ემილი დიკინსონი - რწმენის დაკარგვა ბევრად სჭარბობს ვაივაგლახით (377)
რწმენის დაკარგვა ბევრად სჭარბობს ვაივაგლახით ადგილ-მამულის და ქონების განიავებას, კვლავ შეგეძლება შეიძინო რადგან სახლ-კარი, თუმც ვეღარასდროს მოახერხებ რწმენის აღდგენას.
გვიძღვნიან რწმენას, ვით სიცოცხლეს ერთხელ მარტოდენ - როცა მოგვიწევს წუთისოფლის ტვირთის ტარება, მცირე ნაწილსაც თუ აღმოვფხვრით - იოტის ოდენს, მაშინ ცხოვრება ემსგავსება უპოვარებას.
14 მარტი, 2018 წ.
Emily Dickinson - To lose one's faith -- surpass (377)
To lose one's faith -- surpass The loss of an Estate -- Because Estates can be Replenished -- faith cannot --
Inherited with Life -- Belief -- but once -- can be -- Annihilate a single clause -- And Being's -- Beggary --
1862
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|