მართლა ჯვარი აქაურობას და კუბოს ემსგავსება სახლი, თუ მას არავინ შემოაღებს, არ იტყვის: „კეთილი იყოს ჩემი ფეხიო, არ იტყვის“, არ გაგიღიმებს, არ ჩაგიხუტებს, არ გეტყვის, რომ მოენატრე, არ გაგათბობს მითუმეტეს, ზამთრის სიცივეში. გამოკეტილი ზიხარ და გგონია, რომ ისე გაცივდა ყველაფერი ამ ამინდისგან, მალე ლოლუები დაეკიდება ირგვლივ. მაგრამ, რა ვუყოთ შინაგან, ადამიანურ ზამთარს? ეს არავისი ბრალია... ეს კაპიტალიზმის პირმშოა - ურთიერთობების გაცივება, ქრონიკული დაკავებულობა, აჩქარებული ტემპი... წარმატებისკენ უსასრულო სწრაფვა, როცა ყველაზე ძვირფასი - სითბო და სიყვარული, თბილისის თოვლივით დნება... სადღაა თბილისური ურთიერთობები, რომლებიც მართლა ლოლუებად დაეკიდა ქალაქს? „ზამთარს ყველაზე მეტად სცივა და ჩვენ უნდა გავათბოთო,“ - ფიქრობდა ლალი, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რომ გიჟად არ ჩათვლიდნენ და საკუთარ თავთან მონოლოგით იფარგლებოდა... „ან ეს ფეისბუქი რაა? აზარმაცებს ადამიანებს“... იმ დღეს დაებლოკა ორი კვირით და განსაკუთრებული მონატრება სწორედ მაშინ შემოაწვა... აი, რატომ აღარ დადის ხალხი ერთმანეთთან და მეგობრებს შორისაც კი, შეხვედრები საქმიან ხასიათს ატარებს მხოლოდ... ეს გადაგვარებაა... „ჩვენ ამ ევროპისგან კარგი გადმოვიღოთ და ჩვენი კარგიც დავიტოვოთ,“ თქვა ერთხელ მამიდასთან სტუმრად მისულმა ლალიმ. „ჩვენ პირიქით ვაკეთებთ“, დანანებით გაიქნია თავი ბიძია გოგიმ. თანაც, ეს სიშორე... ახლა, ზამთრის ქარებს აღარ იკითხავთ, ასე რომ ეხმიანება განწყობას? ლალი კი ადრე ქალაქის მთლად გულში - დიდუბეში ცხოვრობდა, ისეთ ადგილას, სადაც უნდა წახვიდე, ყველა უბნისთვის შუაგული რომ არის... ახლა კი, იცოცხლე, ჰაერი და სისუფთავე ბევრად უკეთესია, მაგრამ გამოსავლელზე არ ხარ და არც აღარავინ მოდის - შორიაო... ლალიც მუშაობდა, მაგრამ დისტანციურად - სახლიდან... აღარც კოლექტივი ჰყავდა, აღარც მეგობრები. ამ უკანასკნელთა უმეტესობას შვილების გამო სულ სხვა სამყარო ჰქონდა, ზოგი კი თავის ახალ თანამშრომლებთან მუშაობდა და ერთობოდა კიდეც... სულ მარტო დარჩა... სტუმარი კი არსად ჩანდა... მაგრამ, ყოველ მედალს მეორე მხარე აქვს... ლალის კარგი ანაზღაურება ჰქონდა, ფულიც ეზოგებოდა, აბა, სხვა სარჩენი არავინ ჰყავდა... ვერც ვერსად ხარჯავდა მაინცდამაინც ამფსონების სიმცირის გამო... მოიხმარა ძმის სტატისტიკურ-ანალიტიკური უნარები, ერთად შეადგინეს ბიზნეს-გეგმა და ერთ დღესაც, ყოჩაღმა გოგონამ, საკუთარი მცირე საოჯახო ტიპის სასტუმრო გახსნა... აი, მას მერე კი სტუმრები არ მოჰკლებია... მერე, იცოცხლე, გამოჩნდნენ მეგობრები... ყველას გაუკვირდა, როგორ მოახერხა ამ წყნარმა გოგომ ამდენი, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე, კონტაქტები ჰქონდა ბევრი და ამან დადებითად იმუშავა საქმის წარმოებაზე. ცოტა ხანში, მთარგმნელი და ჟურნალისტი ლალიკო რესპექტაბელურ ბიზნეს-ლედად იქცა... ერთ-დღეს, იმავე წრიდან, ბიზნესმენ ლადო ნაკაშიძეს მოუვიდა თვალში - მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი იყო, აფეთქებულ ალუბალს ჰგავდა... რესტორნებში რამდენიმე შეხვედრისა და თაიგულების მირთმევის მერე, ხელიც სთხოვა... ახლა უკვე დამხმარე ქალიც ჰყავს ლალის შინ, სტუმრებიც არ აკლია, და ცხოვრება მართლაც მშვენიერი, თბილი და სიყვარულით სავსეა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა, კახა... მადლობა, კახა...
10. :) კარგია, კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი საკუთარ თავთან ნაცნობ პრობლემებზე. :) კარგია, კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი საკუთარ თავთან ნაცნობ პრობლემებზე.
9. ჰო, იგრძნობა? ჰო, იგრძნობა?
8. მთავარია ადამიანმა მიზანი დაისახოს, დანარჩენი უკვე ნიუანსებია , თუ მიზანსწრაფულია ადამიანი. მთავარია ადამიანმა მიზანი დაისახოს, დანარჩენი უკვე ნიუანსებია , თუ მიზანსწრაფულია ადამიანი.
7. მეგობრებო, როგორ მიხარია, რომ მოგეწონათ. ეს მოთხრობა პირველად რომ დავწერე, მერე რატომღაც, გადავაგდე და ხელახლა აღვადგინე... ანუ, ღირდა? :) მეგობრებო, როგორ მიხარია, რომ მოგეწონათ. ეს მოთხრობა პირველად რომ დავწერე, მერე რატომღაც, გადავაგდე და ხელახლა აღვადგინე... ანუ, ღირდა? :)
6. პროტესტი არის ნამდვილად, გაციებული ურთიერთობების მიმართ, რაც კაპიტალიზმმა მოიტანა და რაც ხშირად გაუცხოებას და ნევროზს იწვევს... ადამიანებს აღარ გვცალია ერთმანეთისთვის, და საქმეებით დატვირთულებს, ყველაზე ძვირფასი გვეცლება ხელიდან... თუმცა, აღმართს დაღმართი მოჰყვება და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება... თურმე, რასაც ვწერთ, ხშირად ახდება ხოლმე, ამიტომაც, დავრჩეთ პოზიტიურები.... დიდი მადლობა <3 პროტესტი არის ნამდვილად, გაციებული ურთიერთობების მიმართ, რაც კაპიტალიზმმა მოიტანა და რაც ხშირად გაუცხოებას და ნევროზს იწვევს... ადამიანებს აღარ გვცალია ერთმანეთისთვის, და საქმეებით დატვირთულებს, ყველაზე ძვირფასი გვეცლება ხელიდან... თუმცა, აღმართს დაღმართი მოჰყვება და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება... თურმე, რასაც ვწერთ, ხშირად ახდება ხოლმე, ამიტომაც, დავრჩეთ პოზიტიურები.... დიდი მადლობა <3
5. როგორც მივხვდი,სხვადასხვა პერსონაჟებია,მაგრამ მათი ბედნიერება მაინც წარმატებით შემოიფარგლა. ადამიანს გააჩნია,ვის რა მიზანი აქვს,თორემ კარგი ბიზნესი,კარგი ქმარი და სტუმარი სულაც არ არის ბედნიერებისთვის საკმარისი. მე მაინც საწყის ეტაპს ვარჩევდი,როცა უფრო მეტად გრძნობდა ცარიელ სახლს და უმეგობრო მარტოობას:) და მეტს ფიქრობდა შესაბამისად. იქნებ ასეც არის,ეს პროტესტია ამ ყველაფრის და არა პოზიტიური მოთხრობა.
როგორც მივხვდი,სხვადასხვა პერსონაჟებია,მაგრამ მათი ბედნიერება მაინც წარმატებით შემოიფარგლა. ადამიანს გააჩნია,ვის რა მიზანი აქვს,თორემ კარგი ბიზნესი,კარგი ქმარი და სტუმარი სულაც არ არის ბედნიერებისთვის საკმარისი. მე მაინც საწყის ეტაპს ვარჩევდი,როცა უფრო მეტად გრძნობდა ცარიელ სახლს და უმეგობრო მარტოობას:) და მეტს ფიქრობდა შესაბამისად. იქნებ ასეც არის,ეს პროტესტია ამ ყველაფრის და არა პოზიტიური მოთხრობა.
4. ცხოვრება ყოველთვის ცუდი არაა, ნექტარო... უნდა გვიხაროდეს ყოველი წუთი და ყოველი დღე, როგორც ღვვთის საჩუქარი... ცხოვრება ტანჯვა არაა, თუ უფალს მივენდობით და გულს დავიმშვიდებთ... რა თქმა უნდა, სიბრძნბეც დაგვჭირდება ჯავშნად <3 ცხოვრება ყოველთვის ცუდი არაა, ნექტარო... უნდა გვიხაროდეს ყოველი წუთი და ყოველი დღე, როგორც ღვვთის საჩუქარი... ცხოვრება ტანჯვა არაა, თუ უფალს მივენდობით და გულს დავიმშვიდებთ... რა თქმა უნდა, სიბრძნბეც დაგვჭირდება ჯავშნად <3
3. რა არის ცხოვრება არაა, უმა თურმანი?
ასეთი რამ რეალობაში არის ხშირად დღეს.... რა არის ცხოვრება არაა, უმა თურმანი?
ასეთი რამ რეალობაში არის ხშირად დღეს....
2. მადლობა, შენ რა ყველაფერი მოგწონს... დიდი მადლობა... არ ვიცი, არ ვიცი... თუ მწერალი არ გამოვალ, წერას მაინც ვისწავლი :) მადლობა, შენ რა ყველაფერი მოგწონს... დიდი მადლობა... არ ვიცი, არ ვიცი... თუ მწერალი არ გამოვალ, წერას მაინც ვისწავლი :)
1. მომწონს პოზიტიური ნაწარმოები. მომწონს პოზიტიური ნაწარმოები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|