მე დავიღალე, არაფერი საინტერესო, ოთახებია, კარადები, მტვერი წიგნები, როგორც ყოველთვის. ლამაზია სიცარიელე ასიათასი მიზეზის და ჟანრის მიხედვით..
კვლავ წვიმებია, დანჯღრეული ტელევიზორი ახალ-ახალი რეკლამები, გადაცემები, როგორც ყოველთვის ლამაზია შენი სიშორე თბილი მკლავების, ნაწნავების გასახსენებლად.
როცა თბილ პლედში გახვეული, ხმაგაკმენდილი თვალებს მივლულავ და ღრმა ბოლში ჩავიძირები, როგორც ყოველთვის ეფექტური არის წერტილი შენ კი იღიმი უცნაურად, შენი მძიმეთი..
მე დავიღალე, უძრაობით, ამდენ ხვალეთი ჰორიზონტებით საიმედოდ რომ ჩანს არავინ, როგორც ყოველთვის ეპიგონი შენ ხარ ხმელეთის როცა ვირწევი ზღვის ტალღებზე კატამარანით...
მე დავიღალე, ხეტიალით, საქარეთებით, მე დავიღალე იმ ყველაფრით რასაც ვერ ვზიდავ, როგორც ყოველთვის რძისფერ ღამის ჩრდილში შევხვდებით, როცა ცრემლივით წამოგწყდები წამწამებიდან...
მე არაფრი, დავიღალე, როგორც ყოველთვის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ..შენ კი იღიმი... ..შენ კი იღიმი...
12. მადლობა. ვიცი რომ სუსტია, თან ძალიან. მადლობა. ვიცი რომ სუსტია, თან ძალიან.
11. კარგად იკითხება (თუმცა სუსტია )მთლიანობაში მომეწონა :) კარგად იკითხება (თუმცა სუსტია )მთლიანობაში მომეწონა :)
10. ავტორი: შენგელია ჯანო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: შენგელია ჯანო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8. წლებმა წაიღეს ყველაფერი რაც დამრჩა შენ კი რაც აღარ დამრჩა ისიც სადღაც გაიყოლიე.....
/ამ ლექსმა გამახსენა/ წლებმა წაიღეს ყველაფერი რაც დამრჩა შენ კი რაც აღარ დამრჩა ისიც სადღაც გაიყოლიე.....
/ამ ლექსმა გამახსენა/
7.
ბევრი რამ...
ბევრი რამ...
6. არადა ძალიან სუსტი ლექსი მგონია მაინც...
მადლობა ყველას <3 არადა ძალიან სუსტი ლექსი მგონია მაინც...
მადლობა ყველას <3
4. როგორც ყოველთვის ეფექტური არის წერტილი შენ კი იღიმი უცნაურად, შენი მძიმეთი.. 5 როგორც ყოველთვის ეფექტური არის წერტილი შენ კი იღიმი უცნაურად, შენი მძიმეთი.. 5
3. რაც კარგია კარგია რაც კარგია კარგია
2.
ბრავო ჯანო შენგელია, ძალიან კარგად იკითხება. მშვენიერია, 5.
ბრავო ჯანო შენგელია, ძალიან კარგად იკითხება. მშვენიერია, 5.
1. თითქოს სტოკატოებითაა დაწერილი.
ზოგადადაც მომწონს ეს სტილი, მთლად უთავბოლოდ და შემთხვევით თუ არ ჩაყრიან სიტყვებს.
ეს კარგია :)
თითქოს სტოკატოებითაა დაწერილი.
ზოგადადაც მომწონს ეს სტილი, მთლად უთავბოლოდ და შემთხვევით თუ არ ჩაყრიან სიტყვებს.
ეს კარგია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|