ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2018


ნასიზმრალი

ღრუბლებზე მაღლა,
ჩამავალი მზე რომ ანათებს
მირაჟზე მეტი ზმანებაა ყოველი ნოტი
იმ მუსიკის იმ სიზმარში იმ დღეს
რომ ვამბობ
-
ღრუბლებზე მაღლა
ჩამავალი მზე რომ ანათებს
მირაჟით ხელში.

არაფერს ვამბობ აცეკვებულ პალმებზე
სპირიტულ სეანს რომ დამსგავსებიან ჩვენი ხელები
და მიუხედავად დიდი სურვილისა მოვყვე სიმართლე
აცეკვებულ პალმებზე -
არაფერს ვამბობ.
არაფერს ვამბობ იმაზე რომ სიცოცხლე საოცარი რამეა.
არაფერს ვამბობ გადაჭარბებულ სიჩქარეზე ცარიელ ქუჩაში
შუა ღამის ფონზე მასხრობაც რომ დაუწყიათ ქუჩის მასხარებს
არც მათზე ვამბობ არაფერს და
არაფერს ვამბობ გაქცევაზე
ჩვენზე
წვიმაზე.
უახლოესი გაჩერება
Champ de Mars. Paris.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები