცა სატირლად გაქვს საქმე და იცინი... მიყვარს ზღაპრები, თუმცა რამდენად მომეწონა ეს ზღაპარი არ ვიცი, სიცილი კარგია, წამალია, მაგრამ როცა სატირლად გაქვს საქმე და იცინი...
2. მადლობა, მაინტერესებს მკითხველის აზრი , სიამოვნებით მოგისმენთ :) მადლობა, მაინტერესებს მკითხველის აზრი , სიამოვნებით მოგისმენთ :)
1. პირველ და ბოლო აბზაცს თუ მოაცილებთ მშვენიერი ზღაპარია. პირველ და ბოლო აბზაცს თუ მოაცილებთ მშვენიერი ზღაპარია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|